საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
ჩვენ ნაკრებს არა აქვს რწმენა, ბიჭებს არჯერათ რომ შეუძლიათ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რამდენი უკან პასი გააკეთეს მაშინ როცა უეჭველი წინიყო მისაცემი, ეს აიხსნება ერთი რამით ეშინიათთ. რაგახდა რო ფსიქოლოგები დაელაპარაკონ ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდეგ და ცოტა თვითრწმენა აუმაღლონ.
ეჰ
26 მარტი 2021 03:14
0
ას ლარს არ მივცემდი ხელფასს არცერთს. ვინც კიდევ ამათ საერთოდ სადმე ათამაშებს. სამი კაცი კიდევ შეიძლება რამედ ოდნავ ღირდეს, ფაქტიურად შეძახილებით ძალით არბენინებდნენ, დიხანია ნული
gori
26 მარტი 2021 03:05
5
არ იციან თამაში არც ერთმა არაააააააააააააა. სანამ გუნდში ფეხბურთელები არ გვეყოლება და არა ,,,,,, მანამდე შედეგს არც უნდა ველოდოთ. ვერ დარბიან, ელემენტარული ტექნიკა არა აქვთ, გამძლეობა არა აქვთ და მონდომებააააააააააააააააააააააააააა
სამწუხაროდ
26 მარტი 2021 02:55
5
ფედერაციაც კი უნდა გაუქმდეს, მხოლოდ ნერვების შლა, არავითარი ჟილკა. ბურთის დამუშავება არ იციან, არც პასი, არც დარტყმა, გამძლეობაზე ხომ ზედმეტია საერთოდ ლაპარაკი, ხიზანა რომ მწვრთნელი იქნება ვერაფერს კარგს ვერ დაელოდები. სამი კაცია ნაკრებში მაქედან დასატოვებელი.......
დუდუ
26 მარტი 2021 02:48
11
1 წლის სიცოცხლე დამაკლეს ამ მრუდფეხებმა. მადლობა მორაგბეებს, 28 გაგვახარეთ.
რაგბის ფანი
26 მარტი 2021 02:47
13
ხვიჩააა რაარიიი რამდენჯერაც დაგვჭირდა დან რა ჭირს ხანრააა
სულშერი
26 მარტი 2021 02:41
1
Რა რესურსით ვითხოვთ დადებით შედეგს? Ბიჭებს რაც შეუძლიათ აკეთებენ მეტი უნდათ რო გააკეთონ მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის, ჯაბა ძალიან ატორმუზებს თამაშს ასევე კვეკვესკირიც კარგი პასის მიმცემი აკლია გუნდს, ბოლო პასის მიმცემი, თან მოძრაობაც მეტი უნდა იყოს გახსნაც, წამები წყვეტს დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერს.სამწუხაროდ საშუალოზე დაბალი გუნდი გვყავს, სანამ კარგ კლუბებში არ გადავლენ და თანამედროვე ფეხბურთის თამაშს არ მიეჩვევიან სულ ასეთ დღეში ვიქნებით. Იქნება ერთეული გამონათებები და სულ ესაა, როცა ინგლისთან მოვხვდით ჯგუფში გლენ ჰოდლმა ასე შეგვაფასა დიდი არაფერი გუნდია მაგრამ ერთ ხმაურიან თამაშის მოგება შეუძლიათ და მთავარია ის ერთი ჩვენ არ აღმოვჩნდეთო, ერთერთი სწორი შეფასებაა ჩვენს ნაკრებზე რაც კი ოდესმე ვინმეს შეუფასებივართ. Წარმატებები.
მათე
26 მარტი 2021 02:41
0
რა ჩაბრაძე რა გიორბელიძე რა აბურჯანია რა კვეკვესკირი რა ქვილითაია . ჩემი ნება რომ იყოს ამათ არავის გამოვიძახებდი ნაკრებში
ტოტტი
26 მარტი 2021 02:40
10
ჩაბრაძე ძალიან კარგი ფეხბურთელი დადგება. ეს პირველი თამაში იყო. კაცს ნამდვილი ფეხბურთი მხოლოდ ტელევიზორში აქვს ნახული და ისც მაგარი იყო რაც ითამაშა! ჩაბრაძე მოლოდეც ბიძიკო! გინდა გითხრათ რა მოხდება? - ჩაბრაძე მომავალ სეზონზე ან უფაში ან როტორში ან სულაც არმიულ კლუბში ითამაშებს რუსეთის ჩემპიონატში!
aburjga
26 მარტი 2021 10:36
1
კვარაცხელიას რა სჭირს?? ცოტა გამოძრავდით ეს ჟურნალისტები მარტო ანგარიშის დადება რომ იცით. ვიცი ამ კომენტარს არგამოაქვეყნებთ, მაგრამ მაინცც
Temo
26 მარტი 2021 02:40
0
ხიზანა და ქვილითაია ერთად უნდა გაყარო ნაკრებიდან
ვერა
26 მარტი 2021 02:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული