"ზურაბ დათუნაშვილს რომ სცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მანდ რომელი ბუჩქიდან აპიპინებდა ნეტა?!" - სანაია ობოლაძეს პასუხობს

AutoSharing Option
ვახო სანაია სოციალური ქსელის მეშვეობით ტელეკომპანია "იმედის" სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

"დიმა ობოლაძე ყოველთვის გამოირჩეოდა სამოქალაქო პოზიციით. ვერ დაასწრებ. სულ რაღაცას აპროტესტებს იმედის ეთერში, იმ წვერებიანი წამყვანის არ იყოს. სულ ყურთან რომ უპიპინო, ჩირგვებიდან ვერ გამოიყვან, სამაგიეროდ აგერ გაუღვიძებიათ დილით და ძალით გაბრაზებული სახით რაღაცას ალაპარაკებენ

ზურაბ დათუნაშვილს რომ სცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მანდ რომელი ბუჩქიდან აპიპინებდა ნეტა ?!", - წერს სანაია. 

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენციის შემდეგ ვახო სანაიამ შემდეგი განცხადება
გააკეთა:

"ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.

არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება" - წერდა სანაია.

სანაიასთან ერთად კვარაცხელია გიგა მაქარაშვილმაც გააკრიტიკა. კრიტიკოსებს ტელეკომპანია "იმედის" ეთერით დიმიტრი ობოლაძემ უპასუხა, რომელმაც თქვა:

"ქართველი სპორტსმენი წარმატებას რომ აღწევს, იქ ტალახაძე იყო ახლა ეს, გიენები რომ გამოხტებიან... ერთი რაღაც მინდა მოკლედ გითხრათ, სახელებს არ დავასახელებ, მითუმეტეს რამდენიმე მათგანთან ნამუშევარი ვარ, ვინც გამოვარდა და ხვიჩა კვარაცხელიას ეცა, ეტაკა, თან ისე, რომ მოსმენილიც არ გაქვს შეოჯახაშენებულო. დამიჯერეთ, თავ-პირს წაიმტვრევთ ამ თემებზე საუბრით, დამიჯერეთ.

იტალიის ნაკრებზე გამოვარდნენ და დაჭერილია ის, რა დროს ესაა და რატომ გიხარიათ, ცოტას
ხო არ აპიპინებთ? მართლა სერიოზულად გეუბნებით, მეტ არაფერს ვიტყვი, არც სახელებს ვიტყვი და არც გვარებს, არ მაინტერესებს სხვა არაფერი, ქართველ სპორტსმენებს, რომლებსაც მილიონჯერ მეტი აქვთ გაკეთებული და კიდევ გააკეთებენ, თავი დაანებეთ, პირდაპირ გეუბნებით, წაიმტრევთ თავ-ყბას, იმიტომ რომ ეს თქვენთვის წამგებიანი თემაა. როდესაც რაღაცას დადებ და მერე წაშლი, იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ დატოვო და შენს პირველ ჩვენებას მიაწვე. მეტი არაფრის თქმა არ მინდა, ამათთვის პასუხის გაცემებით საზრდოობენ შემდეგ და მიდის ერთი ამბები.

ბიჭი გამოვიდა, თქვა წამოვედი რუსეთიდან საქართველოში, რაუნდა გაეკეთებინა, წამომხტარიყო და თქვენ რასაც იძახით ისინი ეძახა? თქვენზე ნაკლები პატრიოტი ნახეთ ეს ბიჭი თუ რა? ჩავიდა "ნაპოლიში", მარადონა იყო იმ გუნდში და "კვარადონას" ეძახიან, 2 გოლი გაიტანა, პასი მისცა, მხარი დაუჭირეთ თუ შეგიძლიათ, თუ არადა ჩუმად იყავით, ელემენტარული რაღაცაა, ამაზე ლაპარაკი არც ღირს, ბიჭი სულ იცინის, რაღაც სხვა სამყაროში მოხვდა, თქვენ საერთოდ რომ არ იცინით, დაჭიმული ზამბარებივით რომ დახტიხართ და დილიდან ვის რა ავნოთ იმაზე ფიქრობთ...

ვერ ვხვდები სპორტსმენებს ერჩიან, ტალახაძეს ერჩიან, საქართველოს ნაკრებს ერჩიან, თქვენს სურათს გულზე არასდროს არ დაიხატავს, კვარაცხელიას ერჩიან, დაანებეთ სპორტსმენებს თავი, ყველაფერს თავი დაანებეთ თქვენზე ჯანზე არიან და კურდღლებივით არ იმალებიან, წარმატებას რომ მიაღწევენ გამოვარდებიან და ბოდიალობენ რაღაცეებს, გაკვირვებული ვარ, წლები ვმუშაობდი ამ ხალხთან, მიხედეთ თქვენს სფეროებს და იქ იტრიალეთ თუ რამე გამოგივათ, შეეშვით ამათ" - განაცხადა დიმამ.

alt"თავ-ყბას წაიმტვრევთ, დაანებეთ ამ ბიჭებს თავი..." - დიმა ობოლაძემ ხვიჩას თანადგომა გამოუცხადა

alt"ნაპოლიში" კი არა "რეალში" რომ ითამაშო მკიდია უკვე..." - სანაია ხვიჩაზე სტატუსს ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 42 /
საიტის ადმინისტაციას ვᲗხოვ: სპორტᲗან Შეუსაბამო,გაუგებარი პოლიტიკური განცხადებების გამოქვეყნებას დაანებეᲗ Თავი. Თქვენი საიტის ხᲨირი სტუმარი ვარ. ამ ბოლო დროს, ვიᲦაც ოდიოზური, ავანტიურისტი ტიპების კომენტარების გამოქვეყნება დაიწყეᲗ, რა ᲨუაᲨია სპორტᲗან? ვიᲦაცამ Თავისი ვაი Შეფასება დაწერა, დაკიდეᲗ!! დაწეროს. ნუ დაანაგვიანებᲗ სპორტულ სივრცეს პოლიტიკიᲗ.
ბერდო
15:36 18-07-2022
0
ძალიან მაინტერესებს, მინდა მეც დავწერო რაომე თქვენ საიტზე. შეიძლება? თ საფასურია გადასახდელი, რეალურ თანხას გადავიხდი. სიადან და რატომ? იმიტომ, რომ ამ ერის შემარცხვენელ სანაის ყოველ ნაბოდიალებს რომ წერთ, ხალხს ნერვებს უშლით - ვერ ვგებულობ რატომ.
"კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას" - ეს თქვენია. დისკრედიტაცია, შეურაცყოფა, სიძულვილი - ამაზე მეტი რა უნდა იყოს?! დაივიწყეთ, გთხოვთ, ეს სანაია.
alexandre
10:28 18-07-2022
8

სიახლეები პოპულარული