Wikipedia-ზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა გამოჩნდა, ცოტა ხნის წინ გაქრა

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონისა (ფეხბურთელის რანგში) და ოლიმპიადის გამარჯვებულის (მწვრთნელობისას), სერხიო ბატისტას ინფორმაციაში Wikipedia-ზე გაჩნდა ახალი გრაფა - საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.


Sportall.Ge
Sportall.Ge


ბატისტა რომ კანდიდატად წარდგენილი იყო ფეხბურთის ფედერაციაში, ამაზე აქამდეც ვწერდით. მისი კანდიდატურა ქართულ ფეხბურთს არგენტინის სახლის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა შესთავაზა.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაბამისად, ჯერ ნაკრებს ახალი მწვრთნელიც არ ჰყავს.


თუმცა, ცხადია, "ვიკიპედიის" სისტემა კარგად ვიცით, ინფორმაციის შეცვლა ადამიანებს შეუძლიათ, თუმცა ცვლილება ვერიფიცირებულმა წევრებმა უნდა დაადასტურონ. ვინ და რატომ გააკეთა ეს,
უცნობია, თუმცა თავად ფაქტი საინტერესოა.


ის იყო, ამბავი ფეხბურთის ფედერაციაში უნდა გადაგვემოწმებინა, რომ ზუსტად რამდენიმე წუთის წინ "ვიკიპედიიდან" აღნიშნული ინფორმაცია გაქრა და საქართველოს ნაკრები კვლავ უმწვრთნელოდ "დარჩა".


მკითხველის კომენტარები / 31 /
დაუმარცხებელი წავიდა...
ზორბეგი
18:16 21-01-2021
1
დარწმუნებული ვარ ამის დანიშვნას აპირებდენ,შემდეგ შემოაგდეს ეგ თემა და საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება რომ მოისმინეს შეცვალეს გადაწყვეტილება.
ვახო
18:05 21-01-2021
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული