პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შვედეთთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან 0:1 წააგო.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ
დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძეს გასცდა და 1:0.

სოლნა.“ფრენდს არენა“

შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი, ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლასონი, ისაკი, იბრაჰიმოვიჩი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია, ლობჟანიძე, კვარაცხელია, ქვილითაია


მკითხველის კომენტარები / 25 /
რაც დავწერე თამაშის წინ ხო ასრულდა ასი პროცენტით აბურჯანია ნული კვეკვესკირი ნული კვარა გაწყდა წელში გააძრეს სიქა შვედებმა ცენტრი და ბურთი მთლიანად მეტოქის და ყრუ დაცვაში მყოფი გუნდი და ბოლოს მთავარი მწვრთნელი არის ხიზანიშვილი რომელიც უფროსობს სათადარიგო სკამიდან სანიოლი ეტყობა მინდვრის მკრეჭავად ყავთ ჩამოყვანილი სირცხვილია ბიჭო ეგეთი ფეხბურთი სიირცხვილი ოეეე ოცდამეერთე საუკუნეა გარეთ,ქვილითაიამ ფეხით თამაში რო არიცის ეს კიდე რა უბედუურებაა
Zaza.
26 მარტი 2021 00:43
11
ქვილითაია გამოსაცვლელი . 1. პასი არ მისცა ლობჟანიძეს. 2 კვარას ბურთით რომ იყო მცველი მიუყვანა იმის მაგივრად შუაში შესულიყო და მცველი შეეყოლებინა . ბურთის გორია გოლის გატანა ყველას უნდა მაგრამ სწორი თამაში ბევრად ჯობია ....
ემიგრანტი
26 მარტი 2021 00:43
1
რათქმაუნდა გამოსაცვლელი იყო. ნახევარი მოედანი გაირბინა და სულს ძლივს ღაფავდა, პასი არ გააკეთა, დასარტყმელად კი ძალა არ ეყო. სისწრაფეზე საუბარი არაა. განაპირა მცველებმა გაამართლეს. საბამ თავი არ დაზოგა, დვალიც მომეწონა. აი კაშიამ კი ერთი-ორი შეცდომა რომ არა, საუკეთესო მატჩი ჩაატარა. აბურჯანია კი აშკარად ზედმეტია ამ ნაკრებში. კიტეიშვილი მის ნაცვლად უნდა შემოეყვანა და არა კვარაცხელიას, დაიწყო ვაისის მსგავსი შეცვლები. უფრო თამამად ბიჭებო და აქ დავაჩოქებთ.
emigranti
26 მარტი 2021 03:50
0
რა ბურთი გააპუჭა ქვილითაიამ!!! მიქაუტაძე გაიტანდა!! და მერე სულ სხვანაირი თამაში იქნებოდა! ისე გუნდი 20-25 წუთი კარგ ფეხბურთს თამაშობდა! კარგია ვილი,2-3 დღეში უკვე დაამსგავსა გუნდი ნორმალურ გუნდს! იქნებ გამოუვიდეს!
Geo
26 მარტი 2021 00:43
18
არ ყოფილან აბა ადანა როტორის და ტამბოვის მცველები შვედეთის ნაკრებში თურმე!
Domenti
26 მარტი 2021 00:44
12
გვილია არ გააკაროთ ნაკრებს! ძალიან სუსტია, აშკარად სხვაგანაა.
Ttt
26 მარტი 2021 01:45
1
აბურჯანია და ქვილითია სკამზე
tazo
26 მარტი 2021 01:38
0
თამაშის ყურების ხალისი დამაკარგვინეს რა!!!! ქვილითაიას ჯერ ნაკრებში რაუნდა?! და მერე მთელი თამაში ნოლია და თამაშს ამთავრებინებთ? საღოლ თქვენ ამას მარტო სსფ და ძმანი მათნი თუ მოიფიქრებდნენ!!!! ამათ ხელში არაფერი გვეშველება
რომა
26 მარტი 2021 01:22
3
სსფ რა უბედურებაა?! :-) ფედერაცია რა შუაშია შემადგენლობის დაყენებასთან საერთოდ? ცოდვები და შეცდომები ბევრი აქვს,ცოტა ისეთი რამე დააბრალე რაც მათ კომპეტენციაში შედის
:-)
26 მარტი 2021 07:27
1
კანკავა-გვილიათი? კვარაცხელია-კიტეიშვილით? კაკაბაძე -ჩინრაძით? აბურჯანიას რა უნდოდა?ან ქვილითაია რეებს მაზავს
ჰამლეტა
26 მარტი 2021 01:32
2
სანოლი მეორადებᲨი ნახე კობიაᲨვილო?
ზურა
26 მარტი 2021 01:13
2
აბურჯანია, კვეკვესკირი და ქვილითაია თუ დატოვა ესპანეთთან ძირითადში ესეიგი არც სანიოლი უქნია ღმერთს
მამუკა
26 მარტი 2021 02:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული