საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ SPORT.SK-სთან ინტერვიუში ჩვენს ეროვნულ გუნდსა და თავის მომავალზე ისაუბრა.
საქართველოში გატარებული 5 წლის შემდეგ მას კლუბში უნდა დასაქმდეს, თუმცა არ ჩქარობს და კარგ შეთავაზებას ელის: "მაღალი დონის გუნდს მინდა სათავეში ჩავუდგე და იქ მუშაობამ სიხარული მომანიჭოს".
გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ საქართველოში ვაისის მოღვაწეობა წარუმატებლად დასრულდა და სამსახური მისმა თანამემამულე თანაშემწეებმა ბორის კიტკამ, იოზეფ კონტირმა და რომან შვანტნერმაც დატოვეს. ვაისის ხელმძღვნელობით, "ჯვაროსნებმა" 16 მატჩი მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 16 წააგო.
"ეს უკვე ვა-ბანკი
იყო, ან გამარჯვებული წავიდოდი, ან დამარცხებული. 1 გოლი გავუშვით და მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ. იქ 5 წელი ვიმუშავე, რაც ჩემს სამწვრთნელო კარიერაში და ცხოვრებაშიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. სრულად გამარჯვებული ვერ წამოვედი, თუმცა მგონია, იქ კარგი კვალი დავტოვეთ. ცხოვრება კი გრძელდება. გმირებივით ვერ წამოვედით, მაგრამ - სუფთა სინდისით".
ვაისი წუხს, რომ გადამწყვეტ მატჩში გუნდს გულშემატკივრები ვერ დაეხმარნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიისას არსებული მძიმე სიტუაცია ესმის, რომელიც ყველასთვის რთულია:
გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ საქართველოში ვაისის მოღვაწეობა წარუმატებლად დასრულდა და სამსახური მისმა თანამემამულე თანაშემწეებმა ბორის კიტკამ, იოზეფ კონტირმა და რომან შვანტნერმაც დატოვეს. ვაისის ხელმძღვნელობით, "ჯვაროსნებმა" 16 მატჩი მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 16 წააგო.
"ეს უკვე ვა-ბანკი
ვაისი წუხს, რომ გადამწყვეტ მატჩში გუნდს გულშემატკივრები ვერ დაეხმარნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიისას არსებული მძიმე სიტუაცია ესმის, რომელიც ყველასთვის რთულია:
"სამწუხაროდ, ახლა ყველასთვის რთული დროა და ეს სპორტსაც ეხება. მაყურებლების გარეშე თამაში ემოციებს კარგავს. ეს ახლახან საკუთარ თავზე გამოვცადე. გადამწყვეტი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩავატარეთ და მიზანს ვერ მივაღწიეთ. ქომაგობა ძალიან დაგვაკლდა. საერთაშორისო არენაზე მაყურებელი ძალიან საჭიროა, მეტადრე კი - სანაკრებოზე.
ამის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ მჯერა, რამდენიმე თვეში ვითარება გამოსწორდება, ვაქცინა იქნება, ჩვენ კორონავირუსს დავამარცხებთ და ხალხი სტადიონებზე დაბრუნდება.
როდესაც 5 წელი ნაკრებს წვრთნი, ყველაფერზე ფიქრისათვის საკმაო დრო გაქვს, რადგან წელიწადში ცოტა მატჩებია. სლოვაკეთში სახლში ვცხოვრობდი და არა საქართველოში. ამიტომ პრაქტიკულად ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი, მხოლოდ თამაშებსა და შეკრებებზე მივემგზავრებოდი და ისიც მაშინ, როდესაც ეს აუცილებელი იყო.
ახლა მინდა საკლუბო ფეხბურთს დავუბრუნდე, მაგრამ ვნახოთ, როგორი შემოთავაზებები მექნება, ვინაიდან მილიონი მწვრთნელია, ხოლო კარგი კლუბი არც ისე ბევრია და ხანდახან ასარჩევიც არაფერია. მსურს ისეთი კლუბი ვიპოვო, სადაც დონესაც ავიმაღლებ და მუშაობისგან სიამოვნებასაც მივიღებ".

ლუზერი ხარ ვაის შენ და ფედერაციის მთელი შემადგელობაც, ასეთებად დარჩებით. თუნდაც იმიტომ რომ პასუხისგებლობის გრძნობა არ გაგაჩნიათ არ შენ და არც ვინმეს ფედერაციაში. ფულის მონები ხართ და უსაქმურები.
იდეაში ვაისი არ არის დაბალი დონის მწვრთნელი სლოვაკეთის ნაკრები გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე და მე 8 ფინალი ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ეგ იყო უდიდესი მიჰწევა მაგ ქვეყნის ფეხბურთისთვის კიდევ კლუბებიც ჰყავს გაყვანილი ევრო ტურნირების ჯგუფებში ვაისმა ათამაშა იმის მაქსიმუმი რაც ამ რესურსით იყო შესაძლებელი როცა ნაკრებში მუდმივად არის პრობლემები ტრამვები უთამაშებლობა ფეხბურთელების უმეტესობა თამაშობს საშუალო ან დაბალი დონის ჩემპიონატებში სუსტ გუნდებში და იქაც არ აქვთ სათამაშო პრაქტიკა ძალიან რთლია ასეთი ნაკრებით ევროპაზე გასვლა სამწუხაროდ ჩვენ დღეს ამათზე უკეთესი ფეხბურთელები ქვეყანაში არ გვყავს ვინც არიან დღეს ეროვნულ ნაკრებში და ესაა ზუსტად ტრაგედია და ესაა გამოსასწორებელი რომ მომდევნო წლებში მოხერდეს და რამდენიე ფეხბურთელი კიდევ გამოჩნდეს ვისაც ექნება იგივე პოტენციალი რაც აქვს ჩაკვეტაძეს კვარაცხელიას კიტეიშვილს გადახალისდეს ნაკრები და ეს არ გამოვა თუ საკლუბო დონემ არ მოიმატა ასაკობრივებმა არ დადეს კაი შედეგები სხვანეირად შევსება როგორ უნდა მიიღოს ნაკრებმა საჭიროა მაღალი დონის პერსპექტიული ფეხბურთელები და არაა მწვრთნელების წამდაუწუმ ცვლა.
მაინც რისთვის უხდი მადლობას? უტვინო იყო და უტვინოები არიან ფედერაციაშიც, ტიპმა ცვლილებების გაკეთება არ იცის და არც არავინ ეუბნებოდა რომ საჭიროა! საჭირო კი არა და აუცილებებლი, როდესაც გუნდი მარცხდება და ვერაფერს ახერხებს!