საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მატჩისთვის 24 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. შვედეთიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ბათუმის დინამოს მცველი მამუკა კობახიძე შეუერთდა.
შვედეთთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ეროვნულ ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა და ფეხბურთელი მომდევნო ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შვედეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა ჯანმრთელადაა და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება.
საქართველოს ნაკრები 27 მარტს, ესპანეთთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს დინამო არენაზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის
დაწყებამდე კი მთავარი მწვრთნელი, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
დინამო არენაზე დაგეგმილ პრესკონფერენციასა და ვარჯიშს მხოლოდ საქართველო-ესპანეთის შეხვედრაზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, შენარჩუნებულია დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ე.წ. შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა. რეგულაციების გამო, შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.
27 მარტის განრიგი - დინამო არენა

17:30 | საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
19:45 | ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
20:30 | ესპანეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის თამაში, საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge