"ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ" - "ბარსელონას" ფანები შენგელიას უხეშობას მწვავედ გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

94-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მხრიდან წითელი ბარათი ლევან შენგელიამ მიიღო, რომელიც "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავის, პედრის წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.

ამ ფაქტს საკმაოდ ემოციურად შეხვდა Twitter-ზე "ბლაუგრანას" გულშემატკივართა საკმაოდ პოპულარული გვერდი total Barça, რომელმაც აღნიშნული ეპიზოდის ფოტო გაავრცელა და დაწერა:

"ლევან შენგელია, ვიმედოვნებთ, რომ ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ ან წავიკითხავთ".

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, პედრი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ის "ბარსელონას" ერთ-ერთ იმედად ითვლება და ფანების გულისწყრომაც სწორედ ამან გამოიწვია, რომ შესაძლოა,
ფეხბურთელს მძიმე ტრავმა მიეღო.

მკითხველის კომენტარები / 33 /
განზრახ უხეშობა არ იყო და შეცდომა კი ყველას მოსდის. შენგელია გამხნევება და გვერდზე დგომა სჭირდება, რომ ასეთი შეცდომები აღარ დაუშვას. წარმატებით ლევან!
გიორგი
02:39 08-04-2021
0
Shengelia kargi bichia ar girs erti shecdomis gulize amxela ayalmayali ubralod nervebma umtyuna qula jibeshi gvedo da uceb arsaidan daikarga aman gadaukra tvalebze bindi. Masetebic da uaresebic gauketebiat shengeliaze ati tavit gamocdil da profesional fexburtelebs marto amis vardna gaxda sagangasho da agmashfotebeli.
Ucxo
17:25 31-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული