ლეფსაია: ხვიჩას რომ ეთამაშა, საქართველო მაკედონიას უეჭველი დაამარცხებდა - მაშინ მეტი სერიოზული შეთავაზება ექნებოდა

AutoSharing Option
საფეხბურთო მენეჯერი თემურ ლეფსაია ნოემბრის ბოლოს რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (ФНЛ რანგით მეორე დივიზიონია) განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი გახდა და matchtv.ru-სთან ინტერვიუში "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა.

- შემოდგომაზე თქვენ შოუ "ინსაიდერის" სტუმარი იყავით, რომელშიც თქვით, რომ "სევილიამ" ხვიჩა კვარაცხელიას დახასიათება გთხოვათ. ვარაუდობთ თუ არა, რომ ზამთარში ეს ინტერესი განახლდება?
- უკანასკნელ ხანს ხვიჩა საკმოდ შთამბეჭდავად თამაშობს. ვფიქრობ, "რუბინს" უკვე ახლა აქვს საინტერესო წინადადებები და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ზაფხულშიც ექნება.

უბრალოდ, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ზამთარში ევროპაში ბევრი დიდი
ტრანსფერი არ ხორციელდება. ხვიჩას ფასი კი სწორედ ისეთია, რომ დიდ ტრანსფერთა კატეგორიას განეკუთვნება. ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ "რუბინს" ზამთარში დატოვებს, ზაფხულში უფრო სავარაუდოა.

უდავოა, მას უფრო მეტი სერიოზული შეთავაზება ექნებოდა, საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე რომ გასულიყო, მაგრამ ეს იმის გამო არ მოხდა, რომ კვარაცხელიამ ეროვნული გუნდი შეკრებისას ავადმყოფობის გამო დატოვა. ეჭვიც არ მეპარება, მას რომ ეთამაშა, საქართველო მაკედონიას დაამარცხებდა.

ლეფსაიამ აგრეთვე ცსკა-ს 20 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი შეაქო:

"ასევე მარადიშვილს აღვნიშნავ. მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა არ არის, ძალიან მოუმატა და სერიოზულ სიმპათიას იწვევს. მწვრთნელმა გონჩარენკომ მასთან მიდგომა მოახერხა, თავად რუსული პასპორტის მქონე ფეხბურთელი კი ახალგაზრდაა და რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს როგორც მოედნის ცენტრში, ასევე დაცვის ფლანგზე, რაც იშვიათობაა. ვთვლი, რომ ის სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყველაზე დიდი მამაძაღლობა რაც იყო ამ ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში არის ის, ხვიჩას რომ ჯერ ტესტი გაუკეთეს თამაშის წინ და მერე რომ ჩამოაშორეს გადამწყვეტ თამაშს. თითქოს სპეციალურად გააკეთა ვიღაცამ. ხვიჩას და ჩაკვეს გარეშე ცხადი იყო, რომ წავაგებდით. ხვიჩასთან ერთად კი 100 % მოვიგებდით. 100% ! და რაც გინდათ ის თქვით
გადასარევი გიორგი
17:00 18-01-2021
0
ქინქლაძე რო გვყოლოდა ძირითადში, ჩივაძესაც ეთამაშა და შენგელიაც კარგ ფორმაში ყოფილიყო, პანდევს რომ არ ეთამაშა მოვიგებდით
9

სიახლეები პოპულარული