საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
მაინც არაუშავდა, მაგრამ როდემდე? გვილია, დვალი, ბუდუ, Შენგელია და ბერიხე - სუსტი რგოლი. მეკარეზეც დაფიქრდება კაცი.
ჯაბა
29 მარტი 2021 10:45
4
პირველი გოლის დროს მორატას მგონი შეეხო და თამაშგარე იყო..არა?!
ზესტაფდონი
29 მარტი 2021 10:27
2
ესპანელები არ იმსახურებდნენ ამ გამარჯვებას... ცოტა იღბალი და მოვიგებდით...
ტორპედოელი
29 მარტი 2021 10:21
1
როგორც ყველა, მეც შედეგით ძალიან გულმოკლული, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ. არ შედრკეთ ბიჭებო, ასე და უკეთესად გააგრძელეთ. ვიცი ახლა თქვენს გულებში რა ტრიალებს, საღოლ კაშია, ხვიჩა, კაკაბაძე, კიტო, დვალი, ყველას საღოლ. ლორიამ კი სამწუხარო შეცდომა დაუშვა. არ შედრკეთ, წინ, ბიჭებო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ბრძოლით საბერძნეთში მოვიგებთ, ვილი, აბა შენ იცი, ეს უკვე ფეხბურთია, აქამდე ფეხბურთის სუროგატს ვუყურებდით. იბრძოლეთ, და ხალხის სიყვარული გარანტირებული გაქვთ.
mamuka09ze
29 მარტი 2021 10:18
0
ამ გუნდს მინუს კვარაცხელია იგივეა, რაც მაკედონიასთან ვიყავით.
რაგბის ფანი
29 მარტი 2021 10:12
12
სამწუხარო,მაგრამ კანონზომიერი Შედეგი. შენგელია, ბერიხე და ბუდუ კონკრ.Თამაშზე ვერანაირად!
რატი
29 მარტი 2021 10:04
4
მადლობა ბიჭებს თავდადებისა და იმ ემოციისთვის რაც ასე მოგვენატრა.
სამწუხაროდ ბოლო 15 წუთი გადაღლა დაგვეტყო და შედეგიც ამის მიზეზია.
კაკაბაძე კარგი იყო მაგრამ ბოლოს დაეცა, ძალა გამოეცალა. ასევე ხვიჩაც დაიღალა და თავად ითხოვა შეცვლა როგორც ტრიბუნებიდან გამოჩნდა. კაშია ნამდვილი ლიდერია და მინდა მოვიკითხო ის ჰეიტერები რომ ამბობდნენ რა დროს კაშია და ჯაბააო. აი ცენტრფორვარდზე რა გვეშველება არ ვიცი. მთელი ერი ზივზივაძეს ითხოვდა და საშინლად უსუსურად გამოიყურებოდა. ქვილითაია გაცილებით პროდუქტიულად შემოვიდა, პირველ ბურთ მაინც იჭერდა და უაზროდ არ კარგავდა. სამწუხაროდ ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილები მივდივართ დასვენებულ ბერძნებთან და თუ შედეგი არ დადგა დიდად ნუ გაკიცხავთ ბიჭებს.
რატი74
29 მარტი 2021 10:01
2
ვაისი თავის თავის მტერი კი არ იყო, რომ არ იძახებდა ზივზივაძეს, უბრალოდ შანს კი იმსახურებდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ქვილითაია ბევრად სჯობს.
კაშია და კანკავა საუკეთესოები იყვნენ და მაგრად იბრძოლეს და ითამაშეს, ასე რომ ერთი ადგილი დააყენონ ვიწც მათ ჩანაცვლებას ითხოვს, ერთი მოჩმაზათს რაღაცას და დანარჩენი ვითომ მცოდნეები აყვებიან და აღავღავდებიან ხოლმე.
სანტოსი ყოჩაღ, ბოსკამპის მერე ძლივს ვიხილე მოთამაშე და მებრძოლი გუნდი. შედეგი კი მოვა ასეთი მიდგომით, აუცილებლად.
ბერძნებთან საუკეთესო თამაშს ველოდებით და შედეგის იმედიც გვაქვს.
Bs
29 მარტი 2021 13:08
0
ზოგიერთის კომენტარი მიკვირს, ის რატომ შეცვალა, ეს რატომ შეცვალა. მწვრთნელმა ახსნა: გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც კლუბებში 90 წუთს არ თამაშობენ და ამ პრობლემამ ბოლო წუთებზე ნაკრებშიც თავი იჩინაო.
მითუმეტეს ესპანეთმა შემოიყვანა დასვენებული ფეხბურთელები და ამიტომ ვილიმაც იგივე დაუპირისპირა, აბა ქანც გაწყვეტილები იყვნენ უკვე მითუმეტეს უბურთოდ რამდენი იმოძრავეს ბიჭებმა. ბოლო ბოლო გერმანიამ წააგო ამათთან 6:0
მე მადლობელი ვარ ბიჭების ბოლომდე იბრძოლეს წარმატებები მომავალში ჩვენებს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
29 მარტი 2021 09:53
1
ზივზივაძისგან მეტს ველოდი,მაგრამ ფსიქოლოგიურმა წნეხმა იმოქმედა,იმედია სანაკრებო გამოცდილებას მიიღებს და უფრო პროდუქტიული იქნება...
ბონდოიე ქუთაისელი
29 მარტი 2021 08:08
1
ახლა გინდა გაიტნე გინდ შამოიტნე რუმბივთ გაგორევული საქრთველოს სატესტო პს ფეხბურთელბი
დაგვინა შეცვლები ამ შტერმა მწრთვნლმა მერე თავდასხმა რო გამოიყვნა შეცვლზე რისი იმდი ქონდა ესპნთან? ისე დაიღლა დაცვა ბატებივით დალასლასებდნენ ბოლოს ასეთი სასცილო სტანდარტული მომნტიდან თითქოსდა დიდი არაფერიი მისაგერიებლი შეტევიდან იმიტომ გაგვიტანეს მთელი ძალით დაცვაში უნდა ჩავმდგარიყავით და დაცვა შეგვცვლა გაგვძლიერბნა რო გაგვძლო რაც უქნა საბრძნთმა რაცშხება პროგნოზს საბრძნეთი 1გოლს გაიტნს და დაჯდება დაცვაში და ვერღარ გაუტნთ
სანდრიო
29 მარტი 2021 06:22
32
სანიოლი თუ შტერია, შენ რაღა ხარ. კორექტულობა ისწავლე. დაცვაში რომ ვიჯექით, კარგად მახსოვს, წიოდი, რას გავს, შეტევა არ იციანო. სულ რომ ცენტრს არ გადავცილებოდით და მოგვეგო, მაშინ რას იტყოდი?
alexandre
29 მარტი 2021 10:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული