ვლადიმირ ვაისი: საქართველოდან გმირებივით ვერ წამოვედით, მაგრამ კარგი კვალი დავტოვეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ SPORT.SK-სთან ინტერვიუში ჩვენს ეროვნულ გუნდსა და თავის მომავალზე ისაუბრა.

საქართველოში გატარებული 5 წლის შემდეგ მას კლუბში უნდა დასაქმდეს, თუმცა არ ჩქარობს და კარგ შეთავაზებას ელის: "მაღალი დონის გუნდს მინდა სათავეში ჩავუდგე და იქ მუშაობამ სიხარული მომანიჭოს".

გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ საქართველოში ვაისის მოღვაწეობა წარუმატებლად დასრულდა და სამსახური მისმა თანამემამულე თანაშემწეებმა ბორის კიტკამ, იოზეფ კონტირმა და რომან შვანტნერმაც დატოვეს. ვაისის ხელმძღვნელობით, "ჯვაროსნებმა" 16 მატჩი მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 16 წააგო.

"ეს უკვე ვა-ბანკი
იყო, ან გამარჯვებული წავიდოდი, ან დამარცხებული. 1 გოლი გავუშვით და მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ. იქ 5 წელი ვიმუშავე, რაც ჩემს სამწვრთნელო კარიერაში და ცხოვრებაშიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. სრულად გამარჯვებული ვერ წამოვედი, თუმცა მგონია, იქ კარგი კვალი დავტოვეთ. ცხოვრება კი გრძელდება. გმირებივით ვერ წამოვედით, მაგრამ - სუფთა სინდისით".

ვაისი წუხს, რომ გადამწყვეტ მატჩში გუნდს გულშემატკივრები ვერ დაეხმარნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიისას არსებული მძიმე სიტუაცია ესმის, რომელიც ყველასთვის რთულია:

"სამწუხაროდ, ახლა ყველასთვის რთული დროა და ეს სპორტსაც ეხება. მაყურებლების გარეშე თამაში ემოციებს კარგავს. ეს ახლახან საკუთარ თავზე გამოვცადე. გადამწყვეტი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩავატარეთ და მიზანს ვერ მივაღწიეთ. ქომაგობა ძალიან დაგვაკლდა. საერთაშორისო არენაზე მაყურებელი ძალიან საჭიროა, მეტადრე კი - სანაკრებოზე.

ამის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ მჯერა, რამდენიმე თვეში ვითარება გამოსწორდება, ვაქცინა იქნება, ჩვენ კორონავირუსს დავამარცხებთ და ხალხი სტადიონებზე დაბრუნდება.

როდესაც 5 წელი ნაკრებს წვრთნი, ყველაფერზე ფიქრისათვის საკმაო დრო გაქვს, რადგან წელიწადში ცოტა მატჩებია. სლოვაკეთში სახლში ვცხოვრობდი და არა საქართველოში. ამიტომ პრაქტიკულად ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი, მხოლოდ თამაშებსა და შეკრებებზე მივემგზავრებოდი და ისიც მაშინ, როდესაც ეს აუცილებელი იყო.

ახლა მინდა საკლუბო ფეხბურთს დავუბრუნდე, მაგრამ ვნახოთ, როგორი შემოთავაზებები მექნება, ვინაიდან მილიონი მწვრთნელია, ხოლო კარგი კლუბი არც ისე ბევრია და ხანდახან ასარჩევიც არაფერია. მსურს ისეთი კლუბი ვიპოვო, სადაც დონესაც ავიმაღლებ და მუშაობისგან სიამოვნებასაც მივიღებ".

მკითხველის კომენტარები / 26 /
"როდესაც 5 წელი ნაკრებს წვრთნი, ყველაფერზე ფიქრისათვის საკმაო დრო გაქვს, რადგან წელიწადში ცოტა მატჩებია. სლოვაკეთში სახლში ვცხოვრობდი და არა საქართველოში, ამიტომ პრაქტიკულად ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი, მხოლოდ თამაშებსა და შეკრებებზე მივემგზავრებოდი და ისიც მაშინ, როდესაც ეს აუცილებელი იყო." აგერ, თქვა კაცმა თავის პირით, აბა ტრაქტორისტი(ბოდიში ტრაქტორისტებთან და ყველა მშრომელ ადამიანთან, ცუდად არ გამიგოთ) სალუქვაძე არ კითხავდა საქართველოში რატომ არა ხარ და ეროვნულის თამაშებს რატომ არ აკვირდებიო, არც გლდანის და ქართული ფეხბურთის აღმაშენებელს ან მის ბანდას არ მოსთხოვდა ესეთი საქციელისთვის პასუხს. დიდი ტაქტიკოსი და შეცვლების დიდოსტატი სუფთა სინდისით წასულა საქართველოდან, სუფთა სინდისით ფედერაციის კლანის წინაშე, თორემ გულშემატკივარი დღესაც დიდი სიყვარულით ვიხსენებთ მის და მისი ჩამომყვანის დედებს ესეთი კარგი შვილების გაზრდისათვის
llcl
02 დეკემბერი 2020 09:02
3
მწვრთნელი არის ზუროსი სულს გულს დებს ყველა თამშში მაგისთვის მადლობა მას, შენ კიდე რობოტივით იდექი 90 წუთი შეცვლა შენ არ იცი და და ტაქტიქზე გუნდი გადაწყობა ჩაკვეტძეს უმადლოდე ინდივიდუალურად მოიგო ერთა ლიგა, შენ ტყულა ნუ იწერ მაგ მოგებებს
irakli
02 დეკემბერი 2020 07:37
2
სლოვაკეთში რო ცხოვრობდი და აქ წელიწადში ჯამში 10 დღე იყავი ეგაა ზუსტად შენი შეცდომა ვლადიმირ
თემო
02 დეკემბერი 2020 10:39
1
ამან უნდა თქვას ხუთი წელი სამსახური მქონდაო . სახლში იჯდა და წელიწადში ხუთჯერ ორი საათი თამაშს უყურებდა და ეგ იყო და ეგ
ტოტტი
02 დეკემბერი 2020 11:59
1
ჰეიგმა თქვა საქართველოს მწვრთნელობაზე რომ გაქვს პრეტენზია ქართული და საქართველო უნდა იცოდეო ამას ქართულად გამარჯობა ეა მადლობაც არ ეცოდინება . ჩაკვეტაძე და კვარაცხელია რომარა 31 წაგება ეა 15 ფრე გვექნებოდა
ტოტტი
02 დეკემბერი 2020 12:02
2
ამისგან რა გინდათ ვინც ეს ჩამოიყვანა და ფული გააკეთა იმათ საძმაკაცოს კითხეთ ფედერაციაში შავზე თეთრს რო იძახიან შუბლის ძარღვი რო გაწყვეტილი აქვთ
ელგუჯა
02 დეკემბერი 2020 14:05
3
მაგარი ჩლუნგი ხარ ვაის, არა მარტო როგორც მწვრთნელი, არამედ როგორც ადამიანი. მაგრად გაგულავა პედერაციამ 5 წელი ჩვენი ხალხის პულით. მეცოდება ის გუნდი სადაც შენ მიხვალ სამუშაოდ.
Leonidas
02 დეკემბერი 2020 12:58
3
კიდევ ნერვებს გვიშლის
რაგბის ფანი
02 დეკემბერი 2020 09:01
2
ტიპი უკვე გვეკაიფება.ფედერაციას მინდა მივმართო,კაცმა რომ გკითხოთ მაგარი ბიჭები ხარᲧ და ბუზს არ აიფრენთ და მა სლოვაკმა რომ დაგაგოიმათ მაგ ამბავს როგორ უყურებთ.5წელი ტიპი თავზე დაგვასვით,თვითონ იძახის მარტო თამაშებზე ჩავდიოდიო და ამას რა უნდა გარკეთებინა და გამოდიხართ კიდე იძახით,მაგარი საქმე გააკეთაო.გასაგებია თქვენ გაწყობდათ,მაგრამ მაგარი და კაი ტიპი მაშინ ხარ,როცა თავს არ დააგოიმებინებ და ისეთი წესებით აცხოვრებ მწვრთნელს,როგორიც შენ და შენ გულშემატკივარს და საქმეს ჭირდება და არა მაგას მის ბანდას.ეს Ორი ჟურნალისტი კიდე(ბარათაშვილს პატივს ვცემდი და მაგ გადაცემის მერე ნოლი გახდა ჩემ თვალში)ისე შესციცინებდნენ თვალებში კობიაშვილს,გეგონება გმირს ელაპარაკებოდნენ და ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ.ეს ძალათ დერსკი სალუქვაძე კიდე,დაყენებული გროზნი ვიდით გამოდის და ბევრს ლაპარაკობს.ამათი ნა...კი არ გაიშვას.
კახა ქ.
02 დეკემბერი 2020 14:29
4
მთავარია, რომ წახვედით. მეტად აქეთ აღარ გექნათ პირი.
ღლონტი
02 დეკემბერი 2020 10:46
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული