ვინ როგორ ითამაშა საბერძნეთში და როგორ ვაფასებთ ვილი სანიოლს?!

AutoSharing Option
მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა (1:1 საბერძნეთში). გთავაზობთ ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (6.5) - გიორგიზე დიდი საქმე მის ვიზავის ჰქონდა. საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და მეტოქეს საკუთარ კართან საკმაოდ ცოტა სახიფათო მომენტი შეაქმნევინა. ლორია თამაშში რამდენჯერმე საიმედოდ ჩაერთო.

ოთარ კაკაბაძე (5.0) - საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველს ნამდვილად ცუდი შეხვედრა ჰქონდა. საქმე მხოლოდ ავტოგოლში არაა, კაკაბაძე ზედმეტად ინერტული იყო შეტევით ფაზაში და იმის აჩრდილიც კი, რაც ესპანეთის წინააღმდეგ ვნახეთ.

გურამ კაშია (6.0)- საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე
გამოცდილმა მოთამაშემ ისევ მშვენიერი მატჩი ჩაატარა. ის, რომ ბერძნებმა ჩვენს კართან ბევრი ვერაფერი შექმნეს, ამაში კაშიას დიდი წვლილიცაა.

ლაშა დვალი (6.5) - უკანასკნელი სამი შეხვედრიდან დვალს საუკეთესო მატჩი გამოუვიდა, ეს მკაფიოდ ჩანდა. შეხვედრის პირველი ოცი წუთის განმავლობაში მეტოქე მეტად ფლობდა ბურთს და აქტიურობდა შეტევაში. დაახლოებით მე-15 წუთისთვის იყო ეპიზოდები, როცა ლაშა დვალმა ზედიზედ სამჯერ განმუხტა მწვავე მომენტი. სულ შეხვედრაში კი ეს ექვსჯერ მოხდა.

გურამ გიორბელიძე (7.0) - საქართველოს ნაკრების ფლანგის მცველი საბერძნეთის წინააღმდეგ შეუდარებელი იყო როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში. გიორბელიძეს თავდაჯერება არ აკლდა და კარგად ხვიჩა კვარაცხელიასთან კომბინირებდა. როდესაც გოლის ავტორის ირგვლივ რამდენიმე მცველი იყრიდა თავს, ამ დროს გიორბელიძე  გათავისუფლებულ სივრცეებს კარგად გრძნობდა. "ვოლფსბერგერის" მცველს რამდენიმე დრიგბლინგიც წარმატებით გამოუვიდა და მასზე სამჯერაც დაჯარიმდნენ.

ჯაბა კანკავა (6.5) - საქართველოს ნაკრების კაპიტანი ისევ ლომივით იბრძოდა და მაქსიამალურად ცდილობდა, შეემცირებინა მეტოქის ზეწოლა. შეხვედრის ბოლო წუთებში ჯაბამ მეტოქის კარისკენ ყუმბარისებურად დაარტყა, თუმცა ბერძენთა მეკარემ შესანიშნავი ნახტომით ბურთი მოიგერია.

გიორგი აბურჯანია (6.0)- პირველი ოცი წუთის განმავლობაში აბურჯანია ისევ ინერტული იყო, შეცდომებს უშვებდა და გააფრთხილეს კიდეც, მაგრამ შემდეგ სწორედ ის "აბუ" ვიხილეთ, როგორსაც ვიცნობთ. მის მიერ შესრულებული ჯარიმა მასპინძელთა მეკარემ სასწაულებრივად მოიგერია.

ოთარ კიტეიშვილი (7.0) - ოთარ კიტეიშვილმა ისევ დაამტკიცა, რომ ჩვენს გუნდში ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშეა. ამავდროულად, იგი სულ მუშაობს, ანაწილებს შეტევებს, ამწვავებს თამაშს. ნახევარმცველის თითქმის ყველა გადაცემა პროდუქტიულია. გარდა ამისა, კიტეიშვილზე ხუთჯერ დაჯარიმდნენ.

საბა ლობჟანიძე (5.5) - საბა ლობჟანიძეს ამ სანაკრებო პაუზის დროს ყველაზე სუსტი შეხვედრა ჰქონდა. თითქოს ჩვეულად სწრაფი ვერ იყო, შეტევაშიც მინიმალური შანსი მიიღო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცუდად მოთამაშე კაკაბაძეს მისი დახმარება დაცვით ფაზაში კარგ სამსახურს უწევდა. შემტევმა ერთხელ ოთარ კიტეიშვილის მშვენიერი პასი ვერ შეირგო.

ხვიჩა კვარაცხელია (7.5) - ხვიჩა კვარაცხელია ისევ სტაბილურად ძლიერი იყო. მისი მთავარი დანიშნულების იდეალურად განხორციელების გარდა, ის ისევ კარგად მოქმედებდა ართმევებზე, არცერთ ეპიზოდს არ ეთიშებოდა. გადამწყვეტ მომენტშიც თავისი სიტყვა თქვა - და შეხვედრა გადაგვირჩინა!

ბუდუ ზივზივაძე (6.0) - ბუდუ ზივზივაძე ნამდვილად ბევრს აკეთებდა იმისათვის, რომ თანაგუნდელებისთვის ხელი შეეწყო, ბევრ ორთაბრძოლაშიც შევიდა, მოწინააღმდგე მცველებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. ფორვარდის გარჯას ისევ საგოლე მომენტების შექმნა აკლდა.

გიორგი ქვილითაია (5.0) - ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში ქვილითაია მშვენივრად ჩაერთო თაამაშში. თავდამსხმელს საბერძნეთში დაახლოებით ნახევარი საათი მიეცა, მაგრამ საგოლე ეპიზოდი ისევ ვერ შექმნა. იმ დროს, როცა ხვიჩა კვარაცხელიასა და ბუდუ ზივზივაძეს მცველები საკმაოდ დაღლილი ჰყავდათ, ქვილითაიას მეტი მოეთხოვებოდა.

ვაკო გვილია (5.5) - ვაკო გვილიას ბევრი დრო არ ჰქონია, მას ისევ ნაცნობი პრობლემები აწუხებდა - თამაშის გამწვავებას ცდილობს, დაუზარელი და მოძრავია, მაგრამ ბევრი ტექნიკური წუნი აქვს.

ჯაბა ჯიღაური, ნიკა კვეკვესკირი - შ.გ - მათ, შეფასებისათვის, საკმაოდ ცოტა დრო მიეცათ.

ვილი სანიოლი (7.5) - ფრანგი სპეციალისტის მიერ შემოთავაზებულმა თამამმა და შემტევმა ტაქტიკამ კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. როგორც თავად სანიოლმა განაცხადა, მართლაც უსამართლობა იქნებოდა, ამ შეხვედრაშიც რომ დავმარცხებულიყავით...


alt"ევროპაში ქართველ მესის ეძახიან..." - ბერძნული გამოცემა ხვიჩას გუშინდელ თამაშს აფასებს

altავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 14 /
ნეტა მორიგი ახალ ცოცხის თემა არ გამოდგეს, რომელიც მალევე ,,ბლაგვდება". ამ კონტიგენტით , ჩაკვეტაძის გარეშე, ძალიან ძნელია რამე მაღალი მიზნების დასახვა, სტაბილურ ფეხბურთს ვერცერთი თამაშობს, თამაშის განმავლობაში სერიოზული ჩავარდნებით, სანიოლი თუ შეამცირებინებს ასეთ ფიასკოებს ბიჭებს და პოზიტივს გააზრდევინებს შეიძლება მოგების პრეტენზიებიც გაჩნდეს, ოღონდ არ მგონია ეს ჩვენს ფორვარდებით მიაღწიოს, იმდენად დაბალი დონეა, არც ჩანს დღევანდელობაში ვინმე- მიქაუტაძე? ნეტა გაამართლოს... იქნებ ვინმეს, მაგ . ბრაზილიელის გადმობირებაზე ემუშავა ფედერაციას? როგორც კალათბურთშია. ფუტზალში ხომ გვყავს ბრაზილიელები, დავიჯერო 20-30 წთ ვერ გაქაჩავენ მინდორზე?, მგონი გაცილებით პროდუქტიულები იქნებიან ვიდრე ყველა ერთად აღებული დღევანდელი ვითომ ფორვარდები. ასეთ სუსტ ბერძნებთან შეიძლებოდა მოგებაც ფორვარდი რომ გვუოლოდა. საჯარიმოში რამდენჯერ შევედით ვინმემ დაითვალა ?=1+1 ხვიჩა.
გუსანი
02 აპრილი 2021 13:36
4
ქვილითაიას 5.0 კიარა 2.0 შეფასებაც არ ეკუთვნის არცერთ თამაშში! ტიპი რა მუღამით გამოყავთ იცით ვინმემ??? ვერაფერს აკეთებს რაც ფეხბურთს სჭირდება! ვერ დარბის, ვერ მატაობს, ვერ ურტყამს, ბურთს ვერ ართმევს და რას გამოყავთ რა უნდა ვინმემ გაიგო? წადი ბიძია ყანა თოხნე!
gio
02 აპრილი 2021 10:22
2
აბურჯანიას, ქვილითაიას და ზივზივაძის შეფასებები გადაჭარბებულია, საბა ლობჟანიძეს კი მეტს ქულას მივცემდი...სანამ მიქაუტაძე მომჯობინდება ჯობია ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ვითამაშოთ და შემტევმა ნახევარმცველებმა შეავსონ ეს პოზიცია მონაცვლეობით. ბერიძე, დავითაშვილი ან იგივე ლობჟანიძე ბევრად მეტ საფრთხეს შეუქმნიან მეტოქეს ვიდრე ესენი(კაჭარავა კიდევ უფრო უარესი). ან ბოლოს და ბოლოს ვინმე ახალგაზრდა ჩვენი ჩემპიონატიდან. სანიოლი თუ დაესწრება ჩემპიონატის თამაშებს ეგება იპოვოს მომავალი ვარსკვლავი.
emigranti
02 აპრილი 2021 01:06
1
30 წელია ქვეყანას ყავს ნაკრები მაგრამ არა ყავს გუნდი, ფეხბურთ გუნდური თამაშია, გუნდი თუ არ შეიკრა თუ არ გაერთიანდა და ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებს ნაკრები გუნდი ვერასდროს გახდება, ესენი საწუხარო გადმონაშთენი როცა ფეხბურთელობა სვეტსკობაა და უფრო მარიაჟობენ ვიდრე თამაშობენ, ეხლა გაქვთ უნიკალური შანსი ხვიჩა არი სუფთა გულღია არავისზე ზევიდან მაყურებელი გაერთიანდით მის ირგვლივ მიეცით ლიდერობის უფლება წაგიძღვეთ თავი გადადეთ ერთმანეთისთვი დიახ სიცოცხელე დადეთ იომეთ იბრძოლეთ და მიუხედავად მარცხის ხალხი ხელისგულზე გატარებთ ის რასაც ქართველებს ძალით უნდათ თავს მოგვახვიონ რომ გაუტანლები და გათითოკაცებულებივართ თქვენ უნდა დაამსხვრიოთ თქვენ მინდორზე ჩვენ კი თქვენ გვერდით სიცოცხლის ბოლო წვეთამდე სამშობლოსათვის ქართველი კაცისთვის გადადეთ პირადი ამბიციები ერს სიხარუკი მოენატრა და ბიძგი რომ გარრთიანდეს შანსი გაქვთ გამოიყენეთ ოქროს ასოებით ჩაიწერება თქვენი სახელები მეტი რაღა უნდოდეს გავარტყი ყველა კონტრაქტს ყველა ლიგას ფიფასაც და უეფადაც ქართველი კაცია დასაცავი დაეხმარეთ ქვეყანას.
კახა
02 აპრილი 2021 00:57
1
ევროპაზე კარგია რომ ვერ გავედით!
ზოგი ჭირი მარგებელია
ჩორნა
01 აპრილი 2021 23:56
5
ისე შედეგის გარეშე აალაპარაკეს მთელი ესპანეთი და საბერძნეთი და ევროპზე რო გავსულიყავით და ასე გულიანად ეთამაშათ ყველა ფეხბურთელის ფასი გაათმაგებდებოდა . არაფერი გუნდი არ არის ჩრდ მაკედონია უბრძოლველად წავაგეთ ეგ იყ სამწუხარო თორე როგორც ეგ სამი თამაში ითამაშეს ისე ეთამაშათ და წაეგოთ ხმის ამომღები არ ვიყავი. სანიოლი ვაისს ათასჯერ მარტო იმიტო სჯობს რომ ფსიქოლოგიურად სხვანაირები გახდნენ ეტყობათ მითუმეტეს ჯერ ერთი თვეა რაც მწვრთნელია. იმედია მალე გაგვიხარებთ
ტოტტი
01 აპრილი 2021 18:22
0
ამ არაფერმა გუნდმა გერმანიას მოუგო და იმ ბებერმა გაიტანა ჩვენ რომ გაგვიტანა...
гуджа
02 აპრილი 2021 08:02
1
კაშია - 6 და ბუდუ -6.5 ცოტა უსამართლობაა, ტექსტიდანვე გამომდინარე, თამაშის ნახვას რომ თავი დავანებოთ. თუ კაშიას დიდი დამსახურებაა, რომ ბერძნებმა ვერაფერი შექმნეს ჩვენ კართან და მან კვლავ მშვენიერი მატჩი ჩაატარა?... და თავდამსხმელის გარჯას რომ საგოლე მომენტების შექმნა აკლდა :)))
Irakli Apkhaidze
01 აპრილი 2021 17:18
1
ბუდუ ზივზივაძეს რატომ აქებთ ასე გამწარებით ვერ ვხვდები, მთავარი საქმე რაცაა ცენტრფორვატდის ვერც ბუდუმ გააკეთა და ვერც ქვილითაიამ ერთადერთი საჰაეროების მოგება და თანაგუნდელისთვის პასია მაგათი საქმე რაშიც ქვილითაია ბევრად ჯობია. ბუდუ რუსთავის დონისაა ჯერჯერობით მხოლოდ.
emigranti
01 აპრილი 2021 17:15
5
რაის ქვილითაია? საერთოდ ფეხბურთელია? ერთი დაცვაში გვაქვს გაუმჯობესებული ცოტა, დანარჩენში პლინტუს ქვევით ვართ, კვარაცხელიას კრეატივი უნარჩუნებს ნაკრებს სახეს, პენსიონერი კაშია და კანკავა რომ იქნებიან ბურჯები და შეუცვლელები ნაკრებში, არა მარტო გამოცდილებით არამედ ახალგაზრდებზე მეტი მოძრაობით, რა პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, გიორბელიძე ვიპოვეთ, კარგია, კაკაბაძეს როგორც ქონდა ჩავარდნები, არასტაბილურობა ისეთი დარჩა, ჩაბრაძე კარგია მაგრამ სუსტია, ორთაბრძოლებს ვერ მოიგებს, აბურჯანია, კვეკვესკირი შენელებული კადრებივით მოძრაობენ და აზროვნებენ , დააკვირდით მომენტებს, მაგ. 21 წთ. აბურჯანიას შეეძლო პირისპირ გაეყვანა ზივზივაძეც, ლობჟანიძეც და ხვიჩაც, დროზე რომ წაეკითხა მომენტი, ეგეთი მომენტები სხვებიც იყო და რა მერე?....
გუსანი
01 აპრილი 2021 18:48
5
დვალის და კაშიას შეფასებები გადასანაცვლებელია
leri
01 აპრილი 2021 17:14
1
ავტორის შეფასების შეფასება 4.5
SL
01 აპრილი 2021 17:10
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული