ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
ძალიან უცნაური სიაა.სადაა მაკარიძე?იმედია კლუბის თხოვნის გამო არ გამოიძახეს.გიორბელიძე გამოიძახო და ლოჩოშვილი არა,რას ნიშნავს?კაშიას და ხოჭოლავას თუ იძახებ კვირკველიას რატომ არა?5 საყრდენია გამოძახებული.დავითაშვილიც არაა,კრეატივზე საერთოდ უარს ვსამბობთ ანუ და ისევ მხოლოდ ხვიჩას იმედად ვართ.გვილია...რა სიურპრიზზე საუბრობდა ხიზანა?მხოლოდ ჩაბრაძეზე?იგივე შემადგენლობაა,რაც ბოლო 5 წელია.არაფერი იცვლება.ხვიჩაზე ვილოცოთ სჯობს.
Master
16 მარტი 2021 12:36
9
მართალი ხარ! ხოჭოლავა განაცხადში კი ვეღარ ხვდება და ლოჩოშვილი სულ თამაშობს და თან ცაციაა, სისშრაფეც კარგი აქვს. ვნახოთ ერთი რის თავი აქვთ
დათო
16 მარტი 2021 14:04
1
მშვენიერი შემადგენლობაა, მაგრამ ორი კაცი მოვისაკლისე მაინც: მაკარიძე და სანაია
DAVE
16 მარტი 2021 12:33
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული