"დღეიდან ჩემზე დიდი გულშემატკივარი არ გეყოლება!" - სანაია კვარაცხელიას პოსტს ეხმაურება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას პოსტს ეხმაურება.

როგორც იცით, "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და აქციებზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა. 

ინფორმაციისთვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით და­უ­ჭი­რა მხარი, რასაც მასობრივი საპროტესტო აქცია მოჰყვა.

"საქართველოს მომავალი ევროპაშია", - წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

სანაიამ მისი პოსტი გააზიარა და დაწერა:

"ესეც ასე! ყოჩაღ! ჩემზე დიდი გულშემატკივარი შენ არ გეყოლება დღეიდან".

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარის გამო სანაია კვარაცხელიას მწვავედ აკრიტიკებდა და წერდა:

"ქართველს,
ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.

არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ

მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება" - წერდა მაშინ სანაია.

altხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს მომავალი ევროპაშია

მკითხველის კომენტარები / 83 /
აი თურმე რა ხდება ჩვენ არ ვიცოდით. კვარამ იმიტომ გაიტანა გუშინ ის დიდებული გოლი, რომ ვახო სანაია გამსდარა მისი გულშემატკივარი!
ვაჟა მასწავლებელი
23:35 12-03-2023
0
რახან სანაიას და მის მსგავს არამზადებს მოეწონათ ე.ი. ხვიჩამ არასწორი თქვა ---საქართველოს მომავალი გაქსუებულ და გარყვნილ ევროპაში კიარ არის ,რომელთან ურთიერთობამაც ქვეყანა გადაგვარებამდე და განადგურებამდე მიიყვანა არამედ რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიეთობაშია ,იმ რუსეთთან რომელიც დასავლეთმა ჩვენსავით გაათახსირა და გააუბედურა .საქართველო მაშინ იქნება წარმატებული თუ ჩვენ თავს დავაღწევთ დასავლეთისგან თავსმოხვეულ თვითგანადგურების პოლიტიკას , მაშინ ერთი კვარაცხელია კი არ გვეყოლება ,რომელიც დღეს ნეაპოლელების გულებს ახარებს მეტწილად ,არამედ რამოდენიმე და ქართულ გუნდებში წარმატებული თამაშით გაუბედურებულ ქართველ ხალხს გაახარებენ. ევროპაში მინდაა ! ევროპას უნდიხარ ?რა დონემდე უნდა იყო დეგრადირებული ,რომ გეგონოს ევროპა თავის ნაძარცვ ქონებას შენ გაგიყოფს ,პირიქით ის ქონება მას ხომ შენნაირების ძარცვით აქვს შეძენილი.ქრისტიანული ფასეულობებისაგან მათი მთავარი განსხვავება ეს არის სუსტი ერების ძარცვა-განადგურებით საკუთარი კეთილდღეობის შექმნა . დამეორე - საზოგადოების გარყვნა-გაპედარასტება ..გინდაათ , კი ბატონო ,წაბრძანდით ევროპაში ,ჩვენ კი თავი დაგვანებეთ ,რათა ტვინგამოურეცხავმა ქართველებმა ქართულად მივხედოთ ქვეყანას დაგაქრობა-განადგურებას გადავარჩინოთ.
საჩინო
11:07 12-03-2023
3

სიახლეები პოპულარული