"კვარაცხელია ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ..." - სანიოლმა განვლილ მატჩებსა და ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი Gazzetta.gr-ს ესაუბრა:

"პირველ ტაიმში საბერძნეთი უკეთესი იყო. მათ 2-3 მომენტი ჰქონდათ, სადაც ანგარიშის გახსნა შეეძლოთ.

ვფიქრობ, რომ მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ და ჩვენ ვდომინირებდით, თუმცა გოლი გავუშვით, მაგრამ გათანაბრება შევძელით. ასე რომ, ფრე სამართლიან შედეგად მიმაჩნია.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. გამიმართლა, რომ მყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ძლიერი მენტალიტეტი აქვთ და მათ ეს ამ სამ შეხვედრაშიც გამოაჩინეს.

გუნდში დისციპლინა აშკარა იყო. არა მხოლოდ დაცვაში ვითამაშეთ კარგად, არამედ შეტევაშიც კარგები ვიყავით და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ".

სანიოლმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

"კვარაცხელია ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მას ჯერ კიდევ ბევრი სათამაშო კომპონენტი აქვს დასახვეწი, მაგრამ ის საბერძნეთთან მთლიანი 90 წუთის განმავლობაში ძალიან კარგი იყო.

მან ასევე შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ესპანეთთან და შვედეთთან... იმედი მაქვს, ის ასეთ ასპარეზობას განაგრძობს".

აშკარააა, რომ ჩვენს ჯგუფში ესპანეთმა და შვედეთმა დიდი ნახტომი გააკეთეს მუნდიალზე მოსახვედრად და სხვა ნაკრებებს მათი დაწევა გაუჭირდებათ, თუმცა წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა", - თქვა სანიოლმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვფიქრობ, ახალკაცის შემდეგ, ასეთი მწვრთვნელი არ გვყოლია.
გიორგი
19:39 02-04-2021
3
ეს თამაშები რაც იყო ნაკრები ის ვაისის დამსახურება(დისციპლინა) უფროა ვიდრე სანიოლის აწი აქვს მოსამზადებლად დრო და ვნახოთ როგორ მოამზადებს ნაკრებს მერე შევაფასოთ ვილი სანიოლი.
nika
13:27 02-04-2021
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული