საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევის მატჩში დანიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში დანიას დაუპირისპირდა.

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორთან მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე შედგა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გამარჯვებულთა გუნდიდან გოლები იენსენ გეილმა და ნიკოლინ ჰაუგარდმა გაიტანეს.

თბილისი, მიხეილ მესხი 2
საქართველო-დანია 0:2
გოლები: 0:1 გეილი (14), 0:2 ჰაუგარდი (58)
მსაჯები: რეელიკა ტური (ესტონეთი), კაროლინ კაიოვა (ესტონეთი), ანი რაჰულა (ესტონეთი), ნადეზდა პოლკოვნიკოვა (ესტონეთი)

საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი, კალანდაძე, მატვეევა (72' მ. დანელია), ჭიჭინაძე (61' ჩემინავა), ჭყონია (80' ნ. დანელია), ტატუაშვილი,
სუთიძე, ბაქრაძე, თოდაძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, ნადირაშვილი, ქადაგიშვილი, აკობიძე, წოწერია, ხაბურზანია, სხირტლაძე, ბოლქვაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

დანია: აბელი, სავეცკე, კრისტიანსენი (76' მადსენი), ტროელსგაარდი, ნადიმი, ჰარდერი, ს. ლარსენი (76' ანდერსენი), იუნგე, პედერსენი, მ. იენსენი (46' სორენსენი), სვავა

სათადარიგო შემადგენლობა: კ. ლარსენი, სნერლე, ი. იენსენი, ჰოლმგაარდი

მთავარი მწვრთნელი: ლარს სუნდერგაარდი

საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალია ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, სტუმრად იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
არც გოგონების გამართლებას დავიწყებ და არც მწვრთნელების,უბრალოდ მოცემულობა გვაქვს ასეთი.ნელნელა ვსწავლობთ დაცვაში თამაშს"ავტობუსის" დაყენება დაცვაში მხოლოდ ერთეულებს გამოსდით მსოფლიო ფეხბურთშიც კი.ამაში დასაძრახი არაფერია,შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი თავის დროზე მოიტანს შედეგს.მწვრთნელების რა მოგახსენოთ,მაგრამ გოგონებს მადლობა თავდადებისთვის და ბრძოლისთვის.წარმატებებს გისურვებთ მომავალ მატჩებში.
ფიტნეს ინსტრუქტორი
12:00 09-10-2019
0
ასეტი მცვრტნელები სამუდამოდ უნდა მოკვეტო ფეხბურტიდან.სამარცხვინო იყო ტამასჰის ყურება.
bajo
10:28 09-10-2019
0

სიახლეები პოპულარული