არველაძე საქართველო-მაკედონიის მატჩზე: მელია და კობახიძე უფრო მნიშვნელოვანნი იყვნენ?! ყველაფერი პოლიტიკას გადავაყოლეთ

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემის - "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე გახლდათ.

მან კომენტარი საქართველოსა და მაკედონიის მატჩის შესახებაც გააკეთა და საკმაოდ კრიტიკულადაც ისაუბრა.

"ვერავინ გააცნობიერა, ეს რა მატჩი იყო. ვერავინ მიხვდა მის მნიშვნელობას. ვერავინ გააანალიზა, რომ ეს მხოლოდ საფეხბურთო წარმატება კი არა, გაცილებით დიდი მოვლენა იქნებოდა ქვეყნისთვის.

12 ნოემბერი საყოველთაო ზეიმის დღედ უნდა ქცეულიყო, ჩვენ კი ის პოლიტიკას გადავაყოლეთ. არცერთი ბანერი, დროშა, არანაირი მუხტი ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, მთავრობა ვერ მიხვდა, რა მატჩი იყო,
მედიაც არ დაეხმარა ამის გაგებაში. ხომ ვუყურებთ ტელევიზორს? ხომ ვხედავდით, რაც ხდებოდა ქვეყანაში. კობახიძე და მელია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ფეხბურთის ფედერაციაც დაიბნა, ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ. ფიქრობდნენ, რომ გულშემატკივრის დაშვებით ვირუსის გავრცელებისთვის არ შეეწყოთ ხელი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ნაკრები ფსიქოლოგიურად ჩამოიშალა. გავიგეთ, რომ ჩაკვეტაძე მაგარია, მაგრამ წელიწადზე მეტია ნაკრებში არ უთამაშია. კი, საწყის ეტაპზე დიდი როლი შეასრულა, მაგრამ შემდეგ უკვე გუნდს ვეღარ ეხმარებოდა და ფინალამდეც დანარჩენი ბიჭებით მივედით. ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს, მაგრამ 12 ნოემბერს არცერთი არ გვყავდა. გუნდმაც აღარ იცოდა, რა ექნა. ყველა მათ ეძებდა პასისთვის, ამ დროს კი ისინი მოედანზე არ იყვნენ. თითქოს, ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული.

რა პერსპექტივას ვხედავ? რთულია ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ახალი წელი მოდის და ახალი იმედებით უნდა ვიყოთ. აგერ, 2023 წელს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს და ეს მეტად სასიხარულო ამბავია", - ამბობს შოთა არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 35 /
კობიაშვილი на выход
სანამ არ იქნება წესი:
ფედერაციის შემადგენლობა იცვლება (ყიველგვარი მიზეზბის გარეშე) თუ არის უარყოფითი შედეგი კლუბებისთვის და ნაკრებისთვის რეგრესი გაგრძელდება
Gela
01:33 28-12-2020
2
როცა არველაძე თამაშობდა მაშინ მაყურებელიც იყო დროშაც და მისი ტარიც მაგრამ ვერც მაშინ გადიოდა ნაკრები ევროპაზე.როცა 37-წლის კაცს უკეთესი ფიზიკური მომზადება აქვს ვიდრე 27წლისას იქ დამთავრებულია ყველაფერი.ვინ-ვინ და არველაძემ მშვენივრად იცის რომ ნაკრების მწვრთნელი ვერ ასწავლის ფეხბურთელს ორივე ფეხით თამაშს კარში დარტყმას სირბილს და მსგავს ელემენტებს რაც ჩვენს ფეხბურთელებს არ შეუძლიათ.
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული