"პირველ არხზე", გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.
"სანიოლი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ის 21 თებერვალს სუპერთასის შეხვედრასაც დაესწრება.
მის კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, სადაც წერია, რომ ფრანგი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ხშირად უნდა ჩამოვიდეს. სანიოლს ჩვენი ფეხბურთელების შესწავლა უკვე დაწყებული აქვს და მათ შესახებ ინფორმაციასაც იძიებს.
ვილის მხოლოდ ერთი ჩამოყვანილი ასისტენტი ეყოლება. მისი სურვილია, რომ მეკარეების მწვრთნელი, ერთი ასისტენტი და ანალიტიკოსი ქართველი იყოს.
ნაკრების მწვრთნელად დავნიშნეთ ადამიანი,
რომელსაც, ვფიქრობ, რომ დიდი გამოცდილება გააჩნია. რატომ არ ჩანდა ის 4 წლის განმავლობაში სამწვრთნელო ასპარეზზე, ამის შესახებ მე ვერ ვისაუბრებ და თუ სურვილი ექნება, კომენტარს ალბათ თავად გააკეთებს.
სანიოლს დიდი პაუზის შემდეგ წარმატების მიღწევა სურს და ძალიან ამბიციური გეგმებით მოდის.
ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა. ისე არ იყო, რომ დავურეკეთ და ვუთხარით, ვილი, ნაკრებში გნიშნავთ და ჩამოდიო... მოლაპარაკებები და დანიშვნა კი იმიტომ გაჭირდა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გადაადგილების პრობლემა იყო.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებამდე საქართველოს ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება, სრულყოფილი შეკრება ვერ გვექნება. ამიტომ სანიოლს სხვა სახის სამუშაო ექნება ჩასატარებელი", - თქვა მუჯირმა.
აი ასეთს დაახლოებით: ვაცადოთ ვილი სანიოლს :)
გვერდში დადგომა უნდა :)
არ დავახრჩოთ ახლა კაცი:)
იმის მაგივრად რომ კრიტიკულად იყო განწყობილი და ფედერაციას პასუხი მოთხოვო მის ნებისმიერ უსაქციელობაზე, რაღაც გაურკვევლობებს ვბჟუტურებთ ვითომ ჯიგრულ კაცურ პონტში რა.
ბიზნესია ბიძიკო ფეხბურთი დღეს და ვილი სანიოლს ხელფასი შედეგის მიხედვით უნდა გადავუხადოთ. ხომ არ გავიწყდებათ რომ ჩვენ ვიხდით ამ ათეულობით მილიონს ბოლო 30 წელი იმაში რომ ნაკრები ბოლოდან მეორე ადგილზე გაიყვანოს ვიღაცამ
ისე სად გინახავთ ქართველი გულშემატკივრის მიერ მიხრჩობილი მწვრთნელი. რაც ნაკრებიარსებობს გვაჩვევენ იმას რომ აი მაინ არაფერი შანსი არ გვაქვს და მაქსიმუმს თუ გააკეთებს ვიღაც მილიონინა ხელფასიანი მწვრთნელი მადლობელი უნდა ვიყოთ და მაქსიმუმი ისაა რომ ჯგუფში ბოლოზე არ უნდა გავიდეთ