საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
დიდი შეცდომა იყო ლობჟანიძე-კვარა-კიტე-კაკაბაძის გაყვანა, თუ რა თქმა უნდა რაიმე პრობლემა არ ქონდათ ბიჭებს. ჩვენი სწრაფი ფლანგები, ესპანელებს მთელი ძალებით შეტევისგან იცავდა, რადგან ისინი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე მეტს ზრუნავდნენ. შეცვლებმა ვერ გაამართლა. ბერიძეს ეტყობა, რომ პოტენციალი აქვს და უფრო ადრე, გვილიას ნაცვლად რომ შემოეყვანა თამაში გაკეთებული იყო. ცენტრფორვარდი არა გვყავს და მიქაუტაძის საკითხი გაურკვეველია. კანკავა და კაშია გულით თამაშობენ, მარა ნაკრების დონეს ვეღარ ქაჩავენ. და ბოლოს, ბიჯო რა უნდა ლორიას ნაკრებში გამაგებინეტ ვინმემ ხალხო. დირკაა ეგა დირკააა, ესპანეთი თავზე გაზია და სად იყო გამოსული, სად, მაგიტომაც დაურტყა იმსიშორიდან, რომ წინ იყო გამოსული. პირველი შემთხვევაა? მერამდენეჯერ ვაგებთ იმენნა ლორიას გამო ხალხო? ნაყიდიაქ ადგილი? ერთი რამ ვერ გავიგე კიდევ, მსოფლიოს შესარჩევს იწყებს ეროვნული გუნდი, ამაზე მეტი სერიოზული და მნიშვნელოვანი თამაშები არ არსებობს, და შენ, ძვირფასო ფედერაციავ მაკარიძეს არ იძახებ? მიზეზად კი ასახელებ რომ, თურმე მის გუნდს ქონია მნიშვნელოვანი თამაშები. ეს სერიოზულია ეხლა? ამას ვინ დაგიჯერებთ? დედოვშინა და კლანი რომაა ნაკრებში ლორია,კაშია,კანკავა,კვეკვე-ქვლითაიას სახით, ამას როგორ უარყოფთ? კლანის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ უნიჭოსი და უუნაროსი ? ვთქვი და ვიმეორებ სანამ ეს ხალხი იქნება ნაკრებში, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ, ვერააა. თუ ვინმე იყო დღეს შესაცვლელი, კანკავა,გვილია და ზივზივაძე უნდა შეეცვალათ მეორე ტაიმის დასაწყისშივე, მეხუთე მცველი უნდა დაემატებინა სანიოლს, გრიგალავა ხომ უჯდა? კაკაბაძეც ამოისუნთქავდა ამით და გრიგალას ბურთის ამოტანა ლამის საჯარიმომდე შეუძლია, პასიც ეხერხება და დარტყმაც, ხისტიცაა და ჯანიანიც, რად უნდოდა ჩაბრაძე? მერე ბერიძე შეეშვა ზივზივაძის ნაცვლად ცენტრში, ხოლო კანკავა გვილიას ნაცვლად პარუნაშვილი-აბურჯანია. ან შენგელია, ან ჯიღაური ბოლობოლო. საბოლოოდ გამოჩნდა და ამას ყველა ხედავს რომ ეგ კლანი გასაშვებია. ეს თამასი მოგებული იყო, რომ ნორმალური შეცვლები ყოფილიყო. კომენდატორები ცალკე თემაა. ვითამასეთ მაგრამ წავაგეთ. ვაი თქვენს პატრონს უბედურს. სირცხვილი აღარა გაქვთ? დვალიშვილი გამოიზახეთ და ნავალოვსკი, აკლია ნაკრებს.
ლევან მაღლაკელიძე
28 მარტი 2021 23:13
9
ზივზივაძე ბუდუ. sory!
kaxi
28 მარტი 2021 22:55
5
დღევანდელი ფეხბურთი არის ფიზიკურ მომზადებაზე აგებული სტრუკტურა,როდის უნდა შევიგნოთ ეს?ამათ ვინც გინდა მოუყვანე თუ ფიზიკური მომზადება არ გაქვს ჩააგდებ ყოველთვის თამაშს.
გეგი
28 მარტი 2021 22:49
1
როდემდე შეიძლება ეს "კარგი თამაშით" წაგება გვიხაროდეს?მოკლედ არაფერი გვეშველება სულ ესეთ ჭაობში ვიქნებით.რა კარგად მახსოვს ტოპმიულერიი ახალი დანიშნული ყავდათ და მაშინდელ სასწაულ საფრანგეთის ნაკრებთან პარიზში მხოლოდ მინიმური მარცხი 1:0და მაშინდელი კომენტარწბი,იგოვეა ზუსტად ეხლაც,ერთი და იგოვე წრეზე ვტრიალებთ მოკლედ..
თემო
28 მარტი 2021 22:47
1
კლასი ძამია კლასი.
ისე ხვიჩა არ უნდა გაეყვანა, თუ დაღლილი არ იყო.
ჯუჯი
28 მარტი 2021 22:45
2
უიღბლობა და ლაფსუსუ შეცვლაში... საქმე ეხება ხვიჩას შეცვლას, რადგანაც კვარას მოედანზე ყოფნის დროს, ესპანელები ძალიან დიდ კონცეტრაციას ახდენდნენ ხვიჩას თამაშზე და მათი მარჯვენა ფლანგი ინერტული იყო ამის ხარჯზე... პლიუს, კვარა არამარტო ძალიან კარგია შეტევებში, ასევე ის ძალიან კარგად მუშაობს დაცვაში და ამისათვის, მას, მენტალური და ფიზიკური კონდიციები წესრიგში აქვს.
ვახო...
28 მარტი 2021 22:40
1
chvedettan cagebis mere vtkvi ro loria chesacvlelia, araa es kviprosis chempionati, xalxs rato ver carmoudgenia lorias gareche chveni nakrebi ver vxvdebi, guchin gamaxsenda axalgazda loria centridan ro uchvebda golebs da mainc idga karebchi, es cageba ari lorias brali da meti aravis,ert da or burts kvela mekare igebs, mtavaria stabiluri tamachi da disciplina, kuradgeba sanamde ar damtavrdeba tamachi,
x
29 მარტი 2021 13:28
1
კვარაცხელია და კიტეიშვილი არ უნდ აშეეცვალა ჩემი აზრით
ემიგრანტი
28 მარტი 2021 22:38
1
ზივზივაძემ ფაქტიურად კაცნაკლულუ გვათამაშა. ტყუილა იყო. ახლა მაინც ნუღა დაიწყებთ არიქა ბუდუ გვინდაო. ქვილითაია გამოჩნდა რომ ამ ეტაპზე უალტერნატივოა.ამოტანილ ბურთებზე ბევრად უკეთესი იყო
გენა
28 მარტი 2021 22:22
7
მისასალმებელია განსხვავებული აზრი და ყველას აქვს არსებობის უფლება, რაგინდ არაპოპულარული იყოს. მე მივმართავ ტელემაყურებელს, ბატონებო, ეს ე.წ. კომენტატორი იქნებ დაგვშორდეს და ისედაც ამდენ ნეგატივში მყოფნი საღამოს, ტელევიზორთან ნუღარ დაგვგრუზავ! ეს მართლა "რა ჭირი გვჭირს ტო"
gela
29 მარტი 2021 13:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული