საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ბოლო შეხვედრაც წააგო

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ დეკემბერს, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონზე ბოსნიას უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

ეს შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის ბოლო მატჩი გახლდათ, ქართველებისთვის არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა და გამარჯვების შემთხვევაშიც ეროვნული ნაკრები ბოლო ადგილს დაიკავებდა. 

პირველ ტაიმში ბოსნიელებმა ერთი გოლი გაიტანეს. ბურთის ავტორი დამიანოვიჩი გახლავთ.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, სტუმრებმა კიდევ ორი ბურთი შეგვიგდეს. მატჩის 64-ე წუთზე კრაჟსუმოვიჩმა, ხოლო 77-ეზე ჟელსიჩმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა 10 შეხვედრიდან ყველა წააგო, მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 45 გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ის გურულები გოგონები რომ ათამაშონ ნაკრებში არა?
ეუფ!
18:37 01-12-2020
1
სერიოზული მიხედვა უნდა ქალთა ფეხბურთს, ფაქტიურად სანაკრებო დონეზე უფსკრულზე ვართ.
ზაზა
18:04 01-12-2020
2

სიახლეები პოპულარული