ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა მოსკოვის "ლოკომოტივსა" და ყაზანის "რუბინში" დიმიტრი ტარასოვმა რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და კომენტარი ქართველ ფეხბურთელზეც გააკეთა.
"ხვიჩასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან საუბარი ცოტა მიჭირს, რადგან რუსული კარგად ჯერ კიდევ არ იცის და ენობრივი ბარიერი კვლავ აქვს. იმ ისტორიის შესახებ უკვე გსმენიათ, სლუცკის რომ ეთანხმებოდა, ყველაფერი მესმისო და შემდეგ ლეონიდმა უთხრა, გაიმეორეო, მაგრამ ვერაფერი თქვა.
ჩვენ ყოველთვის კარგი დამოკიდებულება გვქონდა, ხშირად მიწვევდა ხოლმე ქართულ რესტორანში. ვისხედით იქ, ვლაპარაკობდით.
დიდი ტალანტია თუ არა? "ლოკომოტივიდან"
მახსოვს, უკვე ნათელი იყო, რომ ბიჭს ტექნიკა, სისწრაფე, ფეხბურთის თამაშისა და გოლების გატანის უდიდესი სურვილი ჰქონდა.
თუმცა "ლოკოში" არ ესმოდა, რომ ეზოს ფეხბურთში არ მოხვდა. აქ ვერ ადგები და მთელ გუნდს ვერ მოატყუებ. აქ კოლექტივია, უნდა იცოდე, როდის გააკეთო პასი.
"რუბინში" კი უფრო ჩამოყალიბებული და დაღვინებული ფეხბურთელი ვნახე, რომელიც გაიხსნა, პასების კეთება დაიწყო და გონებას უფრო მეტად იყენებს. ხვიჩას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - თქვა ტარასოვმა.