საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
კიტეიშვილის და კვარაცხელიას განიცვლამ წაგვაგებინა : მეორე გოლსაც შევუგდებდით ბოლოწუთებზე"ვილი ტრენერი არაა!
daid
29 მარტი 2021 15:38
15
ეს Თამაში და გატანილი გოლი მᲗლიანობაში გუნდმა Შექმნა, ეს გუნდური სახეობაა და უკლებლივ ყველა მონაწილეა, მარტო კვარაცხელია ვერ იქნება განმსაზღვრელი.
დიტო
29 მარტი 2021 15:33
0
მისასალმებელია განსხვავებული აზრი და ყველას აქვს არსებობის უფლება, რაგინდ არაპოპულარული იყოს. მე მივმართავ ტელემაყურებელს, ბატონებო, ეს ე.წ. კომენტატორი იქნებ დაგვშორდეს და ისედაც ამდენ ნეგატივში მყოფნი საღამოს, ტელევიზორთან ნუღარ დაგვგრუზავ! ეს მართლა "რა ჭირი გვჭირს ტო"
gela
29 მარტი 2021 13:33
0
chvedettan cagebis mere vtkvi ro loria chesacvlelia, araa es kviprosis chempionati, xalxs rato ver carmoudgenia lorias gareche chveni nakrebi ver vxvdebi, guchin gamaxsenda axalgazda loria centridan ro uchvebda golebs da mainc idga karebchi, es cageba ari lorias brali da meti aravis,ert da or burts kvela mekare igebs, mtavaria stabiluri tamachi da disciplina, kuradgeba sanamde ar damtavrdeba tamachi,
x
29 მარტი 2021 13:28
1
ხუთი ნომერი კარგი მცველია
gogia
29 მარტი 2021 13:18
0
დარჩათ რო ჩვენებს ნამდვილი გუშლემატკივარი? 30 წელია ვუყურებ და არაფერი მოუგიათ არასდროს, და რაში უნდა ვუგულშემატკივროდ, წაგებაში?
??????
29 მარტი 2021 12:55
10
მეჩვენება რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ერთის მხრივ თავადაც იფუჭებენ ხასიათს უარყოფოთი ფიქრებით და ცდილობენ სხვებსაც გაუფუჭონ, ან მეორეს მხრივ უბრალოდ არ ესმით ფეხბურთი და უნდათ მაინც გამოთქვან თავისი აზრი (დაახლოებით ისე, კალაძემ ორი გოლი საკუთარ კარში ძალით გაიტანა, იტალიასთან თამაში გაყიდაო. მაგას რომ იტყვის ადამიანი, უკვე ხვდები ფეხბურთი ცოტა სერიოზულ დონეზეც არ უთამაშია უბანში და არ იცის რას ნიშნავს ფორმაში არ ყოფნა)

ვერ გავიგე რა არ მოგწონთ სულ რომ
კრიტიკის რეჟიმში ხართ. მიზეზები არ გელევათ. სულ ის ანეგდოტი მახსენდება, კურდღელი რომ მგელს უჩმახებს ლომის ზურგით და მიზეზს რომ ვერ უპოვის, რატომ ყურებიანი ქუდი არ გაფარიაო :)) ხან ბუდუ ზივზივაძეს რატომ არ იხახებო, (გამოიძახა და დააყენა), ხან პარუნაშვილიო (ეგეც გამოიძახა და ეხლა ხარაიშვილზე მიაწვებიან სავარაუდოდ), ხან რატომ უფრო მეტ რისკზე არ მიდიხარო (გეგონება პრემიერლიგის და პრიმერადივიზინის ფეხბურთელები გვყავდეს და შეეძლოთ 90 წუთი მეტოქის კართან მიკაჭვება, ხან კანკავა დაბერდა გაუშვიო (ასეთებსაც ამბობენ ზოგიერთი ჭკვიანი, ოდნავი შეგრძნება რომ არ აქვთ, რამხელა შავ სამუშაოს ასრულებს ჯაბა და როგორი სული და გულია ნაკრების, ფაქტორია როგორც პიროვნება), ხან ტაქტიკა არ მოეწონება ვიღაცას, 4-4-2 ჯობიაო

რას გვერჩით ბოლობოლო. ძლივს ნაკრებმა შემტევი, თამამი ფეხბურთის თამაში დაიწყო ამ არც თუ მდიდარი რესურსების ხელში კადრების თვალსაზრისით. ამაზე უკეთესი რა უნდა ითამაშოს გამაგებინეთ, კაცმა 4 დღეა ჩაიბარა ნაკრები და გულზე ხელის დადებით ვაღიაროთ რომ ამასაც არ ველოდით მისგან პირველ დღეებში. მე პირადად მეგონა ორივე, ესპანეთიც და შვედეთიც 2-3 ბურთით უშანსოდ მიგვიგებდნენ და ჩვენი ბიჭები დავნეულები ირბენდნენ ახალი მწვრთნელის ხელში. არა და შვედეთს თანაბრად ვეთამაშეთ და ესპანეთს ღირსეულად ვებრძოლეთ. თან რაც მომწონს სანიოლის, ეროვნული ლიგის ბიჭებს მისცა შანსი და ამით დადებითი იმპულსი გაუგზავნა რომ შანსი ყველას აქვს. ამდენი დადებითი მკხდა ამ 5 დღეში და შეგვარგეთ რა

შედეგი მოვა ნელ-ნელნა და თუ არ მოვა, სანიოლის ბრალი ყველაზე ნაკლებად იქნება ასე მგონია უკვე
კრიტიკოსების გასაგონად
29 მარტი 2021 12:14
0
100%
გგგ
29 მარტი 2021 17:41
1
საღოლ, ჩემი სათქმელი თქვით.
კახა
29 მარტი 2021 17:40
0
როგორ შეიძლება რომ ესეთ წაგებაზე ნამდვილ გულშემატკივარს გული არ დაწყდეს მაგრამ !!! გეყოფათ რა გეყოფაააათ!!! საკმარისია გესმიიით !!!! ამდენი ღირსეული წაგება საკამარისია !!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
29 მარტი 2021 11:40
8
იქნებ ვინმემ ურჩიოს სანიოლს, რომ ჯანზე მყოფი ხვიჩა არ შეცვალოს.გუშინაც გამოჩნდა, რომ ხვიჩას მოედნიდან გაყვანით ესპანელებმა ამოისუნთქეს, ძალები მყისიერად გადაანაწილეს და ჩვეთვის გულგასახეთქი შედეგიც დადეს.
ამი
29 მარტი 2021 11:03
7
ჩვენმა გუნდმა გუშინ მაქსიმუმი გააკეთა, მეტს ვერ მოთხოვ მონდომება ნაღდათ ქონდათ.ეგ არის რომ კლასი, ფიზიკური მომზადება და საფეხბურთო ინტელექტი არ აქვთ იმ დონეზე რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლონ.კვარაცხელია შესანიშნავი იყო, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.
გია
29 მარტი 2021 10:46
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული