შესაძლოა, კანკავამ ესპანეთთან მატჩი გამოტოვოს

AutoSharing Option
L'Équipe-ის ინფორმაციით, ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის კლუბები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ გუნდში მყოფ უცხოელ ფეხბურთელებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არ გაუშვებენ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გუნდს თბილისში, ესპანეთთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონატის ორი უმაღლესი ლიგის კლუბები გუშინ, 17 მარტს შეიკრიბნენ და მარტის ბოლომდე უცხოელები ფეხბურთელების ევროკავშირს მიღმა არგაშვებაზე შეთანხმდნენ, რაც კოვიდსიტუაციით არის გამოწვეული.

საქართველოს ნაკრები თბილისში 22 მარტს შეიკრიბება. სამწუხაროდ, კაპიტანი ამ შეკრებას დააკლდება და ნაკრებს მხოლოდ შვედეთში, სავარაუდოდ, 24 მარტს შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
სამწუხაროა, ამ შემთხვევაში მე პირადას ვთვლი რომ კიტეიშვილმა უნდა ითამაშოს საყრდენზე თუ კანკავა არ იქნება. ნინუა რო გამოეძახა სანიოლს რა დაშავდებოდა? პარუნაშვილს არ ჯობია? დანიის მეორე ლიგის მოთამაშეს? თან ნინუას რომ დარტყმა აქვს სტანდარტებიდან, ჯარიმების შესრულება მის გარდა აქ არავის გამოსდის და სულ რო ავტობუსი ეთამაშო ესპანეთისნაირ გრანდებს სწორედ ნინუას ნაირი მოთამაშეები ქმნიან გოლის შანსს სტანდარტური მდგომარეობიდან
დემური
12:55 18-03-2021
1
არა უშავს, იაშკა და ხიზანა გელა ნუგზარაშვილით ჩაანაცვლებენ და ვსიო ბუდეტ ჩინ ჩინარიომ)))))))))))))))
გოდერძი
12:27 18-03-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული