ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
კიტე ვითომ შეძლებს? თუ ზრდილობის გულიზა ჩაწერეს?დდდ
Ttt
16 მარტი 2021 12:57
0
ძალიან უცნაური სიაა.სადაა მაკარიძე?იმედია კლუბის თხოვნის გამო არ გამოიძახეს.გიორბელიძე გამოიძახო და ლოჩოშვილი არა,რას ნიშნავს?კაშიას და ხოჭოლავას თუ იძახებ კვირკველიას რატომ არა?5 საყრდენია გამოძახებული.დავითაშვილიც არაა,კრეატივზე საერთოდ უარს ვსამბობთ ანუ და ისევ მხოლოდ ხვიჩას იმედად ვართ.გვილია...რა სიურპრიზზე საუბრობდა ხიზანა?მხოლოდ ჩაბრაძეზე?იგივე შემადგენლობაა,რაც ბოლო 5 წელია.არაფერი იცვლება.ხვიჩაზე ვილოცოთ სჯობს.
Master
16 მარტი 2021 12:36
9
მართალი ხარ! ხოჭოლავა განაცხადში კი ვეღარ ხვდება და ლოჩოშვილი სულ თამაშობს და თან ცაციაა, სისშრაფეც კარგი აქვს. ვნახოთ ერთი რის თავი აქვთ
დათო
16 მარტი 2021 14:04
1
არამგონია მწვრთნელზე და სხვა ხელმძღვანელობზე მეტად ჩვენ გვინდოდეს, ჩვენი ნაკრების მოგება, რა მართლა ასე ფიქრობთ?.. ჯერ ვნახოთ რას ითამაშებენ და მერე ხო არ ვაკრიტიკოთ,იქნებ მაგათმა უკეთ იციან ა? :)
კახაკ
16 მარტი 2021 16:56
11
მაგათ ერთი სურვილი და სიყვარულია. ეს არის ფულის სიყვარული!
არაფერი იცვლება
16 მარტი 2021 18:09
6
სადაა მაკარიძე, ლოჩოშვილი, ყაზაიშვილი, კვირკველია, ხარაიშვილი და ა.შ.
ვახო
16 მარტი 2021 15:07
13
ქვილითაია რაზვალზე გაატარეთ და გაუსწორეთ პლზ
gg
16 მარტი 2021 14:40
5
საინტერესოა ვიხილოთ ამათტგან ვის რა დრო აქვთ მოედანზე გატარებული, თუნდაც ბოლო რამოდენიმე მატჩში. ასე რომ არაა ამის საშველი, ჩვენი შეურაწყოფაა, ეს ქვეყნის 1 გუნდია! რას ღადაობთ?
ლაშა
16 მარტი 2021 13:05
7
არანაირი ლოგიკაში ჯდება სია! ყაზაიშვილი კაგრია რომარაა გრიგალავას რაუნდა წავიდეს დაგვანებოს.ლოჩოშვილი იმსახურებდა გამოძახებას როგორც ხარაიშვილი! აქ არიან უთამაშებლებიც მაგალითად ხოჭოლავ,ა ამიტომ ნინუაც ღირსი იყო სიაში ყოფნის!
beqa
16 მარტი 2021 17:15
11
მაკარიძეს რას ერჩიან ერთ ერთი სტაბილური მეკარეა.
ისიდორე
16 მარტი 2021 15:34
4
კაშია არა! გრიგალავა არა! დანარჩენი ნორმალურია , ისე წესით უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია მაკარიძეზე ,იმიტომ არაა ,რომ მის კლუბს სჭირდება.
დევკალიონი
16 მარტი 2021 15:17
4
ვა, როტორიდან არავინაა გამოძახებული. ჩაბრაძე ნაღდად იმსახურებდა გამოძახებას. ისე გიორბელიძესთან ერთად ლოჩოშვილიც გამოეძახა რა... ხარაიშვილიც არაა...
Lasha
16 მარტი 2021 12:46
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული