დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში იმისთვის, რომ შედეგი მოვიდეს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის 3 შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.

თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს გუნდში, რათა ის მცირედი ხარვეზები, რაც თამაშის დროს ჩნდება, აღმოიფხვრას?

შეგახსენებთ, მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 64 /
შედეგი რომ მივიღოთ ისეთივე ტემპით, ენთუზიაზმით და სილაღით უნდა ვითამაშოთ,როგორც სომხები თამაშობენ. ზოგიერთები მიწყენენ რა სომხეთი მოგვიყვანე სამაგალითოთო, მაგრამ ნახეთ მათი თამაშების ტექმონაცემები, რამდენჯერ ურტყამენ კარებში, რა სისწრაფით დარბიან და ნახავთ. ესპანელი მწვრთნელიც საოცრად კვალიფიციური და მოტივირებულია.გუნდიც საოცრად აათამაშა.ამიტომაა რომ არც ისე ადვილ ჯგუფს ცხრა ქულით ლიდერობს.სხვათა შორის ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებსაც კარგად იყენებს.
ჯუჯი
01 აპრილი 2021 13:11
1
გვჭირდება ცენტრფორვარდი!!!
ბუდუ და ქვილითაია ნაკრების დონის არ არიან;
როცა მოკლე პასებით და მატაობით მოედნის შუაგულამდეც კი ვერ აღწევ (არაერთხელ, უამრავჯერ!), მეკარემ, ძლიერი დარტყმით, უნდა ჩააწოდოს ბურთი მეტოქის ნახევარზე;
და - მეტი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება.
ILIA
01 აპრილი 2021 13:10
1
ნაკრებში ძალიან პრობლემატურია ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია, ზივზივაძე, ქვილითაია და კაჭარავა ვერ ახერხებენ იმ დონის თამაშს, რომელიც აუცილებელია. საჭიროა რაღაც გამოსავალი
-ტაქტიკური ცვლილება-რთული გამოსავალია, თუმცა მჯერა, რომ სანიოლი ცდის ამ ვარიანტსაც
-ეროვნულ ლიგაში ძებნა-შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე არ ჩანს ვინმე ღირსეული კანდიდატი
-ნატურალიზირება-მრავალმა ნაკრებმა სცადა ეს, ბევრმა წარმატებითაც, მონდომების შემთხვევაში შესაძლებელია, მრავალი ნორმალური ახალგაზრდა ბრაზილიელი, არგენტინელი და სხვა ქვეყნების ფეხბურთელია, რომლებიც თავიანთ ტოპ გუნდში ვერ ხვდებიან და პერსპექტივაშიც ვერ მოხვდებიან უდიდესი კონკურენციის გამო
zaz197
01 აპრილი 2021 12:58
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული