საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
ორი წუთი მაინც დაემატებინათ მაგათი...... რა ამბავია ოთხი წუთი, მაგრამ მადლობა მწვრთნელსაც და ბიჭებსაც
mmm
28 მარტი 2021 23:09
0
შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ბურთმა ისეთი ტრაექტორია მოხაზა,ლორია ერთი-ორი ნაბიჯით უკან რომ მდგარიყო, ვერც შეხებოდა... მაგრად დაარტყა ძალიან
ირაკლი
28 მარტი 2021 23:06
3
მესმის დიმო,რასაც ფიქრობ,მაგრამ მუშტის სიგრძე,უფრო ნაკლებია გაშლილ ხელის მტევანზე და სავარაუდოდ,საერთოდ ვერ მისწვდებოდა ბურთს.მცველი უნდა დაძრულიყო მის შესახვედრად და დარტყმის დასაბლოკად,მაგრამ ძალიან დაღლილები იყვნენ და ვეღარ მოასწრეს,ასვლა.დარტყმაც,ძალიან კარგი გამოუვიდა.მაგ მანძილიდან, კედელს მიღმა გააქვთ გოლები და მთელი კარი რომ თითქმის ღიაა,რა თქმა უნდა კარგად წასული ბურთის აღება,ძალიან ძნელია
სოსო
29 მარტი 2021 13:13
0
მუშტი უნდა მიერტყა და არა გაშლილი მტევანი. გეთანხმები ტრაექტორია ცუდი იყო , პოზიციაც დაკარგული ქონდა. ზუსტად მაგიტომ დაკარგული რომ ქონდა პოზიცია და კარს ვერ გრძნობდა ბოლომდე მუშტი უნდა ეხმარა. მე მაინც არ მიყვარს ერთი კაცის გაწირვა და ვფიქრობ საერთოდ არ უნდა დაერტყათ არ იყო მაგის სიტუაცია,უბრალოდ მე ასე მიმაჩნია მუშტით უნდა წასულიყო.
დიმო
29 მარტი 2021 10:40
0
არ დაიწყოთ ეხლა ლორიას ბრალია, დაცვის ბრალია... ეს არის მართლა უიღბლობა, თუნდაც შვედეთმა რა გოლი გაგვიტანეს ახმახი იბრაგიმოვიჩის უაზროდ მოქნეული ფეხი მანაც რომარ იცოდა ბურთს სად გზავნიდა საგოლე პასად იქცა, ეხლაც ეს შორეული დარტყმა. არ ვიცი რაა ამ უიღბლობას რა ეშველება, 1 არხზე წამყვანები შეგვეცვალა ვსინჯოთ ერთი იქნებ გვეშველოს. ეს სანიოლი კიდე სად იყო აქამდე, იმ ვაისის თუ ვუისის მაგივრად მწვრთნელად ეს გვყოლოდა მაკედონიას მოვუგებდით კიარა გადავუვლიდით
dinamo
28 მარტი 2021 23:04
1
წავაგეთ და ბედნიერები ვართ გულშემატკივრები ერი ხარობს((( ესპანელებმა მოიგეს და კრახს უწოდებენ თავიანთ თამაშს!! აი განსხვავება მენტალიტეტში!!ხოდა იხარეთ და იბედნიერეთ!! მე პირადათ ესპანეთი კი არა მსოფლიოს ნაკრებიც რომ იყოს იმასთან წაგებაც გულს დამწყვეტს!! ხოდა მაინტერესებს ამ კომენტარების ავტორებს რა გაჟრიამულებთ??
გურამი
28 მარტი 2021 23:01
4
რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს თამაში, როცა გუნდი სულს და გულს დებს და ყველა ბოლომდე იხარჯება, აუგს ვერ ვიტყვი.
11
28 მარტი 2021 23:00
2
იმედია განხილვები იქნება ლორიამ დაგვღუპა,ქვილითაიამ კაცნაკლული დაგვტოვა,შენგელია ზოგადად უდისციპლინოა,ეს გვილია კვეკვესკირი ვიეტნამში გაუშვით,კაშიამ გამაკვირვა,ჯაბა გადაწყდა შუაზე,ამ კაცს შემცვლელი უნდა ასაკშია უკვე,სანიოლ 10 ქულას დაგიწერდი მაგრამ ქვილითაიას შემოთრევა რა იყო არც კვარა უნდა გაგეყვანა ბოლომდე გაქაჩავდა და ეგ და ბუდუ წნეხში ამყოფებდნენ ესპანეთს,როგორც კი ეს არაადეკვატური ხე გამოიყვანა ცხადი იყო წავაგებდით
გულშემატკივარი
28 მარტი 2021 22:56
4
ზივზივაძე ბუდუ. sory!
kaxi
28 მარტი 2021 22:55
5
გერმანიამ 0:6 წააგო ამ ცოტა ხნის წინ ესპანეთთან. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: რამდენი ელოდებოდა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 1-0 იქნებოდა ჩვენს სასარგებლოდ? ესეთი მონდომებით ვითამაშოთ ყველა თამაში და რა შედეგიც დადგება, ვნახავთ. მადლობა ბიჭებო, თუნდაც ბედნიერი პირველი ტაიმისთვის !!!!!
გიორგი
28 მარტი 2021 22:52
0
დღევანდელი ფეხბურთი არის ფიზიკურ მომზადებაზე აგებული სტრუკტურა,როდის უნდა შევიგნოთ ეს?ამათ ვინც გინდა მოუყვანე თუ ფიზიკური მომზადება არ გაქვს ჩააგდებ ყოველთვის თამაშს.
გეგი
28 მარტი 2021 22:49
1
ქვილითაია 0,კვეკესკირი 0, გვილია 0,ლორია 0,დროა აბურძგლოთ ნაკრებიდან დავიტანჯეთ თქვენი ფაფხურით,მაკარიძე ან მამარდაშვილი,გვილიას,აბურჯანიას,კვეკესკირს ისევ მუშა დაუშვილი მირჩევნია,იმედია მიქაუტიძე და ჩაკვე დაგვემატებიან და ამათ აღარ გამოიძახებს ნაკრებში...კიტე მშვენივრად აზროვნებს,კვარა უკომენტაროდ,ამ ქვილითაის აზროვნების უნარი ნოლი 0,გაიტანეთ ეგ სურათი
გულშემატკივარი
28 მარტი 2021 22:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული