ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
სამი ქულა როგორ გვჭირდებოდა, დასანანია ყველას უმართლებს, სომხეთი, ნახე.. ღმერთის წყალობით ჩვენი გამართლების დროც დადგება
გიორგი
01 აპრილი 2021 00:50
3
ბერძნებს ეგონათ ავშენდითო, მარა. ხანდახან ეგენიც რო დაითარსონ რა მოხდებოდა
Geitanes
01 აპრილი 2021 00:49
1
ცენტრფორვადი გვჭირდება აუცილებლად მოძრავი და აბურჯანიას ადგილას ვინმე რომელსაც ცოტა სწრაფად შეუძლია ფიქრი და შეტევის წამოწყება, არ შეიძლება მხოლოდ ერთი კაცის იმედზე იყოს ნაკრები
მამუკა
01 აპრილი 2021 01:04
2
სანიოლს ეხლა უკვე დიდი დრო აქვს მოიძიოს ფეხბურთელები. იმედია მოვრჩებით ამ თამაშით ათი კაცით ასპარეზობას. ზოგადად როცა არ შეგიძლია თამაში, არც უნდა გახვიდე თავად, მაგრამ სად არის მაგდენი შეგნება
goga
01 აპრილი 2021 01:53
0
გოლი გოლად, მაგრამ სასწაული მომენტი იყო, კვარამ ბურთი რომ დაითრია და ცენტრისკენ გაიქცა. ეს უკვე ის მენტალიტეტია, რომელიც გვინდა-საბერძნეთთან გასვლაზე ფრე არ არის ამ ბიჭისთვის მისაღები შედეგი.
zaz197
01 აპრილი 2021 10:47
2
მოსკოვის ლოკომოტივის ხელმძღვანელობა ალბათ ეხლა ზის და თავში ხელებს ირტყამს. ესეთი ტალანტი უფასოდ გაუშვეს რუბინში. 20-25 მილიონი დაკარგა მინიმუმ ლოკომ.
Eriha
01 აპრილი 2021 01:50
4
მადლობა კვარას მარა დანარჩენებს აკლია კლასი გამძლეობა სისწრაფე და კარგ ლიგებში ძირითად შემადგენლობაში თამაშის დამსახურება და სხვისთვის არდაბრალება თითქოს ქართველი ესპანელს ჯობს მარა მაინც არ ათამაშებენ
შოკირებული გულშემატკივარი
01 აპრილი 2021 00:55
1
uuufff...madloba gmerts rogorc iqna aviget qula...eseigi sanioli martali yofila rom ambobda yvelastan unda vibrzolot da meoreze gasvlac sheidzleba...
romandro
01 აპრილი 2021 00:49
2
ბუდუ გაოხსნება და ათამაშდება მაგრამ მიქაუტაძე რომ დაბრუნდება მგონი მოიხსნება ფორვარდის პრობლემა.აი ქვილითაია კი სანაკრებო დონის აამრაა ჩემი აზრით ტიპს სირბილი ეზარება და დარტყმა არ იცის საჯარიმოს მისადგომებიდან რომ დაარტყა უნდა გაეხია ბადე მარა მიუგორა მეკარეს მის მაგივრად გაბედავა ან სხვა ეროვნული ჩემპიონატიდან რომ გამოეძახებინა ეგ სჯობდა
Gaguuuu
01 აპრილი 2021 08:09
0
ლოკომოტივის დანაკარგს რომ ითვლით, გიჯობთ, წუწურაქი ამხ. ფიფიას დანაკარგები ითვალოთ !
დ.დ.
01 აპრილი 2021 02:07
5
შენრაიცი რო ფიფიას დანახარჯებზე და დინამოს სამარფხვინო თამაშებზე არაფერს არვწერ?? ყველა კომენტარს კითხულობ ყველა სტატიაზე თურა? ერთი მეორე ხელს არუშლის. ხვიჩას საკითხია წინ წამოჭრილი და ამიტომ ვახსენე ლოკომოტივი. სიტცხვილია ესეთი ჩასაფრებული ლაპარაკი
ოკეი
01 აპრილი 2021 02:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული