ეს შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის ბოლო მატჩი გახლდათ, ქართველებისთვის არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა და გამარჯვების შემთხვევაშიც ეროვნული ნაკრები ბოლო ადგილს დაიკავებდა.
პირველ ტაიმში ბოსნიელებმა ერთი გოლი გაიტანეს. ბურთის ავტორი დამიანოვიჩი გახლავთ.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, სტუმრებმა კიდევ ორი ბურთი შეგვიგდეს. მატჩის 64-ე წუთზე კრაჟსუმოვიჩმა, ხოლო 77-ეზე ჟელსიჩმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა 10 შეხვედრიდან ყველა წააგო, მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 45 გაუშვა.