საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა
ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-13 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ "ბორდოს" ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ "ბორდოში". მიუნხენის "ბაიერნში" კი იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-13 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-14 | საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)
2014-16 | "ბორდო" (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის "ბაიერნი" (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა


2000-08 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-97 | "სენტ ეტიენი"
1997-2000 | "მონაკო"

საფრანგეთის სუპერთასი (1997), საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-09 | მიუნხენის "ბაიერნი"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2001), გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის ლიგის თასი (2001).

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 90 /
მარტივი კითხვა მაქვს! თუ ეს პატივცემული კარგი მწვრთნელია 2017 წლის შემდეგ რატომაა უმუშევარი? ესეთი მწვრთნელის შებმა ჩვენს ფედერაციას არ გაუჭირდებოდა.ერთი ფედერაციის მაღალჩინოსნების თავში ჩამახედა, რას შედეგს ელოდებიან ამ ტიპიდან. სამწუხაროდ თავიდანვე წაგებულ თამაშს ვთამაშობთ და ეს ფედერაციამ ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს. კობიაშვილზე და მის საძმოზე რამეს იტყვი და ეგრევე ნაციონალობას დაგაბრალებენ, არადა უკვე მერამდენე ლოგინი გაივსო ფეხებით. წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს!
გულშემატკივარი
15 თებერვალი 2021 22:54
14
შვილის ჯანმრთელობის გამო აღარ უმუშავოა , დაჟე ტელევიზიაში ეწსპერტად რო იყობიქიდანაც კი წამოვიდა ბავშვის გამო
ლშა
16 თებერვალი 2021 09:35
0
Ახლა, გვარდიოლას მოყვანა არ ჯობდა, ვითომ?!
N
15 თებერვალი 2021 22:26
3
ლანძღვა გინება არაა საჭირო, ოპტიმისტურად განვეწყოთ, რატომღაც მგონია, რომ ნორმალურ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებს, მომთხოვნიც ჩანს, გამოცდილებაც აქვს, ჩვენც გვერდით დავუდგეთ. ბევრი არ დათანხმდებოდა საქართველოს ნაკრებს უხემძღვანელოს.
x.x
16 თებერვალი 2021 11:45
1
პრო ლიცენზიის მქონე,ტექნიკურ დირექტორად ნამუშევარი საფრანგეთის ეროვნულში.საფრანგეთის ახალგაზრდულში და ბორდოში მწვრთნელი.ბაიერნის მეორე მწვრთნელი ვერანაირად ვერ იქნება დაბალი დონის სპეციალისტი.დაწყნარდით ხალხნო და წარმატებები უსურვეთ.ასეთი ახალგაზრდა,შედარებით გამოუცდელი და მოტივაციით სავსე მწვრთნელი ჯერ არ გვყოლია.იქნებ ასეთმა გაამართლოს,რას ქილიკობთ.დარწმუნებული ვარ ვაისზე გაცილებით მონდომებული,მკაცრი და მოტივაციით სავსე იქნება.
Master
16 თებერვალი 2021 11:39
1
საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი, ბორდოს მწვრთნელი, ანჩელოტის ასისტენტი, ავტორიტეტი და ლეგენდარული ფეხბრთელი. მემგონი პატივისცემას ინსახურებს როგორც მინიმუმ. თუ ვერ გაამართლებს მერე ვაკრიტიკოთ
ლაშა
16 თებერვალი 2021 02:36
1
ვაისი საქართველოში თამაშის წინა დღეებში თუ ჩამოვიდოდა და სანიოლია აქ დამბინავებელი? მეტი არაა ჩემი მტერი მაგან საქართველოში ტალანტები ეძებოს. ისე ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკობას ჩვენთან ნებისმიერი შეძლებს თუ აკვირდებით. გადაიდე ფეხი ფეხზე და მიიღე სერიოზული სახე. ხანდახან ვინმეს დედაც აგინე და სილაქი უთავაზე, სულ ეგაა.
ირაკლი
16 თებერვალი 2021 00:36
12
მასიმილიანო ალეგრი რომ მოგვეყვანა ალბათ მაგასაც გააკრიტიკებდნენ. სასწაული ხალხივართ. კაცს არდაუწყია უკვე ლანძღავენ.
ალეგრი
16 თებერვალი 2021 02:21
1
რამდენიმემ დაწერა ფულს მოხიკავს და წავაო. ღადაობთ ხო? ტიპს ბუნდესლიგით დაწყებული ლიგით დამთავრებული ყვეკაფერი მოგებულიაქ საკლუბო დონეზე, ბაიერნის ლეგენდაა და საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა. რაფული ტიპს შვილის გამო 3 წელია არუმუშავია და გიჟივით არის ფეხბურთი სწყურია. მაგარი მოტივაციით ჩამოდის და ღმერთმა ქნას ამჯერზე მაინც ვქნათ რამე
1234
16 თებერვალი 2021 02:07
0
უმაღლეს დონეზე გამოცდილება არ აქვსო რო დაგიჩემებიათ

სწორედ საჩვენო კაცია უმაღლეს დონეზე ჩვენ რა გვესაქმება რაც ვართ ის იპოვნეს :)
las
16 თებერვალი 2021 09:18
1
ამ კაცის წარმატება უდრის ჩვენს წარმატებას. მოეშვით წუწუნს და ვუსურვოთ წარმატებები
ზერო
16 თებერვალი 2021 02:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული