საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
ფიზკულტურის მასწავლებელს ჯერ ვერ მოთხოვ, მაგრამ მოეთხოვება ტრიპაჩას! ვის იძახებ ან ვის აყენებ სტარტში? ძალიან სუსტი გუნდია, წინა ნაკრებიდან ვინც იყო კაპიტნიანად კატასტროფა.
პალიკო
26 მარტი 2021 09:38
4
წაგება გულდასაწყვეტია, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის. სურათი ასეთია: გვყავს რამდენიმე იმედისმომცემი ახალგაზრდა - კვარაცხელია, მიქაუტაძე, წიტაიშვილი და ჩაკვეტაძე. გვყავს რამდენიმე საშუალო ევროპული დონის მოთამაშე - ლორია, კანკავა, კიტეიშვილი. გვყავს საშუალო დონის ფეხბურთელები, რომელთა კარიერა დაღმართზეა - კვირკველია, ხოჭოლავა, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი. დანარჩენი ფეხბურთელები საშუალო ევროპულ დონეზე დაბლა თამაშობენ და ამიტომაც საშუალო კლუბების ძირითადშიც ვერ იკავებენ ადგილს.
რეალობა ასეთია, მაგრამ ეს ჩვენი ფეხბურთია, მეტი არ გავქვს და აქ ფეხბურთელების არაპროფესიონალიზმი არაფერ შუაშუა (ძირითადად) - თაობა არ გვყოლია დიდი ხანია - არველაძეების და კალაძე-კობიაშვილის მერე. თითო-ოროლა ტალანტი ჩნდება ხანდახან და რატომღაც ტრავმებით მთავრდება მათი კარიერა - ყენია, ჭანტურია, მჭედლიძე, ანანიძე.
სანიოლი მომეწონა - თამამად დააყენა შემადგენლობა და თამამი შეცვლები მოახდინა - კვარაცხელია და ჯაბა მოხსნა. ჯაბა ალბათ დაიღალა, კვარაცხელია ვერაფერს აკეთებდა. შვეციამ ბევრი ვერაფერი შექმნა და უკეთესი თამაშით ქულის წამოღება შეიძლებოდა.
მაინც იმედით ვუყურებ მომავალს, არის ახალგაზრდულში რამდენიმე პერსპექტიული ბიჭი და მწვრთნელი გვყავს მგონი კარგი - გააკეთებს კარგ გუნდს.
არჩი
26 მარტი 2021 09:21
0
ბიჭებმა ითამაშეს რაც შეეძლოთ, მეორე ტაიმში ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, ცოტა იღბალი კარგი იქნებოდა, რომელიც ყოველთვის გვაკლია, კვარაცხელია რატომ შეცვალა გაუგებარია, რომლის თამაშს ასე ველოდით
Nukri
26 მარტი 2021 09:12
4
გელა ნუგზარაშვილი ამანაც არ გამოიძახა!
სასწაულია რა.
მიდი გელა!
26 მარტი 2021 09:04
4
ქვილითაია პრეზიდენტად!!
შოთა
26 მარტი 2021 08:57
3
ისევ წავაგეთ ფეოლა...... ქვილითაია რომ თავდამსხმელი არ არის რიდის უნდა მიხვდეთ?
????
26 მარტი 2021 08:14
2
ქვილითაიას მაგივრად სხვა ვერ შემოიყვანა...!!!??? ტიპი ვერ ინძრეოდა, მაგარი მოუქნელი ვინმეა, სიცოცხლე ეზარება.
ტორპედოელი
26 მარტი 2021 10:40
0
ხვიჩა არ უნდა შეეცვალა
ზაზა
26 მარტი 2021 07:46
11
ზლატან აბრაჰიმოვიჩს ისე პირდაღებული მისჩერებოდა კაშია, როგორც უბანში შეყურებენ ხოლმე დიდ ბიჭებს ღლაპები.
საბავშვო ბაღი
26 მარტი 2021 07:42
17
კვარაცხელიას პასი წინ მოძრაობაში რომ უნდა მისცე, რომ სისწრაფე და ტემპი არ დაიკარგოს, ეს არ უნდა უთხრას მწვრთნელმა? ან რას დაღუპეს ეს მიქაუტაძე. თუ ჩამოიყვანე და მოუსპე სხვაგან თამაშის შანსი უკვე, მიეცი რა სათამაშო დრო. რას გადეკიდნენ ამ ქვილითაიას, ჯერ იყო და დვალიშვილს ვერ იცილებდნენ, ეხლა ამას.
გელა
26 მარტი 2021 07:39
2
MUAHAHA ))). ხიზანაზე კომპრომატები აქვთო და ღადაობენ. ))
BOROTI. ZONDERI ))
26 მარტი 2021 07:11
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული