გურამ კაშია: კარგი მოლოდინი გვაქვს - ზლატანის არ გვეშინია

AutoSharing Option
შვედეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:

"კარგი მოლოდინი გვაქვს. სამწუხაროდ, ახალ მთავარ მწვრთნელს დიდი დრო არ ჰქონია იმისთვის, რათა გუნდი სრულყოფილად მომზადებულიყო, სულ ორი ვარჯიში ჩავატარეთ. ცოტა დრო იყო, თუმცა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ახალი მწვრთნელის სისტემა და სათამაშო ტაქტიკა.

ვფიქრობ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. რთულ ჯგუფში ვართ და ხვალაც რთული მეტოქე გვეყოლება, მაგრამ მჯერა, რომ დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.

ზლატანის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა. აქამდე რამდენჯერმე
შევხვედრივარ. ჩვენ მისი არ გვეშინია".

მკითხველის კომენტარები / 19 /
აგერ თურმე გურამის პატივისცემა გვმართებს? როგორც კაცი არა მგონია ვინმეს მოსწონდეს, ამას ფეხბურთისღვის შეიძლება მნიშვნელობა არ აქვს, კაცი იქნება თუ ჯარხანა. მაგრამ ფეხბურთელი მაინც იყოს!
shoda
25 მარტი 2021 11:14
14
ძველი კონიაკია კარგი!
gela
25 მარტი 2021 11:07
1
საქართველოს ნაკრების კაპიტანია და ცოტა მეტი პატივისცემა გმართებთ უაზრო კომენტარები არ არის საჭირო, ურთულესი მატჩებია გასამართი და განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს კარგი შედეგის მისაღწევად. კარატისტი იბრა მართლაც არ არის საშიში: )) წარმატებები ჩვენს ნაკრებს..
Georgia
25 მარტი 2021 10:37
7
ეს ფეხბურთელია?
მაიხედე აქეთ
25 მარტი 2021 08:59
20
10 წელი გასწავლიდათ ვაისი და ვერაფერი ისწავლეთ და 2 ვარჯიშზე შეისწავლიდით ახალი მწვრთნელის სისტემას და ახალ ტაქტიკას?!
kosta
25 მარტი 2021 02:09
12
სკამიდან დააკვირდე თამაშს ის ჯობია, გამოცდილება გაქვს და ბიჭებს დაარიგებ.
emigranti
25 მარტი 2021 00:46
13
ამან თუ ხვალ მოედანზე გაწვა და თავით პასი გააკეთა ხიზანა გასაგდებია ესპანეთამდე
Levani
25 მარტი 2021 00:43
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული