
7 დეკემბერს ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.
წილისყრას სოციალურ ქსელში "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება, რომელიც წერს:
"საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფი ვნახე. კაროჩე, ეკონომიკაში, კოვიდის მართვაში, სამართლიან არჩევნებში უკეთესი პერსპექტივა აქვს ქვეყანას", - წერს სანაია.

შეგახსენებთ, რომ მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.