გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ამ შეკრების მიზანი როგორც გუნდის ფიზიკურად გაძლიერება, ისე მისი შეთამაშებაა. ცვლილებები მოხდა, ზოგი წავიდა, ზოგიც მოვიდა.

იუგოსლავიის სკოლა, ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთთან ახლოსაა და ახალწვეულებზე ამ მხრივ გავაკეთეთ აქცენტი. შეკრების ბოლოს ყველა ფებურთელი შეთამაშებული იქნება ერთმანეთთან.

საყრდენ და მარცხენა ნახევარმცველს ველოდებით, მალე დასრულდება სელექციის პროცესი და გუნდის გადახალისება ამ ეტაპისთვის საკმარისი იქნება.

გვქონდა მოლაპარაკებები ნიკა კვეკვესკირსა და ჯანო ანანიძესთან. მათი საუბრიდან შემიძლია
დავასკვნა, რომ კარიერის უცხოეთში გაგრძელება სურთ.

გურამ კაშიასაც ველაპარაკეთ, გვინდოდა მისი გუნდში დაბრუნება. ბუნებრივია, ფეხბურთელს შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ, ის პირობები კი, რაც მას ახლა აქვს, ვერ დავაკმაყოფილეთ. ჯაბა კანკავამ კი, ხედავთ, კარიერა უცხოეთში განაგრძო, ყოფილ მწვრთნელთან წავიდა.

რაც შეეხება სისოკოს, თითქმის შეთანხმებულნი ვიყავით, ანტალიაში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა შემდეგ გაქრა, აღარ გამოვიდა კონტაქტზე. როგორც ჩანს, სხვა ვარიანტი გამოუჩნდა და როგორც ვიცი, კარიერას არაბულ ქვეყანაში განაგრძობს.

პერნამბუკუს კარიერის სხვაგან გაგრძელება სურდა და უკვე წასული იყო გუნდიდან. დავით სხირტლაძის ფეხბურთი ძალიან მომწონს, ძალიან ვაფასებ მას, როგორც მოთამაშესა და პიროვნებას, თუმცა აქ, ჩემ გარდა, არის ხელმძღვანელობა, რომელმაც ფეხბურთელს პირობები უნდა შეუქმნას და მისი მოთხოვნები ჩვენს შეთავაზებას აღემატებოდა.

მიზანი, ცხადია, ჩემპიონობა გახლავთ, თასის მოგება და თუ ევროთასებზე რამდენიმე ეტაპს გადავლახავთ და ჯგუფში მოვხვდებით, ძალიან ბედნიერები ვიქნებით.

კლუბმა 2-წლიანი თანამშრომლობა შემომთავაზა, თუმცა ერთწლიანზე შევჯერდით. მიმაჩნია, რომ 1 წელი საკმარისია, რათა მწვრთნელმა გუნდს ხელი დაატყოს. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩემს სამუშაოს გუნდში კარგად შევასრულებ და პარალელურად, ხელმღვანელობასთან მიდის საუბრები მრავალწლიან თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე", - განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
როცა ხელმძღვანელობა დავით სხირტლაძის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მხცოვანი სისოკო გაურბის, უკვე ნათელია, რომ ჩემპიონთა ლიგის კარს წიხლით შეანგრევს! ნემსაძე როგორ გააბრუეს, საინტერესოა?
: )))))))
17:19 25-01-2021
3
რა თქმა უნდა მიზანი ჩემპიონობაა,თუ ვერ მოიგებთ რომიკო გიყიდით... ვხედავ მეცხვარეეეს,ჯოხით მხარზედააა!
გულშემატკივარი
17:26 25-01-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული