დავით მუჯირი: ნაკრებში დროებითი მწვრთნელის დანიშვნა გამორიცხული არაა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხზე ისაუბრა.

"ოფიციალურ მატჩებამდე ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ ასევე ორი თვე გავიდა, რაც მთავარი მწვრთნელი არ გვყავს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ.

ეპიდმდგომარეობა პროცესს კიდევ უფრო ართულებს. კანდიდატების გაფართოებული სია გვქონდა, როგორც უცხოელების, ასევე ქართველების. ხელს ისიც გვიშლის, რომ ოფიციალურ მატჩამდე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც ვერ ხერხდება. კანდიდატთა სია შემცირდა. შევეცდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ.
ამ საკითხზე 24 საათი ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკრებს მწვრთნელი ჰყავდეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ვერიდებით.

დღევანდელი მოცემულობით, დროებითი მწვრთნელის დანიშვნაც არ არის გამორიცხული. ახალ ციკლამდე საკონტროლო მატჩის ჩატარება ვერ მოესწრება. მწვრთნელს ამისთვის დრო ევროპის ჩემპიონატამდე ექნება. ამაზე ვმუშაობთ და გვინდა, ერთი ამხანაგური შეხვედრა შინ გავმართოთ და ერთი გასვლაზე, სადაც ის გუნდთან დაახლოებასა და გაცნობას მოახერხებს. მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდს ვგულისხმობ.

პირველი მატჩი შინ გვინდა, რომ სრულფასოვანი შეკრება გამოვიდეს. შესაბამის მოწინააღმდეგესაც ვეძებთ. იდეალურ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს მწვრთნელის ყველა კრიტერიუმი – სანაკრებო გამოცდილება, იცნობს თუ არა ქართულ ფეხბურთს, ვითვალისწინებთ მის ინტერესსა და მოტივაციას, ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. სია შევიწროვდა, ზოგიერთმა უარი თქვა. არჩევანი ამ კრიტერიუმებიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე გაკეთდება", - განაცხადა დავით მუჯირმა.


მკითხველის კომენტარები / 53 /
უმწვრთნელოდ ვითამაშოთ--გინესის წიგნში მაინც შევალთ.....
კახა ქ.
28 იანვარი 2021 17:32
0
ეს ბრიყვი რამეს რომ წყვეტდეს სირცხვილია..თანამშრომელმა განცხადება შეუტანა შვებულების წასვლაზე და ხელმოწერის ნაცვლად წადი მოაწერა
lokomotivi
28 იანვარი 2021 17:03
0
დაერხა იმ თანამშრომელს, თუ სიმართლეა))) ისე მე არ მჯერა რომ მასე იქნებოდა.
შოთა
28 იანვარი 2021 17:33
1
დანიშნეთ დევდარიანი ან ცეცაძე, ან ორივე ერთად. აღარაა ძებნის დრო, გააკეთეთ არჩევანი და ეს ციკლი ანდეთ რომელიმეს. იმ პირობით, რომ მათ მუშაობაში არ ჩაერევით.
emigranti
28 იანვარი 2021 01:53
7
გაცნობებთ, რომ დავინიშნე ეროვნული ნაკრების მწვრთნელად. 2021 წლის 30 იანვარს გიწვევთ პრესკონფერენციაზე, დინამო არენას საკონფერენციო დარბაზში.
სევასტი
28 იანვარი 2021 14:16
0
ვაისზე უარესი ვინ უნდა ნახონ, გინდა ხიზანა იყოს გინდა სხვა. სადაც იმას აცალეს ყველაზე დიდი ხანი, რა პრობლემაა. დანიშნეთ ქართველი მწვრთნელი და აცალეთ მუშაობა შედეგის მიუხედავად. მანამდე ყანებს მიხედეთ იქნებ სტადიონის მინდვრებს დავამსგავსოთ
გიორგი გორგაძე
27 იანვარი 2021 20:34
19
24 საათი თუ მუშაობთ უფრსკულში რატო ვართ.24 საათი სახელმწიფოს მილიონიანი დაფინანსების გაფლანგვას უნდებით.როდესმე წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის აღებას ისწავლით?
Levan
28 იანვარი 2021 19:53
1
ხოო ეგ ვერაა კაი ამბავი, იმის გათვალისწინებით რომ ბევრი ასაკიანი და ზოგი სუმოისტი ვერ მოხვდება, სანაკრებო გამოცდილებით და ახალგაზრდულთან არცთუ ურიგო მუშაობით ვასილ მაისურაძე კარგი კანდიდატია.
გიგა
27 იანვარი 2021 17:42
17
რა მაგრად მიყვარდა ფეხბურთელობისას მუჯირი, მისი ყუმბარისებული დარტყმები..... ეხლა კიდე იმ სიყვარულის 1% აღარ დამრჩა
111
28 იანვარი 2021 16:35
1
2-თვის განმავლობაში რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მისულიყვნენ, ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის,დანიშნეთ ქართველი მწვრთნელი, ქართველიიი.
ziko
28 იანვარი 2021 22:30
1
რამაზ სვანაძე დარწმუნებულია რომ შეძლებს და ქართველი მწვრთნელებიდან სხვა უკვე ყველა მოსინჯეთ ასაკობრივებში თუ ეროვნულში და შედეგი არ ჩანს. იქნებ ეს ის კაცია, ვინც ქართული ფეხბურთის წინსვლის დაწყებას შეძლებს? ეროვნულის კანდიდატების თამაშებს მაინც დაესწრება და ადგილობრივ ჩემპიონატსაც თვალს მიადევნებს.
გუჯა კახაძე
28 იანვარი 2021 17:06
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული