სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ნაკრების ახალ მწვრთნელ ვილი სანიოლის შესახებ ტელეკომპანია "არგოს" ეთერში ისაუბრა.
მან განმარტება კონტრაქტზე გააკეთა და აღნიშნა, რა შემთხვევაში ჩაითვლება ფრანგი სპეციალისტის მუშაობა წარმატებულად.
"ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა. მას დავუსახეთ კონკრეტული მიზანი - შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი უნდა დავიკავოთ და უნდა მოვიგოთ ერთა ლიგის ჯგუფი! თუკი ეს არ შესრულდება, ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება. რაც შეეხება ანაზღაურებას, ისიც შედეგებზე იქნება დამოკიდებული", - თქვა იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 25 მარტს შვედეთთან საგარეო
მატჩით დაიწყებს.
ჩვენი ნაკრების ჯგუფში ასევე ესპანეთი, საბერძნეთი და კოსოვო იასპარეზებენ.