ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
მაკარიძე სადააა თქვე არასწორებო,კაცი დაფრინავს ალმერი თუ აღზევდა ესპანეთის პრიმერაში მაგ კაცის ამაუებაცაა თან უდიდესი!!!
ნიკა
16 მარტი 2021 13:06
6
კლუბის თხოვნით გაათავისუფლეს, რადგან მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ გადასასვლელი.
H
16 მარტი 2021 13:55
0
მაკარიძის ალმერია ლალიგაში აღზევებისთვის იბრძვის და ზუსტად იმ დროს აქვთ თამაშები როცა ნაკრებს თან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ლეგანესთან და მალაგასთან და ალბათ ამიტომ არ არის ნაკრებში.
ზაზა
16 მარტი 2021 13:19
0
ჯიღაურს რამდენ წლიანი კონტრაქტი აქვს საქართველოს ნაკრებთან ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?!
:-)
16 მარტი 2021 14:46
3
საინტერესო შემადგენლობაა,

2-3 მოთამაშის გარდა, ყველაფერი ლოგიკური ჩანს.

ალბათ მაკარიძე და ლოჩოშვილი იქნებოდა კუპატაძეზე და გრიგალავაზე საინტერესო.
და სანაიას ნახვაც არ იქნებოდა ცუდი.

ნებისმიერ შემთხვევაში - წარმატებები ნაკრებს!
Just Supporter
16 მარტი 2021 13:03
4
ბურთის გაჩერება და კარში ზუსტად დარტყმაც სანიოლმა უნდა ასწავლოს უმეტესობა საცოდავს ?
?
16 მარტი 2021 14:07
4
ოდესმე თუ დადგება ის დრო, როდესაც კაცს ნაკრებში გამოიძახებენ და თავისით როცა იტყვის, არ ვარ ნაკრების დონისოოოოოოოოოოოოოოო ?????????????????????????????????????????????
????????????????????????????????????????????????????????
16 მარტი 2021 14:18
1
კაშოს ეცოდინება სანიოლიმ დაასახელა თუ ფედერაციამ :D
R1valdo
16 მარტი 2021 14:28
1
Ოქრიაშვილი როდემდე უნდა გამოიძახოონ ნეტავ.ხო ხედავენ რო ნოლია და მეტი არაფერი
buxrika
16 მარტი 2021 18:41
25
ოქრიზე გეთანხმები აფსოლუტურად.პირადად მე მხოლოდ იმის გათვალისწინებით არ გამოვიძახებდი რომ პატივისცემა არ გააჩნია ბომბარდირ თანაგუნდელის მიმართ რომელსაც პენლის დარტყმას არ ანებებს
ბაჩი
16 მარტი 2021 20:59
10
ეს სავიოლი ჯერ კიდევ კაი ხანი ვერ მოვა აზრზე, ეს ე.წ. ნაკრები 100% დააკომპლექტა იაშკამ, ხიზანამ და მუმუმ, იასნია კობი თემაშია.
დემნა
16 მარტი 2021 16:55
6
სანიოლმა კი არა ხიზანიშვილმა გამოიძახა ეს ხალხი. სანიოლი ჯიღაურს და გრიგალავას ნაკრებში არ დაუძახებდა
გოგა
16 მარტი 2021 18:19
4
წიტაიშვილი რა დროს დაგვემტვრა:( წარმატებები ბიჭებს... ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ო ო!!!
ჯიმა
16 მარტი 2021 13:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული