ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
მე როგორც ვიცი მაღალი დონის მწვრთნელები როცა ახალ ნაკრებში ან კლუბში იწყებენ მუშაობას პირველ რიგში აწყობენ დაცვას აქედან გამომდინარე მართლა არ მესმის რატომ არ გამოიძახეს ლოჩოშვილი მესმის ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ აქვს მაგრამ ეს ბიჭი არის ჩვენი ნაკრების მომავალი გრიგალავა და კაშია ესენი უკვე ხვალ ან ზეგ წამსველები არიან და ჩვენ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვაკეთებთ ახალ გუნდს ახალ ფეხბურთელებსაც უნდა მივცეთ შანსი მითუმეტეს რომ ლოჩოშვილი თავის კლუბში სულ თამაშობს ევროპა ლიგაზეც ყველა თამაში ჩაატარა და ტოტენჰემთან ძირითადში იყო ახლა მე ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას რომ შვედეთ და საბერძნეთი ტოტენჰემზე უკეთესი გუნდები არიან მე ვფიქრობ რომ იმსახურებდა ნაკრებში შანს მითუმეტეს რომ დაცვაში ამ ეტაპზე ნაკრებში პრობლემები გვაქვს.
დანარჩენი ვინც გამოიძახეს მე მომწონს ეს შემადგენლობა.
გიო
16 მარტი 2021 13:37
4
ლოჩოშვილი მართლა კაი ბიჭია ოღონდ ჯერ ანკრები ადრეა, ტოტერნჰემთან რო იტამაშა რა 8-0 წააგეს, გიორბელიზე იმიტოა ნაკრებსი რო მარცხენა მცველუი პრობლემა გვაქ
ლშა
16 მარტი 2021 17:45
1
ჭორი მომივიდა ახლახანს.მესის შეუთვლის კლუბის ხელმძღვანელობისთვის,თუ არ გამოშვებით ბარსადან,მოქალაქეობას შევიცვლიო და საქართველოს ნაკრებში ვითამაშებო.რომ ჰკითხეს მიზეზი,უპასუხია რომ საოცარი ქვეყანა არისო, უგუნდო ფუტბალისტებით და 40 წელს მიახლოებული ყოფილი ფეხბურთელებით, უგუნდო მწვრთნელით, აკოწინებენ ნაკრებს ფედერაციაში და ხალხს კიდე რაიმე რეზულტატის იმედი აქვსო.
ჟორა
16 მარტი 2021 18:35
25
ვინც არ არიან გამოძახებულები ჩემი აზრით არც იყვნენ გამოსაძახებლები ლოჩოშვილის გარდა რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ახლა ნინუა რომელიც უპრაქტიკოდა ჯერ კლუბში დალაგოს თავის მდგომარეობა და მერე იფიქროს ნაკრებზე ხარაიშვილი მანაც ახლა შეიცვალა კლუბი და არ უწევს თამაში ადაპტაცის დროს გადის დავითაშვილი ჩემი აზრით ამ ბიჭისთვის ჯერ ეროვნული ნაკრები ადრია კიდევ აქვს მოსამატებელი მის სტატისტიკას ჩავხედე როტორში 15 თამაში აქვს ამ სეზონში ჩატარებული და არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია და შემტევი ნახევარმცველისთვის ეს არაა კარგი შედეგი პაპუნაშვილი სკამზე ზის ყაზაიშვილი 4 თვეა უთამაშებელია და მაკარიძეს სეგუნდას თამაშები აქვს და ალბათ მაგიტომ არ არის და კვირკველიას არ აქვს სათამაშო პრაქტიკა ჩემი აზრით მშვენიერი შემადგენლობა ვინც არიან გამოძახებული 90% სათამაშო პრაქტიკა აქვს და გარკვეული გმაოცდილებაც.
ჯომი
16 მარტი 2021 13:50
6
ეჰ საბა კვირკველიაზე მწყდება გული .არ გამოძახებაზე კი არა ასე რო წავიდა მისი კარიერა პ. ს სამ თამაშში სამი წაგება ცუდია.
goga
16 მარტი 2021 17:44
1
ჯუღელს რო აყვება ამხელა კაცი.
გოგას
16 მარტი 2021 18:10
5
საინტერესოა, სანიოლმა თუ ნახა გრიგალავას თამაშები და ისე მოეწონა, რომ ნაკრებში გამოიძახა? სხვებზე, რომ აღარ ვილაპარაკო.
gio
16 მარტი 2021 15:38
3
რაც მთავარია ბაბუცა პატარაია და მისი რაზმი მიესალმება ფორმაში არ მყოფი(ნუ ეხლა ფორმაში მყოფიც არ იყო საშა ჩივაძე) კაშიას გამოძახებას, ლოჩოშვილმა ევროტურნირებზე ყველაზე მეტი შეხვედრა კი ჩაატარა, მაგრამ ალბათ გლდანის დეპუტატთან და მის საახლობლოსთან ტაქტიკურ მონახაზზე ვერ შეთანხმდა
llcl
16 მარტი 2021 14:21
4
ჯიღაური საქართველოს ნაკრების ლუკას ვასკესია.
პელიდი
16 მარტი 2021 15:44
7
კიტეიშვილიც ტრამვითაა და ხოჭოლავაც, კაკაბა უთამაშებელი, კაშია???კაი რა, მაშინ გრიგალავაც უნდა იყოს, კვერკვე და დაუშვილიც.
სანდრო
16 მარტი 2021 13:57
3
კვერკვე არა კვირკვე.სულ არ მაინტერესებს რა აწერია მაისურზე და პასპორტში.ნუ ამახინჯებთ ჩემს გვარს
ბაჩი
16 მარტი 2021 21:17
1
და მაკარიძე როგორაა ტრამვირებული, გუშინ ალმერიაში 90 წუთი ითამაშა და მორიგი მშრალი მატჩი ჰქონდა. ეს შემადგენლობა სანიოლს არ ჩამოუწერია(ვილი მორიგი ხელფასიანი პაიკია), ეს ზევით ჩამოწერეს სფფ_ში.
ვილი სანიოლაძე
16 მარტი 2021 14:28
6
მაკარიძე ტრანვირებულია და იმიტომ არა..ასევე ხარაიშვილი და წიტეიშვილი...მშვენიერი შემადგენლობაა..მარა ეს ჯიღაური რა ყველგან არის არადა არაფერი არაა.
Gio
16 მარტი 2021 13:57
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული