საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
ნუ ეხლა ხიზანიშვილის დაყენებული გუნდი, თან როცა ფეხბურთელები არ გივარგა, სხვას რას იზავდა ?????????????????????????????????????????
???????????????
26 მარტი 2021 02:21
1
ბევრი გულშემატკივარი ემხრობოდა ქართველი მწვრთნელის დანიშვნას, რაც დღეს ისედაც ვიხილეთ ხიზანიშვილია დღეს მთავარი მწვრთნელი. მესმის რომ სანიოლს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ ეს ცვლილებები რაღაც განსაცვიფრებელი დავიჯერო სანიოლის ინიციატივაა? ვაისის ვუჩიოდით ცვლილებებს დროზე არ აკეთებსო და დღეს რაღაც აბსურდული ცვლილებების მოწმენი გავხდით.
საქართველოს ნაკრებს საშინელი ვირუსი სჭირს კოვიდუკანპასი89წთ! გუნდი აგებს და ბოლო წუთებზე ლორიას აძლევენ ბურთს უკან. იქნებ ამის ვაქცინაც არსებობდეს, თუნდაც 50%იანი.
დავით 67
26 მარტი 2021 02:17
5
დებილები ხართ ფედერაციან ჟურნალისტებიან კუჭშემატკივრებიანად. გეტირებათ ყოფა არაფრის ღირსი არა ხართ
26 მარტი 2021 18:18
6
არც ქვილითაია ვარგოდა და არც ფიცხად მაგრამ უშედეგოდ მორბენალი ფუსფუსა კვარაცხელია, რომელმაც პირველ ნახევარში მთელი ენერგია გახარჯა და სანიოლმა დროულად შეცვალა რომ მინდორზე გამოწურული ლიმონივით არ ყოფილიყო.
ისე კი გუნდს დრაივი და ცეცხლი აკლდა, თუმცა გამოიკვეთა რაღაც წყობა და ტიკი-ტაკას გარკვეული სისტემურობა. შეიძლებოდა შვედების დამარცხება თუკი ქვილითაია და კავარცხელია საერთოდ არ იქნებოდნენ მინდორზე. შვედების გოლი კანონზომიერი იყო თუმცა ვიზუალურად უფრო შემთხვევითობას წეააგავდა როდესაც მათ გაუმართლათ ქართველთა 10 წამიანი შეცდომის გამო.
შვედებს ესპანეთი გადაუვლის ასეთ თამაშში, თუმცა ჩვენ ესპანეთთან რას ვიზამთ არ ვიცი, მთავარია რომ პირველ ტაიმში მინიმუმ არ დაგვანახონ ქვილითაია და კვარაცხელია.ლობჟანიძე და შენგელია კარგად იმუშავებენ.
jango
26 მარტი 2021 13:36
8
daiqneb mitxra ratom irbins xvicham 8 kilometri 45 wutshi da qvilitaiam 6.5 mtel tamashshi? saniolma xvicha dacvashi daayena vitom mcodneebi rom wert mokled razea saertod laparaki yvela fexburtze wers da gartymashi aravin araa
sss
26 მარტი 2021 14:25
1
რისკიანი თამაშია როცა 2 საყრდენს მოხსნის და 2 შემტევ ნახევარმცველს შეუშვებ. ძალიან გთხოვთ დაბეჭდეთ!
alexandre
26 მარტი 2021 11:19
0
ხვიჩა არ უნდა შეეცვალა
ზაზა
26 მარტი 2021 07:46
11
MUAHAHA ))). ხიზანაზე კომპრომატები აქვთო და ღადაობენ. ))
BOROTI. ZONDERI ))
26 მარტი 2021 07:11
2
ხვიჩააა რაარიიი რამდენჯერაც დაგვჭირდა დან რა ჭირს ხანრააა
სულშერი
26 მარტი 2021 02:41
1
რატომ გაიყვანეს კვარა? რატომ იძახებენ ქვილითაიას და აბურჯანიას? არადა შეიძლება კაი ნაკრების გამოთლა! წარმატწბები ბიჭებს! სანიოლი თუ არავის არ დაუჯერებს აქაურებს. ყველაფერი კარგათ იქნება!
ლოტი
26 მარტი 2021 02:10
2
me mainz dadebitad shevafasebdi nakrebis tamashs,shegvezlo ar tagvego,zini da mondomeba iko raz mtavaria,kvekveskiri da kankava nakrebshi meti agar unda moitviot ra, giorbelidze mometona gansakutrebit! saniols zota dro hkonda samtuxarod!
qomagi
26 მარტი 2021 01:58
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული