ფიფამ გამოაქვეყნა ყოველთვიური რეიტინგი, რომელშიც საქართველო 3 ადგილით დაქვეითდა და ახლა 89-ე პოზიციაზეა.
საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში 3 მატჩი ჩაატარა - ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სომხეთთან დამარცხდა, ხოლო ესტონეთთან ფრეს დასჯერდა და ეს შესაბამისად რეიტინგზე აისახა.
პირველ ათეულში დიდი არაფერი შეცვლილა და რეიტინგს სათავეში ისევ ბელგიის ნაკრები უდგას.