მცველი ჯიმი ტაბიძე საქართველოს ნაკრების მომავალ ორ მატჩში მონაწილეობას ვერ შეძლებს, - იტყობინება nakrebi.ge:
"2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთს დაუპირისპირდება. 27 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ "დინამო არენაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი იყო ჩართული. ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. მომდევნო ორ შეხვედრაში ნაკრებს ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარება".
ალბათ მიქაუტაძემ და ტაბიძემ წინასწარ იცოდნენ თამაში, რომ არ უწევდათ და მწვრთნელის რჩევით საკუთარ გუნდებში დაბრუნდნენ იმ პირობით, რომ შემდეგ თამაშებში, თუ კარგ ფორმაში იქნებიან მაშინ ათამაშებს.