საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
სანიოლის რა ვუთხარი ქვილითაიას შემოყვანისთვი !!! რაც მაგან შვეციასთან გვიქნა მაგას კაცი შემოიყვანდა??? კვარაცხელია გაიყვანო და ქვილითაია შემოიყვანო???
გიორგი
28 მარტი 2021 22:24
1
ზივზივაძემ ფაქტიურად კაცნაკლულუ გვათამაშა. ტყუილა იყო. ახლა მაინც ნუღა დაიწყებთ არიქა ბუდუ გვინდაო. ქვილითაია გამოჩნდა რომ ამ ეტაპზე უალტერნატივოა.ამოტანილ ბურთებზე ბევრად უკეთესი იყო
გენა
28 მარტი 2021 22:22
7
ჩემი აზრით კვარაცხელიას გაყვანა არაფრით არ შეიძლებოდა....კვარაცხელიას შემთხვევაში ესპანეთი ასე ვერ შემოგვიტევდა....აი ნახევრ დაცვაში კი იყო ცვლილება საჭირო....ერთი შეცდომა და წაგება...დასანანია...მაგრამ ყველაფერი გამოგვივა....წინ ბიჭები....
ზაზა
28 მარტი 2021 22:21
10
გეთანხმები, მაგრამ ცოტა დაიღალა და თავდასხმაში უნდა გადაეყვანა. სანიოლს შეეშინდა და სწორედაც იმიტომ რომ დაგვაჯდნენ. მარცხენა ნახევარმცველი უნდა შემოეყვანა და ხვიჩა წინ წაეწია. თუმცა აქედან იოლია ლაპარაკი. მე ყველა შემთხვევაში ვამაყობ ბიჭებით!
დიმო
29 მარტი 2021 02:53
0
დაიღალაააა
სანამ გაიყვანდა ბოლო 10 წუთი იმ ფლანგზე არც გადაგვქონდა ბურთი,გაუჩერებლად ირბინა,დაცვას 5 იანზე დაეხმარა და დაიღალაა
ხანდახან მგონია რომ პირველად უყურებთ ფეხბურთს
დებილია სანიოლი,რომ გუნდის საუკეთესო მოთამაშე და მთავარი დამრტყმელი ძალა მოეხსნა??????
გურჯი
29 მარტი 2021 00:50
0
ყველა გამოხმაურება
"ეგ რა ჭირი გვჭირს ტოო"
lasha
28 მარტი 2021 22:21
30
ეს რა ჭირი გვჭირს?!!! ვინ დაწყევლა ასე ეს ნაკრები, ყველა თამში ბოლო წუთზე წააგეთო?!!!...
ან ცხვარი დაკალით!!! ან შამანი ნახეთ სადმე რომ გამგვილოცოს!!! ეს რა ჯანდაბაა!!!
buba
28 მარტი 2021 22:19
17
ბიჭებსაც მადლობას ვუხდი ყ ვ ე ლ ა ს და მწვრთნელსაც, ცხოვრებაში პირველად, წაგების შემდეგ................
სტალინი
28 მარტი 2021 22:18
13
"ეს იყო მოგების ტოლფასი წაგება" - კოტე მახარაძე, 1996 (პერუჯაში იტალიასთან 0-1 დამარცხების მერე)
ოღონდ 'მოგების ტოლფას წაგებაში' 0 ქულა იწერება სატურნირო ცხრილში და მაინც რანაირადაა მოგების ტოლფასი - ბოლომდე ვერ გამიგია.
rasa
28 მარტი 2021 22:45
1
მუდამ უიღბლო არავინ არ არის, რადგან მუდამ უიღბლობა როგორც წესი რაღაცის ბრალია. საქმე არ არის არც სიღარიბეში, არც ჩვენი მოსახლეობის სიმცირეში და არც კლასის ან ნიჭის, ან თუნდაც იღბალის დიდ ნაკლებობაში. საქმეა დამარცხებულ მენტალობაში. მაკედონიელები რომ ევროპის ფინალურის საგზურისთვის ჩამოვიდნენ, გახსოვთ თამაშამდე რა დიდ გულზე იყვნენ? თითქოს იცოდნენ ჩვენი ფატალისტური მენტალობა. დაგვთრგუნეს და მერე მართლაც მოიგეს, არადა კლასით ჩვენზე დაბალი თუ არა ჩვენნაირი გუნდი იყვნენ. ესპანეთთანაც არავინ ითხოვს მოგებას, მაგრამ 0-1-ს რომ იგებ, ეგრევე ეტყობოდათ რომ მაინც იცოდნენ რომ წააგებდნენ ბოლოში. მოეკვეთათ მუხლები და მიაფუჩეჩეს ბოლო წუთები. ასეა სულ. ლომივით უნდა იყვნენ და არა კურდღლებივით, მაგრამ მაგას ვილი სანიოლი კი არა, კარგი სპორტული ფსიქოლოგი ჭირდება.
rasa
28 მარტი 2021 22:17
20
კარგად რომ წაგეკითხა, მიხვდებოდი რაც ვიგულისხმე. სწორედაც გუშინდელ ფეხბურთზე ვამბობ - მაკედონიასთანაც ბოლო დამატებულ წუთზე გაუშვეს (პირველ თამაშში) გოლი, აქაც - ბოლო დამატებულ წუთზე. ეგრე არ მუშაობს ეს მითიური უიღბლობა - ერთხელ ჩვენც უნდა ვიტანდეთ ბოლო წუთზე გოლს, მაგრამ რაღაც არ მახსოვს ბოლო 30 წელია. სწორედ მენტალობის ბრალია და ფსიქოლოგი ჭირდებათ რომ ბოლომდე შეეძლოთ ისე რისკიანად თამაში როგორც გუშინ ითამაშეს
rasa 'სიმართლე'-ს
29 მარტი 2021 15:27
1
rasa ან თამაშზე არ გიყურებია ან ვერ ერკვევი საერთოდ ფეხბურთში (შეიძლება ზოგადად სპორტში და სპორტსმენებშიც)
დღეს ყველაფერს შეიძლება დააბრალო წაგება ბიჭების მენტალობის გარდა, მეტიც, სწორედ რომ მენტალურად იყვნენ დღეს მაგრად და ბოლომდეც იბრძოლეს ბიჭებმა.
P.S. მადლობა ბიჭებსაც და მწვრთნელსაც
სიმართლე
29 მარტი 2021 02:42
0
ყველა გამოხმაურება
აქ ლაიქებს და პოსტებს ფედერაციადან წერდნენ და ალაიქებდნენ! ან საბავშვო ბაღიდან! ის ქვეყნის გულშემატკივარი პოზიცია რომლისთვისაც ფრე მოგების ტოლ-ფასია, იმ ქვეყნის ნაკრებს არავითარი მომოვალი არ გააჩნია!!!!!!!!!!
გურამი
28 მარტი 2021 22:16
46
როგორც ყოველთვის, ისევ კარგი წაგება და პროგრესი აშკარაა შეგვრჩა ხელში
givii
28 მარტი 2021 22:16
5
ქვილითაია არა კაჭარავა კიდე...რა უნდოდა ამ ხალხს ნაკრებში?!თუ მაინცდამაინც "ფეხბურთელი" უნდა ერქვათ იყვნენ თავის კლუბებში.ნაკრებში არაფერი ესაქმება ასეთ მოთამაშეებს.
....
28 მარტი 2021 22:14
11
თუ თამაშს უყურე და მაინც ზივზივაძე გგონია უკეთესი, ხომ არ აჯობებს ხოკეიზე გადაერთო?
ვაი, ვაი!
28 მარტი 2021 22:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული