დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში იმისთვის, რომ შედეგი მოვიდეს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის 3 შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.

თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს გუნდში, რათა ის მცირედი ხარვეზები, რაც თამაშის დროს ჩნდება, აღმოიფხვრას?

შეგახსენებთ, მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 64 /
შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ და ფეხბურთიც რაგბიში არ მერევა, მაგრამ აუტებზე ნამდვილად უნდა იმუშაოს ჩვენმა ნაკრებმა, აუტის მოწოდების დროს აზრზე არ არიან რა უნდა ქნან :( 99%-ს ჩვენ აუტებიდან მეტოქეს ვაბარებთ ბურთს :( არაა, ეს უმნიშვნელო დეტალი!
feola
01 აპრილი 2021 18:49
0
საფეხბურთო სკოლები გახადეთ უფასო,ეს გახდის ფეხბურთს მასობრივს.ეს კი მოიტანს დიდ კონკურენციას ყველა პოზიციაზე.200ლ ბევრი ტალანტის მშობელს არ აქვს და ბევრი დაკარგულა ამიტომ.როგორც ვიცი დინამო,საბურთალოს მხოლოდ პირველი გუნდებია უფასო.ყველა პატარა დამწყები სკოლა ფასიანია.მეორე პრობლემაა-წნეხი ბავშვობიდანვე რაც ფანტაზიის ჩაკვდომას იწვევს და საიდან გვეყოლება კარგი ფირვარდები,როცა მწვრთნელები უკრძალავენ მოტყუებას 6 წლიდან.მათი კვალიფიკაცია და ბავშვის ფსიქოლოგიის არ ცოდნა უდიდესი პრობლემაა.მესამე პრობლემა-ნაცნობ-ახლობლობით საქმის კეთება. გამოასწორეთ ეს 3 ამბავი და უდიდეს შედეგს ვნახავთ. 30წელი დავკარგეთ,მაგრამ კიდევ არ არის გვიან.
კახა
01 აპრილი 2021 13:56
0
პირველი და ყველაზე მთავარი- ლუზერის ფსიქოლოგია არის მოსაშორებელი.ყველა მატჩში- მხოლოდ გამარჯვება. მიზანი უნდა იყოს ყველაზე მაღალი(ჯგუფიდან გასვლა). ვინც არ ეთანხმება, წავიდეს ნაკრებიდან. ფრეზე რომ ფეხბურთელი კმაყოფილი ხარ, ეს არის არაპროფესიონალიზმი და მარაზმი. ვერ მიაღწევ მიზანს? მოდი იმაზე კი არ იფიქრო, რომ აი რთული ჯგუფი იყო და ა.შ. არა იმაზე იფიქრე, რომ სად მჭირდება გაძლიერება, რომ ამ რთული ჯგუფიდან გავიდე? სად რა დავაკელი რომ შედეგი ვერ დავდე? და კიდევ ერთი- სანამ ხალხი კმაყოფილი იქნება წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთი- არაფერი შეიცვლება. სულ იქნება მომავლის გუნდის შენება და ეს მომავალი კი არასოდეს დადგება.
ოტტო
01 აპრილი 2021 17:52
0
-გაცილებით მეტი ფიზიკური მომზადება,
-აბსოლუტურად ყ ვ ე ლ ა ნაკრებთან მ ო გ ე ბ ა ზ ე თამაში,
- მუდმივი აგრესიული თამაში ბურთის მუდმივი კონტროლისთვის,
-გაცილებით მეტი უბურთოდ მოძრაობა, მით მუდამ ძებნა მეტოქის სისუსტეები,
-ბ ო ლ ო მ დ ე თამაში.
გლახუნა
01 აპრილი 2021 15:24
0
ნაკრებში ძალიან პრობლემატურია ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია, ზივზივაძე, ქვილითაია და კაჭარავა ვერ ახერხებენ იმ დონის თამაშს, რომელიც აუცილებელია. საჭიროა რაღაც გამოსავალი
-ტაქტიკური ცვლილება-რთული გამოსავალია, თუმცა მჯერა, რომ სანიოლი ცდის ამ ვარიანტსაც
-ეროვნულ ლიგაში ძებნა-შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე არ ჩანს ვინმე ღირსეული კანდიდატი
-ნატურალიზირება-მრავალმა ნაკრებმა სცადა ეს, ბევრმა წარმატებითაც, მონდომების შემთხვევაში შესაძლებელია, მრავალი ნორმალური ახალგაზრდა ბრაზილიელი, არგენტინელი და სხვა ქვეყნების ფეხბურთელია, რომლებიც თავიანთ ტოპ გუნდში ვერ ხვდებიან და პერსპექტივაშიც ვერ მოხვდებიან უდიდესი კონკურენციის გამო
zaz197
01 აპრილი 2021 12:58
4
ყველა ფეხბურთელი რომ იქნება სრულად მიქაუტაძე ჩანკვეტაძე, მათ მოიტანენ შედეგს დარწმუნებული ვარ ამ სრული რესურსით ძაან ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს სანიოლი, მე მჯერა, მთავარია არავინ ჩაერიოს მის შეხედულებებში
აჩი**
01 აპრილი 2021 13:33
1
ჩემი აზრით ბიჭებმმა უნდა გამოასწორონ, ფსიქოლოგიური მიდგომა, როცა ძლიერ მეტოქეს უპირისპირდებიან, ასეთი წნეხისგან უნდა გათავისუფლდნენ. მითუმეტეს თამაშიდან თამაშამდე, აშკარად აუმჯობესებენ სათამაშო ხარისხს. ბიჭებო, თუ მოინდომებთ, არავისზე ნაკლებები არ ხართ!
ნონა
01 აპრილი 2021 18:46
0
პირველ რიგში ფიზ მომზადება, სისწრაფეზე ორიენტაცია,მეტი ამხანაგურები და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის გასინჯვა და შანსის მიცემა..
სულო
01 აპრილი 2021 16:48
1
მე დარწმუნებული ვარ, რო რამოდენიმე ჩაკვეტაძე და კვარაცხელია კიდევა საქართველოში, ოღონდ ვერ ხედავენ ჯერ ან არ ხედავენ. უფრო უნდა გახალგაზრდავდეს ნაკრები, ხარაბაძე ნინუა და კიდევ არიან ბიჭები.. ამ ეტაპზე ვინც გვყავს თავდამსხმაზე, არცერთია ნაკრების დონე, იმედია მიქუტაძე ან წიტეიშვილი გამოასწორებენ ამ პრობლემას. სანიოლმა უნდა ეძებოს ეძებოს და ძალიან ნიჭიერ ბიჭებს იპოვის და რაც ძალიან სასიხარულოა უყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა
გოგა
01 აპრილი 2021 15:43
0
გეთანხმები მარა აქ ხასიათშია პრობლემა თორემ ტალანთით და ნაჭით არც არაბიძე და ოქრიაშვილი ჩამოუვარდება ხვიჩას და ჩაკვეს, მარა საფეხბურთო ხასიათი დისციპლინა და შრომისმოყვარეობა არ უვარგათ.
hhh
01 აპრილი 2021 16:31
1
მე ვფიქრობ რომ ის პრობლემა რომელიც ამ ნაკრებს გააჩნია ცენტფორვარდის სახით დიდი პრობლემაა არა და გეტყვით რატომ .... პროსტო ახალგაზრდებს უნდა მივცეთ დავის გამოვლინება ქართულ ლიგაში და ასეთიც მოიძებნება აუცილებლად !
არ უნდა ახალგაზრდებს რწმენა დაუკარგოთ , ხვიჩას მაგალითიც სახეზეა როცა დინამომ ასეთი ფეხბურთელი დაკარგა ( ალბათ ამით ხვიჩას მაგრად გაუმართლა თორემ საქართველოში მაგის ტალანტი დაიღუპებოდა სამძუხაროთ).
ჯონი
01 აპრილი 2021 13:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული