გურამ გიორბელიძე: ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 დამარცხდა, ეროვნულ ნაკრებში გამართული სადებიუტო მატჩის შესახებ კი კომენტარი მცველმა გურამ გიორბელიძემ გააკეთა:

"მოხარული ვარ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. რაც შეეხება თამაშს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ. ვფიქრობ, ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო.

შემდეგ მატჩში ძალიან რთული მეტოქე გვყავს. შევეცდებით, რომ ძალები სწრაფად აღვიდგინოთ და წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
გურამ, სიმართლე რომ ვთქვა, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი შენი დებიუტით. ასე და უფრო უკეთესადაც გააგრძელე თამაში, გუნდშიც მოიპოვე ადგილი ძირითადში და მაშინ ნაკრების უცვლელი წევრი გახდები. გამართლებას რაც შეეხება, მაგას კლასიც მეტი ჭირდება, რომელიც ჩვენს გუნდს აკლია
fani
19:04 26-03-2021
1
ბრავო გიორბელიძე , ესე სტაბილურად თუ ითამაშებს კლუბშიც , ძირითადიდან ვერავინ ამოაგდებს ვერც ნაკრებში და ვერც ავსტრიაში
ლშა
16:24 26-03-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული