"საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფი ვნახე და პერსპექტივა..." - ჟურნალისტი ვახო სანაია წილისყრას ეხმაურება

AutoSharing Option
7 დეკემბერს ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

წილისყრას სოციალურ ქსელში "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება, რომელიც წერს:

"საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფი ვნახე.  კაროჩე, ეკონომიკაში, კოვიდის მართვაში, სამართლიან არჩევნებში უკეთესი პერსპექტივა აქვს ქვეყანას", - წერს სანაია.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 43 /
კარგით რა ხალხნო არ გვინდა ეს პესიმიზმი , ერთა ლიგის ფინალში თამაშიც უპერსპექტივო იყო თუმცა ფინალში გავედით , ეხლა სასწრაფოდ კარგი მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს და ყველაფერი კარგად იქნება თან არ დაგავიწკდეთ ესპანეთს ვუგებთ:) ეს ხუმრობით თუმცა ფაქტია..
Gio
10 დეკემბერი 2020 12:36
0
ეს ამასაც მათავრობას დააბარალებს ამ ჯგუფს.ამაზე ძლიერ ჯგუფში ყოფილა საქართველოს ნაკრები და ამის კომაენტარები მაშინ არავის ახსოვს.არ დამბლოკოთ. არ დამბლოკოთ.
ziko
09 დეკემბერი 2020 20:05
0
Вот почему ваш футбол на вишем уровне ето есть ваш експерт которыи лучше всех разбирает грузнски футбол почему не в нашу групу

Гриша
09 დეკემბერი 2020 18:17
0
ყველა . . . ფეხბურთზე უნდა ლაპარაკობდეს?
დ.დ.
09 დეკემბერი 2020 18:11
0
რატომ აქვეყნებთ ამ კაცის აზრებს ფეხბურთზე??? რომელი სპეციალისტი ეს გახლავთ???
tngh
09 დეკემბერი 2020 16:52
0
ბ-ნო ვახო! შანსი ყოველთვის არსებობს და ძალიან მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს - მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ თუ რაღაც შედეგის მიღება მაინც გვინდა სამწვრთნელო შტაბი საჭიროა ეცადოს მაინც იმ 4 ძირითადი პრობლემის მოგვარებას, რომელიც თამაშის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს:
1) ყველაზე დიდი პრობლემა თამაშის შემდგომი აღდგენაა. სამწვრთნელო შტაბს სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელი, რომელიც ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ამას ადგილზევე ასწავლის;
2) ჩვენი ფეხბურთელები დაბალ ტემპში კარგად თამაშობენ, მაგრამ მაღალ ტემპს ვერ უძლებენ. ამის სწავლებაც ადგილზევე იქნება საჭირო, რადგან კლუბიდან ჩამოსული ფიზიკურად კარგად მომზადებული ქართველი ფეხბურთელი თითქმის არ არსებობს. შესაძლოა პურველი და მეორე პრობლემის მოგვარება ერთმა მწვრთნელმა შესძლოს... წინააღმდეგ შემთხვევაში 2 მწვრთნელის დამატება გახდება საჭირო;
3) ამის შემდეგ იწყება იმ შედეგისათვის მუშაობა, რასაც გულშემატკივარი წლებია ელოდება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფეხბურთის მენტალური მომზადების მწვრთნელის მოძიება არის აუცილებელი;
4) ბოლო ეტაპი იქნება სამწრთნელო შტაბში ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადების მწვრთნელის ჩართვა.
25 მარტამდე ოთხივე პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი თუ შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელებს დაამატებენ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს - ვფიქრობ ახალგაზრდა, ქართველი და ძალიან ამბიციური უნდა იყოს, რომელსაც სიახლეების მოსინჯვის არ შეეშინდება და შედეგის დანახვის შემთხვევაში ნაკრებში დანერგავს!
გუჯა კახაძე
09 დეკემბერი 2020 16:43
0
თავის გვერძე რასაც უნდა იმას დაწერს, მაგრამ აქ რო გამოაჭენეთ, ვახო რას ფიქრობს და რას წერს, ვერ გავიგე რომელი ვეტერანი ფეხბურთელი ან მწვრთნელი ეგ მყავს, ან სახალხო გმირი , ვის რაში აინტერესებს, მაგის აზრი ? შემდეგში შორენა ბეგაშვილი რას ფიქრობს, კესარია, უგულავა, თალაკვაძე მაგათი აზრებიც მოგვაწოდოთ იქნება!! ((( ცოტა გაუფრთხილით სპორტალი თქვენ მკითხველს! ყვითელ პრესას ემსგავსებით ხანდახან )
Vasili
09 დეკემბერი 2020 13:26
1
ახლანდელი ჟურნალისტები, სანაიას ჩათვლით, უფრო იაფად იყიდებიან ვიდრე მუხურიდან ჩამოყვანილი ბურვაკები ამბროლაურის ბაზარში გიორგობის თვის ბოლოს. ამათ ფულს უხდიან იმისათვის პესიმიზმი და უიმედობა დაამკვიდრონ ხალხში, ყველაფერი ქართული ლანძღონ ტრადიციებით დაწყებული და სპორტით დამთავრებული. ლაშა ტალახაძეზე ცუდს რომ იტყვის ქართველი და მოღალატეს უწოდებს, მათ რა უნდა ელაპარაკო.
გიზო რაჭველი
09 დეკემბერი 2020 11:53
2
ბაია პატარაიას,გვარამიას,გაბუნიას და ინგა გრიგოლიას შაფასებებიც დაგვიდეთ თუ შეიძლება,რა შანსები გვაქვს და ის არ გამოგრჩეთ დიდი არტილერისტი რომ გყავთ ნანუკა ჟორჟოლიანი,ეგ სპორტის ექსპერტი,იქნებ გაუგუაც გავიძახოთ კიდევ ერთხელ ნაკრებში და გავზარდოთ შანსები.

პ.ს. ეს სად ვცხოვრობთ ბიჭო, პურს უკვე ჟურნალისტები აცხობენ
საქართველო
09 დეკემბერი 2020 10:31
3
იმედია, ტროლი ხარ. სხვა შემთხვევაში, უფრო რთულად გაქვს საქმე.
შენ...
09 დეკემბერი 2020 10:59
7
:))))))))))))))))) კაი კაცი ხარ!!! შენ გაიხარე!!!!!!!! ალბათ ეგეთი ზუსტი შეფასების დაწერა გვინდოდა ყველას და ვერ შევძელით:))))))))))))))))))))
Aguli
09 დეკემბერი 2020 10:57
0
ჟურნალისტიკაში პერსპექტივაც არ გვაქვს
გულშემატკივარი
09 დეკემბერი 2020 10:09
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული