იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა - ის პირველ მატჩს საქართველს წინააღმდეგ ჩაატარებს

AutoSharing Option
შვედური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მილანის" 39 წლის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

მან ნაკრების მთავარ მწვრთნელ იან ანდერსონთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც, ის მუნდიალის შესარჩევ მატჩებში საქართველოსთან და კოსოვოსთან დაპირისპირებაში გამოძახებული იქნება.

ანდერსონი ოფიციალურად შემადგენლობას რამდენიმე დღეში დაასახელებს, თუმცა ყველა შვედური სპორტული გამოცემა ერთხმად ამტკიცებს, რომ ზლატანი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის შემდეგ აღარ უასპარეზია. შვედეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 25 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 36 /
ზლატან, უყურე კვარას და დატკბი dddd
ზაზა ნ
06 მარტი 2021 14:20
3
ერთ გოლს კვარა გაიტანს და მეორეს მიქაუტაძე კვარას პასით !!! ერთს გაგვიტანს ეს ბებერი ეგოისტი.... 2-1 ვიგებთ!!!
zura
06 მარტი 2021 16:59
4
ნეტა მართლა ასე მოხდეს,მაგრამ მოდი მიქაუტაძე ჯერ ჩამოვიდეს ნაკრებში არაფერია ჯერ მაგ ფეხბურთელის ჩამოსვლაზე საბოლოდ გადაწყვეტილი
სანი
06 მარტი 2021 17:28
0
ჩვენების ისე შეეშინდათ მოხუცებსაც კი უხმეს
შოკირებული გულშემატკივარი
06 მარტი 2021 19:08
0
ბიჭები ხართ?ბიჭები მოვდივართ და დაგვხვდით
ბაჩი
06 მარტი 2021 14:23
3
37 წლის პანდევმა რა გვიყო და ახლა 39 წლის იბრაა გვინდოდა კიდე რომელიც ძაან მაგარ ფორმაშია ამდენი წელი არ გამოუძახებიათ შვედეთის ნაკრებში და მაინც და მაინც ახლა გამოიძახეს საქართველოს ნაკრებთან ესეც ჩვენი ბედი ისე ლორიას ოცნება აუხდება როგორც ვიცი იბრაჰიმოვიჩის დარტყმულის აღებაზე ოცნებებს და ექნება შანსი იმედი მაქვს არ გაუშვებს :))
გიო
06 მარტი 2021 14:13
2
ძანც კარგიი ჩვენ კი კავარაცხელია გვყავს აბა ვნახოთ თუ კვარას ტოპ ჩემპებში უნდა გადასვლა ამ სამ თამაშში გამოჩნდება ბიჭებო 40 წლის კაცმა თუ მოგვიგო მაშინ დროებით გავაჩეროთ საქართველოში ფეხბურთი.
civi
06 მარტი 2021 16:53
1
კი კვარაზე ბევრი იქნება დამოკიდებული, მაგრამ თუ პასის მიმცემი არ იქნა კვარას ძალიან გაუჭირდება, ჩვენზე არანაკლებად იციან ვისი იმედიც გვაქვს და მეტოქეების არ დატოვებენ უმეთვალყურეოდ!! რუბინში თანაკლუბელებთან შეთამაშებულია და რუბინი გამართულ ფეხბურთს თამაშობს, სანაკრებო დონე კი გაცილებით რთულია თან ისეთ ნაკრებებთან როგორიც არის შვედეთი. ფაქტია რომ ნაკრები კვარას და ჩაკვეს გარეშე მომენტს ვერ ქმნის ესტონეთთან და იმედია ეს ორი ბიჭი ფორმაში იქნება!
zaza
06 მარტი 2021 21:54
0
ეგ 40 წლის კაცი,იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირობაზე იქაჩება,შენ კი,ტოპ-5 ჩემპიონატში,კაცი არ გყავს.
სოსო
06 მარტი 2021 22:35
1
ეშინიათ და აძლიერებენ, მესი უნდა დაიმატონ, იციან ხიზანა აქ არის, ფეხბურთი ჭადრაკივით ესმის.........
kaxa
06 მარტი 2021 16:12
4
რაღა ჩვენტან ზლატუშ
მოგეცადა ერთი წელი
06 მარტი 2021 14:20
2
აგერ ბატონი გაჭირვებულიც,აღმართი და ქვაც გამოჩნდა
ანტონ პეხნიჩეკი
06 მარტი 2021 14:14
2
ხოხ.იბრა თუ არ იქნებოდა,ხომ წამოვიღებდით უეჭველ 3 ქულას.კარგით რა.მოდით ცოტა რეალისტები ვიყოთ,ნატვრას და შესაძლებლობებს ერთმანეთში ნუ ვურევთ.შვედეთის დამარცხებამდე სულ ცოტა,ერთი საფეხბურთო თაობა მაინც გვიკლია.
ბიკენტი
06 მარტი 2021 17:38
10
ერთი ტაობაც გვაკლია და მაკედონიის დონის გუნდების მარტივად მოგებაც :)) მარტლა პატარა ბავსჰვებია რომლებსაც ჯერათ თოვლის ბაუბს :)) არიან დიდი ბავშვები რომლებიც კვებავენ პატარა ბავშვებს ტყუილი ილუზიებით თვითონ ფულს აკეთებენ ესაა სიმაღთლე!!
beqa
06 მარტი 2021 19:31
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული