საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
როდემდე შეიძლება ეს "კარგი თამაშით" წაგება გვიხაროდეს?მოკლედ არაფერი გვეშველება სულ ესეთ ჭაობში ვიქნებით.რა კარგად მახსოვს ტოპმიულერიი ახალი დანიშნული ყავდათ და მაშინდელ სასწაულ საფრანგეთის ნაკრებთან პარიზში მხოლოდ მინიმური მარცხი 1:0და მაშინდელი კომენტარწბი,იგოვეა ზუსტად ეხლაც,ერთი და იგოვე წრეზე ვტრიალებთ მოკლედ..
თემო
28 მარტი 2021 22:47
1
ყველას და ყველაფერს ეშველება, არ ეშველება არაფერი ამ...ტელეკომენტატორს! ეგ ვინაა? მოგზავნილია? გასკდა რა გული. DDDDD.
ნიკო
28 მარტი 2021 22:46
2
კლასი ძამია კლასი.
ისე ხვიჩა არ უნდა გაეყვანა, თუ დაღლილი არ იყო.
ჯუჯი
28 მარტი 2021 22:45
2
მოგებაზე უნდა ითამაშო რო არწაააგო!! წაიკითხეთ კრუიფის წიგნი
beqa
28 მარტი 2021 22:45
0
ქართულად წავაგეთ მართლა რა გვჭირს ბოლო წუთებს ვეღარ უყურებდი წნევამ მგლიჯა ლამის
აჩი
28 მარტი 2021 22:43
0
კიტეიშვილის შემცვლელის არყოფნა მთავარი პრობლემაა
sul2
28 მარტი 2021 22:43
0
უიღბლობა და ლაფსუსუ შეცვლაში... საქმე ეხება ხვიჩას შეცვლას, რადგანაც კვარას მოედანზე ყოფნის დროს, ესპანელები ძალიან დიდ კონცეტრაციას ახდენდნენ ხვიჩას თამაშზე და მათი მარჯვენა ფლანგი ინერტული იყო ამის ხარჯზე... პლიუს, კვარა არამარტო ძალიან კარგია შეტევებში, ასევე ის ძალიან კარგად მუშაობს დაცვაში და ამისათვის, მას, მენტალური და ფიზიკური კონდიციები წესრიგში აქვს.
ვახო...
28 მარტი 2021 22:40
1
რა უბედურებაა ხომ შეიXლება კარში სხვა რომ დადგეს. სად იყო გამოსული ასაღები ბურთი გაუშვა.
ისიდორე
28 მარტი 2021 22:39
1
კვარაცხელია და კიტეიშვილი არ უნდ აშეეცვალა ჩემი აზრით
ემიგრანტი
28 მარტი 2021 22:38
1
აქაც ჩაწყობითაა თუ რა ხდება??
B.k
28 მარტი 2021 22:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული