მიქაუტაძე: ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ walfoot.be-სთან ისაუბრა:

"არჩევანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის? საქართველოდან უფრო მალე მომმართეს. დიდხანს არ მიფიქრია. შემდეგ ვილი სანიოლმა დამირეკა და ვილაპარკეთ. მითხრა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაკვირდება და ჩემი თამაში მოსწონს. კერძოდ: მობილურობა, უნივერსალობა და გოლების გატანა. ამან გამახარა. მთელი ოჯახი ჩემით ამაყობს. ახლა შესარჩევ ციკლში ბოლომდე უნდა დავიხარჯო.

ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან რთული მატჩები გველის. როგორ შემხვდებიან თბილისში? არ ვიცი, სიმღერა ძალიან არ მიყვარს.

თავის წარმოჩენის შესაძლებლობა
"სერენში" იჯარით თამაშმა მომცა. ეს არჩევანიც შესანიშნავი სეზონის შედეგია. თითებს ვაჯვარედინებ, რათა ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდეთ და პლეი-ოფში ვითამაშოთ. ბოლო 4 მატჩში ქულების მაქსიმალური რაოდენობა უნდა მოვიპოვოთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგად მიგიღებენ,ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგად იქნება!!!
კახა ქ.
21:57 22-03-2021
2
რო ჩამოვა ფესვებს აყურებინეთ და მიხვდება რომ სწორი არჩევანი გააკეთა.. წარმატებები ჟორჟ
Mose
00:14 23-03-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული