საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
დეფოლტად უკმაყოფილო ხალხის დასადუმებლად, ვისაც ჩვენი თამაში არ მოეწონა დღეს და ილანძღება, ესპანური ასის ეს აბზაცებიც კმარა:

It has been a real struggle for Spain in Tbilisi, but they have snatched a truly vital three points thanks to that last-gasp Dani Olmo strike.

Georgia's intense pressing and quick breaks made life very difficult for Spain for a large chunk of today's game, and it was hard to begrudge the hosts their half-time lead, courtesy of a composed finish by the mightily impressive Kvicha Kvaratskhelia at the end of the first 45.

As Georgia tired, however, they could not maintain the ferocity of their off-the-ball harrying or offer the same kind of counter-attacking threat, and they succumbed first to Ferran Torres' equaliser, then Olmo's late strike.
Rag
28 მარტი 2021 23:25
0
ეს თამაში როსდის წავაგეთ იცით? როცა ესპანეთის ერთად ჯგუფში მოვხვდით და დავიწყეთ წუწუნი ძლიერი ჯგუფია და აზრი არააქვსო. ფსიქოლოგიური პრობლემა გვაქვს მთელ ქვეყანას და არა მარტო ბიჭებს ვინც თამაშობდა დღეს. უნდა შევეშვათ ამ წუწუნს და საქმე ვაკეთოთ. მე ბათუმელი ვარ და დინამოს თამაშზე დავდივარ. აქ 8000 გულშემატკივარი უფრო ომახიანები ვართ ვიდრე დღეს 16000 კაცი იყო აი თქვენი დანაშაულიც ეგ არის. ის ხალხი მივიდა ვისაც რამოსის დანახვა და მზესუმზირის ჭამა უნდოდა და არა ნამდვილი გულშემატკივარი. ტფუი
roma bejanidze
28 მარტი 2021 23:22
3
ქვილითაიამ დაგლიჯა! მაგის გამჩერებელი ნაკრები ჯერ არ დაბადებულა)))))) ხიზანიშვილი რო ასისტენტი იქნება იმ ნაკრებს ვინ მოუგებს კიდევ??)))
me
28 მარტი 2021 23:21
6
Ოდნავი გამართლება და მოსგები თამაში იყო. 1 Ნახევარ მომენტით მოიგეს.
გამოცდილი Სპორტული Ფსიქოლოგი აუცილებლად ჭირდებათ და ფიზიკაზე ყველამ თავის კლუბში უნდა ივარჯიშოს. 110% მზად რო იქნები ესეთი რამე არ მოხდება. Ფიზიკას ბევრი პროფესორობა არ უნდა, სიზარმაცეს აჯობეთ ბიჭებო და ნაკრებში ისე ჩამოდით აქ მაგის დრო რო არაა ყველამ კარგად იცით. სანამ ჯანი გქონდათ ესპანელებს ყველაფერში ვჯობდით. Კვარა ჩემპიონი იზრდება, ღმერთმა უტრამვო კარიერა მიცეს!
Rag
28 მარტი 2021 23:18
1
თამაშის წინ მოლოდინები ნამდვილად იყო, მაგრამ... მოგებისთვის კიდევ 10 კვარაცხელია გვჭირდება!
Guja Kakhadze
28 მარტი 2021 23:14
3
დიდი შეცდომა იყო ლობჟანიძე-კვარა-კიტე-კაკაბაძის გაყვანა, თუ რა თქმა უნდა რაიმე პრობლემა არ ქონდათ ბიჭებს. ჩვენი სწრაფი ფლანგები, ესპანელებს მთელი ძალებით შეტევისგან იცავდა, რადგან ისინი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე მეტს ზრუნავდნენ. შეცვლებმა ვერ გაამართლა. ბერიძეს ეტყობა, რომ პოტენციალი აქვს და უფრო ადრე, გვილიას ნაცვლად რომ შემოეყვანა თამაში გაკეთებული იყო. ცენტრფორვარდი არა გვყავს და მიქაუტაძის საკითხი გაურკვეველია. კანკავა და კაშია გულით თამაშობენ, მარა ნაკრების დონეს ვეღარ ქაჩავენ. და ბოლოს, ბიჯო რა უნდა ლორიას ნაკრებში გამაგებინეტ ვინმემ ხალხო. დირკაა ეგა დირკააა, ესპანეთი თავზე გაზია და სად იყო გამოსული, სად, მაგიტომაც დაურტყა იმსიშორიდან, რომ წინ იყო გამოსული. პირველი შემთხვევაა? მერამდენეჯერ ვაგებთ იმენნა ლორიას გამო ხალხო? ნაყიდიაქ ადგილი? ერთი რამ ვერ გავიგე კიდევ, მსოფლიოს შესარჩევს იწყებს ეროვნული გუნდი, ამაზე მეტი სერიოზული და მნიშვნელოვანი თამაშები არ არსებობს, და შენ, ძვირფასო ფედერაციავ მაკარიძეს არ იძახებ? მიზეზად კი ასახელებ რომ, თურმე მის გუნდს ქონია მნიშვნელოვანი თამაშები. ეს სერიოზულია ეხლა? ამას ვინ დაგიჯერებთ? დედოვშინა და კლანი რომაა ნაკრებში ლორია,კაშია,კანკავა,კვეკვე-ქვლითაიას სახით, ამას როგორ უარყოფთ? კლანის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ უნიჭოსი და უუნაროსი ? ვთქვი და ვიმეორებ სანამ ეს ხალხი იქნება ნაკრებში, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ, ვერააა. თუ ვინმე იყო დღეს შესაცვლელი, კანკავა,გვილია და ზივზივაძე უნდა შეეცვალათ მეორე ტაიმის დასაწყისშივე, მეხუთე მცველი უნდა დაემატებინა სანიოლს, გრიგალავა ხომ უჯდა? კაკაბაძეც ამოისუნთქავდა ამით და გრიგალას ბურთის ამოტანა ლამის საჯარიმომდე შეუძლია, პასიც ეხერხება და დარტყმაც, ხისტიცაა და ჯანიანიც, რად უნდოდა ჩაბრაძე? მერე ბერიძე შეეშვა ზივზივაძის ნაცვლად ცენტრში, ხოლო კანკავა გვილიას ნაცვლად პარუნაშვილი-აბურჯანია. ან შენგელია, ან ჯიღაური ბოლობოლო. საბოლოოდ გამოჩნდა და ამას ყველა ხედავს რომ ეგ კლანი გასაშვებია. ეს თამასი მოგებული იყო, რომ ნორმალური შეცვლები ყოფილიყო. კომენდატორები ცალკე თემაა. ვითამასეთ მაგრამ წავაგეთ. ვაი თქვენს პატრონს უბედურს. სირცხვილი აღარა გაქვთ? დვალიშვილი გამოიზახეთ და ნავალოვსკი, აკლია ნაკრებს.
ლევან მაღლაკელიძე
28 მარტი 2021 23:13
9
დასანანი მარცხი იყო... ქვილითაია და ლორია გეყოთ ნამუსო და წადით რა. მადლობა ყველაფრისთვის მაგრამ გზა დაუთმეთ ახალგაზრდებს.... რატო უნდა ამჯობინო კვიპროსის ჭე ლიგის მეკარე ლალიგა ორის ერთ ერთი საუკეთესო მეკარეს? და თუ ახალგაზრდებს ვაწვებით მაშინ მამარდაშვილი აქედანვე შეაჩვიონ ნაკრებს.... კვარა ჩაკვე წიტა... უჰ რა კაი შეტევა იქნება..... ცენტრ ფორვავრდი სანახავია და მარცხენა მცველს მოსამატებელი აქვს....ნინუაც გამოსაძახებელია ნაკრებში ერთი წესიერი კაცი მაინც გვყავდეს ჯარიმის გამტანი.
რომა
28 მარტი 2021 23:13
2
ნაკრებმა დაამტკიცა,რომ თამაში შეუძლია.ძალიან ძნელი იყო სამდღიანი შუალედით ორი ასეთი თამაშის ჩატარება,მით უფრო,რომ ჩვენი ფეხბურთელები,არასოდეს გამოირჩეოდნენ,დიდი ფიზიკური მომზადებით,მაგრამ სანამ შეეძლოთ,სასიამოვნო იყო,მათი ყურება.პირველ ტაიმში,ნაკრები მწყობრად თამაშობდა.შეტევაში სანიოლმა სწრაფი ფეხბურთელები დააყენა და რამდენჯერმე მათ კარგი კომბინაციაც გაითამაშეს.გოლის ეპიზოდში,ხვიჩამ მოულოდნელობაზე გააეთა აქცენტი და მარცხენა ფეხით დაარტყა,რაზეც მეკარე მზად არ აღმოჩნდა.ხვიჩა ხომ მემარჯვენეა.მეორე ტაიმში ესპანელებმა დაწოლა გაზარდეს და გამოჩნდა,რომ ფიზიკასთან ერთად ბურთის დამჭერი და კარგი პასის გამკეთებელი გამთამაშებელი არა გვყავს.ალკანტარამ კი,უცბად დაალაგა ესპანელების თამაში,თავისი შედეგებითურთ.ხვიჩამდე ბურთი აღარ მიდიოდა და რაკი პირველ ტაიმშიც ბევრი იშრომა,სანიოლმა ის დაასვენა,შეცვალა სხვა შემტევებიც,თუმცა შეცვლაზე შემოსულებმა,საერთოდ ვერ შესძლეს,ურთიერთმოქმედების მოგვარება.რამდენჯერაც შეტევის კარგი შესაძლებლობა მოგვეცა,იმდენჯერ არასწორად გაიშალნენ და ერთმანეთს პასი ვერ მიაწოდეს.შესაბამისად ვერც ესპანელთა დაცვაზე გააკეთეს დაწოლა,ვერც ბურთი დაიჭირეს და თვითონაც ჩაქრნენ.შენგელიამ კი,წითელიც აიკიდა,არაფრისმომცემ მომენტში.მას სავარაუდოდ,ბერძნებთან მოუწევდა სრული დატვირთვის მიღება.ახლა კი,ისევ გადაღლილ ბიჭებს მოუწევთ,ბერძნების დაწოლის გაძლება.არადა მისი თამაში,სწორედ ბერძნების საწინააღმდეგოდ იქნებოდა ზედგამოჭრილიდარჩენილ წუთებში,სწორედ ქვილითაიას,ბერიძეს და შენგელიას უნდა დაეტვირთათ თავი მაქსიმალურად,რომ ესპანელთა უკანა ხაზს,ბურთის გათამაშების საშუალება შეზღუდვოდათ,ისინი კი,პასიურად შეჰყურებდნენ და მთელი სიმძიმე,უკანა ხაზს დააწვა.საიდანაც ლორიამ მეორე ბურთი გაუშვა,იმ ადგილიდან ძალიან ბევრს გააქვს გოლები,შორეულ კუთხეში და ისიც ამიტომ გამოვიდა ცოტა წინ.ბურთი თუნდაც 1 სანტიმეტრით მეტად რომ მოეგერიებინა,კარში ვეღარ შევარდებოდა,ძელიდან,მაგრამ არ გაუმართლა.კარში რომ დარჩენილიყო,სავარაუდოდ,ამნაირ დარტყმას,საერთოდ ვერ მისწვდებოდა.ძალიან სამწუხაროა,ასეთი თამაშის წაგება,თუმცა გუნდი ბოლომდე დაიხარჯა და ესპანელებთან წაგება,არავისთვისაა სამარცხვინო.მით უფრო ძნელი იქნება ძალების მოკრება საბერძნეთისათვის,ფიზიკურიც და მორალურიც,ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად გვერდით უნდა დავუდგეთ,მით უფრო,რომ დღევანდელი თამაშით,პატივისცემა ნამდვილად დაიმსახურეს.ჩვენ ვნახეთ როგორ თამაშობენ ეს ბიჭები და კიდევ გვყავს ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე.აი ისინიც თუ ჩადგებიან ფორმაში,მაშინ საკმაოდ შემტევი და ბრძოლისუნარიანი ნაკრები გვეყოლება.
სოსო
28 მარტი 2021 23:13
0
მერამდენედ უნდა ვტქვათ რომ დასანანია,რომ ვითამაშეთ და წავაგეთ. რო თამაშობ და წააგებ ესაა ცუდი. შეიძლება ამ ბიჭებიდან გუნდის აწყობა ,მაგრამ თამაში არის სასტვენამდე და არ შეიძლება საჯარიმოში იყო შეყუჟული ვინც არ უნდა გიტევდეს. მეტი აგრესია წინ თამაშში.ფაქტია არ გვყავს ბურთის კარგი გამნაწილებელი და დირიჟორი.
ქომაგი
28 მარტი 2021 23:11
0
მთელ თამაშში კარში სულ ორჯერ დავარტყით და რითი ხართ კმაყოფილები? შვედეთთან მატარებელი ჩავაყენეთ, ესპანეთთან იგივე ვითამაშეთ. საბერძძნეთს მოვუგებთო. სანამ მეორე ნომრად ვითამაშებთ, ვერავის მოვუგებთ. ფიზიკურად ძალიან სუსტები ვართ, ორ ტაიმს ვერ ვუძლებთ, დამატებითი დრო რომ ყოფილიყო 3 ბურთს კიდევ გავუშვებდით. ჩაკვე, წიტა, კვარა, კიტე, ჟორჟი-ესენი არიან ნაკრების მომავალი და იმედი. შეიძლება დავამატოთ ლობჟანიძე და ბერიძე. ქვილითაია, შენგელია, გვილია, კვეკვე, აბურჯანია- არ არიან ნაკრების დონის. არვ ლორია.
რობიზონი
28 მარტი 2021 23:09
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული