საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
ცოტა ფართო ჭრილში შეხედეთ რა მოვლენებს. ქვეყანა წინ მიდის, ფერხბურთიც წინ მიდის. ეს ეხება ყველაფერს, ეს არის სამყაროს კანონზომიერება. გამონაკლისებიც ხდება, ოღონდ შემთხვევითობით მხოლოდ ერთხელ. ასე რომ სად მიდის ჩვენი ქვეყანა???
ასეა
29 მარტი 2021 00:17
1
რთულია ქართველობა მაგრამ საოცრად სასიამოვნო❤️
ეჰ
29 მარტი 2021 00:15
0
ისევ ბოლო წუთზე მარცხი,არა რა ამათ რაღაც ჭირთ გადაულახავი მგონი.თამაშობენ თამაშობენ თავსაც კი იკლავენ მარა რათ გინდა დადგება ბოლო წუთი და მერე მაინც წააგებენ,ლორია არ შეცდებოდა ვიღაც სხვა შეცდებოდა ანდა ბოლო ბოლო თავის კარში გაიტანდა რომელიმე მცველი.აგერ ნახეთ თუ საბერძნეთთან 90 წუთამდე 0-0 იქნა ბოლოს მაინც გაუშვებენ.მწვრთნელი კი არა ამათ მგონი ფსიქოლოგი და ერთი კაი შემლოცველი სჭირდებათ იქნებ რაღაც მაინც უშველონ.
dato
29 მარტი 2021 00:07
3
შეგნებულად არაფერი არ დავწერე ლორია რომ ვნახე ძირითადში შვედეთთან, მაკარიძე ბევრად უკეთესია და მამარდაშვილიც სჯობია მას, აწი ლორია ვეღარ მოუმატევს, მამარდაშვილი მაღალი კლასის მეკარე უნდა დადგეს, კვარა კოსმისია!!!
სს
28 მარტი 2021 23:56
3
ძმაკაცობით რომ აყენებენ ტრენერებს იმიტომ წააგეს ესპანეთთან. სანიოლი გაგებაში არ არის მწვრთნელობის,რა ზამენები აკეთა და წააგო თამაში ტრენერმა!
david gurgenidze
28 მარტი 2021 23:54
29
საერთოდ 2 გოლია საჭირო ესპანეთთან ქულა რომ აიღო.
dsag
28 მარტი 2021 23:54
1
დასანანი თამაში წავაგეთ მაგრამ ბერძნებს მოუგებთ წარმატებები ქართველებს ყველამ უნდა უგუშემატკივროს თავის გუნდს და ოფტიმისტურად უნდა ვიყოთ ყოველთვის და არა ლანძღვა გინებით
კიჭი
28 მარტი 2021 23:53
1
ხო მართლა ვინც ზივზივაძეს ითხოვდით ნაკრებში ის ხალხი სად ხართ. ამ მომენტისთვის ქვილითაია არის სამწუხარო გამოსავალი და მეორე შეკრებაზე მიქაუტაძე თუ არ იქნება ძირითადში ძალიან დიდი შეცდომა იქნება. ზივზივაძე. კანკავა. კაშია. გვილია. ლორია. კვეკვესკირი ( სანაფ ფორმაში არ შევა და უკეთეს გუნდს არ მოძებნის) აღარ არიან ნაკრებისთვის სასარგებლო და აღარ უნდა გამოიძახონ რაცარუნდა დამსახურება ქონდეთ, მადლობა გადავუხადოთ ყველაფრისთვის და დავემშვიდობოთ.
roma bejanidze
28 მარტი 2021 23:35
11
არა რატი,ყველა შეცდომით ჩაწერა.მწვრთნელი ვინც ჰყავს,იქიდან საუკეთესოებს არჩევს და თუ ამისთანა რჩევებს ყური უგდო,ბოლოს, 11 რომა ბეჟანიძეღა დარჩება სანაკრებო კანდიდატებად.ზლატანი,39 წლისაა,გავიდა პენსიაზე,მაგრამ როცა გაუჭირდათ და დაუძახეს,კი მოაგებინა ჩვენებთან შვედებს.მერე კი,კოსოვოც დესერტად დააყოლა.
სოსო
29 მარტი 2021 13:03
1
იმედია კაშია შეცდომით ჩაწერე
რატი74
29 მარტი 2021 10:04
2
ყველა გამოხმაურება
კარგი იყო, ძალიან კარგი და ამის თქმა არ უნდა იყოს პრობლემა. ფეხბურთი ხომ პირველ რიგში თამაშია და მოულოდნელად ბევრმა ქართველმა შესანიშნავად ითამაშა. ასეთი ჯიშიანი გოლი კარგა ხანია არ გაგვიტანია. არა მგონია პირველ ტაიმი ვინმეს არ აკმაყოფილებდეს. მეორეში კი ქვილითაიას გადამკიდე ფაქტიურად კაცნალული დავრჩით და თან ვის წინააღმდეგ. შემდეგმა შევვლებმა ხომ საერთოდ ისევ იქ დაგვაბრუნა, სადაც ბოლო წლებია ვართ და საიდანაც ამოთრევის შანსი გაგვიჩნდა. გვეღირსა ბოლოსდაბოლოს არადასტრესილი, ნორმალური ფსიქოლოგიის ბიჭები: პირველ რიგში რათქმაუნდა კვარაცხელია, გარდა ამისა გიორბელიძე, კიტეიშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლობჯანიძე, ბერიძე. ამათ სამომავლოდ დაუმატეთ ჭაკვე, ხოჭოლავა, მაკარიძე, ტაბიძე, ლოჩოშვილი და აშკარად სჩანს კარგი, ნორმალური ევროპული გუნდის ბირთვი. ვიღაც იტყვის ფორვარდებიო? მაგრამ მაგენიც რომ გვყავდეს უკვე ვიქნებოდით გუნდი. სწორედ ისინი უნდა ვეძებოთ ან ჩემპში ან ნატურალიზებით. აი საით არის მწვრთნელების სამუშაო.
ამატაკი
28 მარტი 2021 23:28
1
და კიდე დავამატებ რომ ჩაბრაძეს სააღოლ ტიპმა მაგალითი მიცა ყველა ქართველ ფეხბურთელს რომ შესაძლებელია ითამაშო საქართველოს ჩემპიონატში და გამოადგე ნაკრებს. სააღოლ გრიგოლ ჩაბრაძეს. დარწმუნებული ვარ მეორე შეკრებაზე ამფეხბურთელებიდან 30 პროცენტი აღარ იქნება გამოძახებული.
roma bejanidze
28 მარტი 2021 23:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული