ზლატანი ნაკრებში ბრუნდება და თბილისში ჩამოვა? - ითამაშებს თუ არა იბრაჰიმოვიჩი საქართველოს წინააღმდეგ

AutoSharing Option
7 დეკემბერს ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ითამაშებს თუ არა იბრაჰიმოვიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ? - ბოლო დროს აქტიურად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ "მილანის" ფორვარდი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდება.

ერთი მხრივ, ამაზე თავად ვეტერანმა ფორვარდმაც მიანიშნა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მას შვედეთის ნაკრების მაისური აცვია და დაწერა - "ის, რაც დიდი ხანია არ მინახავს".

ფაქტია, რომ იბრას ნაკრებში დაბრუნება სურს და ჯერჯერობით კარიერის
დასრულებასაც არ აპირებს.

აღნიშნულის შესახებ შვედთა მთავარ მწვრთნელ იან ანდერსონსაც დაეკითხნენ, რომელმაც დაადასტურა, რომ ზლატანთან მართლაც ლაპარაკობს მის შესაძლო დაბრუნებაზე ნაკრებში, თუმცა ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

აქვე გეტყვით, რომ იბრაჰიმოვიჩს შვედეთის ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. მან ჯამში 116 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან სასიამოვნო იქნება იბრას თამაშს თუ თბილისში ვიხილავ
Biankonneri
21:32 08-12-2020
0
ითამაშოს!იმ ძლიერებთან თამაში უფრო მაინტერესებს,მე!(ფეოლა)
სოსო
17:59 08-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული