ზლატანი ნაკრებში დაბრუნდა და საქართველოსთან ითამაშებს

AutoSharing Option
"მილანის" 39 წლის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, რაც ნიშნავს, რომ 25 მარტს საქართველოს ეროვნულ გუნდთან გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ზლატანი შვედეთის ნაკრების მაისურს 2001-დან 2016 წლის ჩათვლით ატარებდა და ქვეყნის ისტორიაში 62 გატანილი გოლით ეროვნული გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

შვედების დამრიგებელ იანე ანდერსონთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი მოგვარებულია.

შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, ყაზანის "რუბინის" მცველი კარლ სტარფილდიც არის გამოძახებული.

მკითხველის კომენტარები / 12 /
Llcl -ის შენ გაიხარე მაგ კომენტარისთვის ძალიან ბევრი ვიცინე,მაგარი ხარ.
გოგი
23:43 18-03-2021
0
Llcl -ის შენ გაიხარე მაგ კომენტარისთვის ძალიან ბევრი ვიცინე,მაგარი ხარ.
გოგი
23:41 18-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული